კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ლაშა ღლონტი: როცა ქართველმა რამე არ იცის, მაშინვე შენ გასწავლის

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ლაშა.
გვარი: ღლონტი.
პროფესია: ექიმი, მომღერალი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ბავშვობაში გაცილებით უკეთესად ვთამაშობდი ფეხბურთს, ვიდრე ვმღერი. 13-14 წლის ვიყავი, როცა ერთ-ერთ გუნდში მივედი და პირველივე თამაშზე გამიყვანეს. გუნდი 2:0 აგებდა და თამაში 2:3-ით შემოვატრიალეთ, ოღონდ სამივე გოლი მე გავიტანე. მადლობა არავინ გადამიხადა. გული დამწყდა, წამოვედი და თავი დავანებე თამაშს.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– წინაპრებიდან ბევრი მყავდა ექიმი, შეიძლება ითქვას, ეს ოჯახური ტრადიციაა. გარდა ამისა, მაინტერესებდა და მიყვარდა ეს სფერო, რადგან ექიმის საქმე კეთილსინდისიერია.  ქირურგად ვმუშაობდი, მაგრამ თავად დამჭირდა თვალის ოპერაცია, რის შემდეგაც ქირურგობა ვეღარ გავაგრძელე და სამედიცინო მენეჯმენტში გადავინაცვლე. რაც შეეხება სიმღერას, ყოველთვის ჰობი იყო. მომღერლობას არ ვაპირებდი, ამაში საზოგადოებამ ითამაშა დიდი როლი და სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება.
– მშობლების როლი...
– გადამწყვეტია ჩემს ცხოვრებაში. მადლობა მათ იმისთვის, რომ რაც მასწავლეს, ყველაფერი გამომადგა. პირველ რიგში, მასწავლეს წესიერება. გიტარაზე კარგად რომ ვუკრავდი, სულ მაკითხავდნენ მეგობრები და საქეიფოდ მეპატიჟებოდნენ. ხანდახან წასვლა მეზარებოდა ხოლმე და მშობლებს ვეუბნებოდი, ეთქვათ, რომ სახლში არ ვიყავი. მაგრამ ისინი ტყუილს არასოდეს ამბობდნენ, უფრო სწორად, ვერ ამბობდნენ. ეს მათგან მეც ვისწავლე – ვერ ვიტყუები.
– ადამიანში ვაფასებ...
– ერთგულებასა და მადლიერებას. მადლიერებაა ის, როცა ადამიანი ხედავს შენ მიერ გაწეულ ამაგს და სიყვარულს. დამნახავი, მადლობის მთქმელი პიროვნება, ძალიან კარგი ადამიანია.
– მეშინია...
– იმისი, რომ არ შევიცვალო და არ გავხდე ისეთი, ვინც არ მინდა, რომ ვიყო. პირველი სიმღერა რომ ჩავწერე და ნიუ-იორკში ჩავფრინდი, უამრავი ადამიანი დამხვდა. დღემდე იგივე ხდება საქართველოს რეგიონებში. მეშინია, რომ ის არ შევცვალო, რის გამოც ხალხს ვუყვარვარ.
– მაღიზიანებს...
– უტაქტობა, არაკომპეტენტური ადამიანის გამოთქმული აზრი. როცა რამე არ იცის, ამერიკელი ფულს უხდის მას, ვინც იცის. როცა გერმანელმა არ იცის  – სწავლობს; რუსმა არ იცის, რატომ არ იცის და როცა ქართველმა რამე არ იცის, მაშინვე გასწავლის შენ. აი, ამას ვგულისხმობ არაკომპეტენტური ადამიანის აზრში.
– ბედისწერა არის...
– ბედისწერას ადამიანი თავად ქმნის. ადამიანს ღვთისგან აქვს თავისუფლება  მინიჭებული, ხოლო ბედისწერა უფრო პირობითი სახელი მგონია. ოღონდ, თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. ის ზნეობის გარეშე არ არსებობს. ის, რომ ადამიანის ბედი დაწერილია, არ ვეთანხმები – არსებობს ბევრი გზა, რომელსაც თავად ირჩევ.  
– ცოდვა არის...
– შური, თუმცა, ვერ ვიტყვი იმას, რომ თავად ვინმესი არ შემშურებია. ერთ რამეს მივხვდი, თუ ადამიანი ისე ცხოვრობ, როგორც გსიამოვნებს და გინდა, ასევე, თავისუფალი ხარ შენს მოქმედებებში, არავისი არ უნდა შეგშურდეს. ამის გაკეთება რთულია, თუმცა შესაძლებელი.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– კი და ვისაც სამაგიერო გადავუხადე, ვინანე. ჩემში არ ზის მსგავსი რამ, მაგრამ ძალიან გამაბრაზეს – ერთხელ თუ ორჯერ მოხდა მსგავსი რამ. იმის საზღაურიც თავად გადამეხადა. ეს იმიტომ, რომ სხვის ცოდვას ჩვენ არავინ გვეკითხება. ეს არაა ჩვენი პრობლემა. როცა ადამიანს სამაგიეროს უხდი, შენც მის სიმაღლეზე ჩამოდიხარ, რაც ცუდია.  
– მრცხვენია...
– სხვისი უტიფარი საქციელის. როცა რაღაცას სწორად არ ვაკეთებ, ჩემი საქციელისაც მრცხვენია.  
– ვერიდები...
– აზრის გამოთქმას იმ საკითხებზე, რაშიც კომპეტენტური არ ვარ.
– სიყვარულს წესები აქვს?
– არა, სიყვარული იმიტომ არის საინტერესო, რომ წესები არ გააჩნია. ის არანაირი წესსა და კანონს არ ემორჩილება.
– დრო და სიყვარული...
– დიდი სიყვარული არ ქრება. ნამდვილი სიყვარული დიდ საქმეებს გაგაკეთებინებს. დიდი სიყვარულის მქონე ადამიანი ვერასოდეს იქნება ზარმაცი და ხელმოცარული. თუ სიყვარული არ გაქვს, მაშინ ვერაფერს შექმნი ღირებულს. ეს გრძნობა ყველას არ გააჩნია, მასაც ნიჭი სჭირდება.
– კაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ?
– ძლიერი ქალი მეცოდება, ქალი არ უნდა იყოს ძლიერი. ქალი უნდა იყოს სულ ბედნიერებაში, სიყვარულში, ფერებაში. ქალი ჩემთვის  სხვა მცნებაა. ის აღმაფრენისა და შთაგონების წყაროა, სასიმღერო და საფერებელი არსებაა, რომელსაც მამაკაცის მხრიდან ყოველთვის დაცვა და ზრუნვა სჭირდება.
– კაცის ბედიერებისთვის ქალი აუცილებლია?
– უსათუოდ. მარტოხელა ადამიანი თუ ამბობს, რომ ბედნიერია, მაშინ ვიღაც უყვარს. წარმოუდგენელია, კაცი ქალის გარეშე ბედნიერი იყოს.
– ბილსწისტყვაობთ?
– ხანდახან კი, მაგრამ საზოგადოებაში – არასოდეს. ჩემთვის ბილწისტყვაობა გაუმართლებელია.
– როდის ყვირით?
– გურული ვარ და სულ ვყვირი. ყველაფერზე ვნერვიულობ და ყველაფერს განვიცდი. ვჩხუბობ მაშინ, როცა ადამიანი არაკომპეტენტურია და არ ესმის მის სასიკეთოდ რომ ეუბნები.
– ვემალები...
– ზოგჯერ ქეიფს, აღარ შემიძლია... ისე არაფერს.
– ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ახალგაზრდობაში იყო პერიოდი, როცა ბევრს ვსვამდი და ეს ვაჟკაცობა მეგონა, თუმცა, მერე მივხვდი, რომ ღვინის ხარისხსა და სიტუაციას უნდა მიაქციო ყურადღება, ასევე, კერძს, რასთან ერთად მიირთმევ.
– ჭორაობთ?
– კი, კაცები ზოგჯერ ქალებზე მეტად ჭორაობენ. ოღონდ სახალხოდ არა, სამეგობროში. ქართველები ვართ და არის საკითხები, როცა უნდა გავკიცხოთ ვინმე, ან პირიქით.
– ზარმაცობთ?
– ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს ვაკეთებ. მიყვარს სიზარმაცე (იცინის).
– ვერიდები...
– ადამიანების შეწუხებას. მირჩევნია, წავიდე და ფული გადავიხადო, ვიდრე ახლობელთან მივიდე და რამე ვთხოვო.
– ღერთის ჩემეული აღქმა...
– როცა ისრაელში, ქრისტეს საფლავზე მივედი, იქიდან სულ სხვა ადამიანი წამოვედი. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა: შენში პატარა ღმერთი სინდისიაო, ჩემთვისაც სინდისი და სიყვარულია ღმერთი.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– ამერიკაში ერთხელ მეუფემ მითხრა: დიდი გამოცდის წინაშე დგახარ და ერთ ისტორიას მოგიყვებიო: როცა იესო იერუსალიმში შედიოდა, ჯორზე იჯდა, ხალხი ზარ-ზეიმითა და დიდებით ხვდებოდა. ჯორს კი ეგონა, მას ეგებებოდნენო. გირჩევ, ამ ჯორს არასდროს დაემსგავსოო.

скачать dle 11.3