კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რა წვლილი მიუძღვის მეუღლის სიყვარულს ზაირა ჯანაშვილი-ელიას გარეგნობაში და როგორ გახდა საქართველოდან ისრაელში ჩასული გოგონა პოპულარული ცეკვით

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  იშვიათად მინახავს ისეთი თბილი, მოსიყვარულე და გარეგნულად დახვეწილი ადამიანი, როგორიც ზაირა ჯანაშვილი-ელიაა. მასთან შეხვედრისას მივხვდი, რომ ლამაზ სხეულში, მართლაც ლამაზი სული იმალება. ქართველი ებრაელი ქალი თავისი უზადო გარეგნობით ყველგან ყურადღებას იპყრობს. ამბობს, რომ ეს მისი ქმრის, გენეტიკისა და ცეკვის დამსახურებაა. ქალბატონ ზაირას ისრაელში ყველა იცნობს. ახლახან სილამაზის კონკურსზე, რომელიც ისრაელში ჩატარდა, პირველი ადგილი მიანიჭეს. როგორც თავად აღნიშნავს, მისი წარმატებული ცხოვრების უკან, მისი მოსიყვარულე მეუღლე – იაკობ ელია დგას, რომლის გარეშე, სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია.
  ზაირა ელია: ქალაქ გორში დავიბადე. ყველაფრით უზრუნველყოფილ ოჯახში ვიზრდებოდი, არაჩვეულებრივ მშობლებთან და და-ძმასთან ერთად. ძალიან მინდოდა, მსახიობი, სპორტსმენი, მოცეკვავე ან მომღერალი ვყოფილიყავი. ღმერთმა შეისმინა და მოცეკვავე გახლავართ.
– ამბობენ, თავად ნინო რამიშვილი იყო მოხიბლული თქვენი ცეკვით და უთქვამს, „ჯეირანს“ ასე ვერავინ ცეკვავსო.
– მახსოვს, 1972 წელს, ოლიმპიურ შეჯიბრებაზე ვიცეკვე „ჯეირანი“ და ნინო რამიშვილმა რომ ნახა, მითხრა: „მხოლოდ შენ!“. იმ შეჯიბრებაში გავიმარჯვე. ქალბატონ ნინოს ასეთი შეფასება, ჩემთვის გამარჯვებაზე გაცილებით მეტს ნიშნავდა. გორში ჩემი ცეკვის პედაგოგი არაჩვეულებრივი ქორეოგრაფი ანზორ კუპრაძე გახლდათ. რადგან მინდოდა, სუხიშვილისა და რამიშვილის ანსამბლში წამყვანი მოცეკვავე ვყოფილიყავი, მოვიდა ჩვენს ოჯახში და ჩემს მშობლებს სთხოვა, ეს ბავშვი სუხიშვილისა და რამიშვილის ცეკვის ანსამბლში მიიყვანეთო. თუმცა, ჩემი მშობლები ძალიან მკაცრები იყვნენ და წინააღმდეგი წავიდნენ – თბილისში მარტო არ გამიშვეს. სამსახიობოზეც მიმიწვიეს და იმაზეც უარი მითხრეს. მე კი მშობლების აზრს ვერ გადავაბიჯე, მსახიობი ვერ გავხდი და ვერც სუხიშვილ-რამიშვილის ანსამბლის სოლისტი, მაგრამ იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ დღეს ისრაელში ცნობილი მოცეკვავე ვარ. მართალია, ასაკით პატარა აღარ ვარ, სულ მალე 65 წლის ვხდები, მაგრამ იმაზე უფრო კარგად ვცეკვავ, ვიდრე ადრე (იცინის). სხვათა შორის, მეტსახელად „ჯეირანს“ მეძახდნენ და ეს სახელი დღემდე შემომრჩა. საქართველოდან ისრაელში ჩასულს ხშირად მიწვევდნენ კონცერტებზე და საკმაოდ ცნობილი გავხდი. ხშირად კონკურსებზეც გამოვდიოდი და პირველ ადგილს ვიკავებდი. ასე რომ, საქართველოდან ქართველი ებრაელი ქალი ისრაელში ცეკვით გამიცნეს. იღბლიანი ადამიანი ვარ, გამიმართლა მშობლებში, ქმარში, შვილებში, მეგობრებში. უცხო ქვეყანას ალღო უნდა აუღი, თავად იბრძოლო და გზა გაიკაფო. მეც ეს გზა გავიარე. თუმცა, მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე და ჩემი მიწა-წყალი და მამის საფლავი აქ არის. აქ ჩამოსულს სხვანაირი გრძნობა მაქვს და სხვანაირ სიყვარულს ვგრძნობ.  
– თქვით, საქართველოში სხვანაირ სიყვარულს ვგრძნობო. ისრაელში რატომ გადაწყვიტეთ საცხოვრებლად წასვლა? ამბობენ, რომ თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ისტორია ზღაპარივით დაიწყო საქართველოში და დღემდე ასე ზღაპარივით გრძელდება ისრაელში.
– გათხოვების მერე მეუღლესთან ერთად ისრაელში გადავწყვიტე წასვლა. ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია, თბილისში გაზრდილი – იაკობ ელიშაკოვი ანუ იაკობ ელია. ჩვენ ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი, ზღაპარივით დაიწყო და განვითრდა ეს სიყვარული. 50 წელია, ერთად ვართ. ჩემი მეუღლე ძალიან წუნია ყოფილა და ახლაც იხსენებს და ეცინება: რომ დაგინახე, გავიფიქრე, მხოლოდ ესო (იცინის). ასე რომ, ერთი ნახვით შეყვარება 50 წელია, გრძელდება და მძაფრდება. მინდა, ხოლმე გაბრაზდეს და არ ბრაზდება (იცინის). ერთხელ მითხრა: ზაირა, ქალს თუ არ ენდობი, იმასთან ცხოვრებას აზრი არ აქვსო.  საკმაოდ პირდაპირი ადამიანი ვარ და თან, ადამიანს ტყუილს ვერ ვაპატიებ. შემიძლია, თამამად ვთქვა: მე ჩემს მეუღლეს არ გავუცვლივარ.
– ისრაელში ჩატარდა ქართველ ებრაელ ქალბატონთა სილამაზის კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღეთ და გაიმარჯვეთ. პირად საუბარში აღნიშნეთ, რომ ესეც თქვენი ქმრის დამსახურებაა და ამაზე რას მეტყვით?
– დიახ, ესეც ჩემი ქმრის დამსახურებაა. ასაკოვანი ქალბატონების სილამაზის კონკურსი ჩატარდა და პირველი ადგილი მომანიჭეს. არასოდეს ვმალავ ასაკს. პირიქით, სულ აღვნიშნავ, რომ ჩემი მეუღლის დამსახურებაა, ასე რომ გამოვიყურები. რომ ვამბობ, არაფერი გაკეთებული არ მაქვს-მეთქი, არ სჯერათ. ჩვენი ოჯახიდან ხმამაღალი სიტყვა არ გასულა. 30 წლის ასაკში ვაჟი დაგვეღუპა, საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს, მაგრამ მე სიცოცხლეზე უარი არ ვთქვი, რადგან ამ რთულ მომენტშიც ჩემი მეუღლე დამიდგა გვერდით და მითხრა: ზაირა, შენ თუ ისევ ისეთი არ იქნები, ჩემს სიცოცხლეს ფასი არ ექნებაო. ამიტომ, მისი სიყვარულისთვის სიცოცხლე ვარჩიე. ჩემი მეუღლე ჩემთვის ყველაფერია.
– გიყურებთ და დაუჯერებელია, თქვენს ასაკში ქალი ასე გამოიყურებოდეს, მით უმეტეს პლასტიკური ჩარევებისა და ყოველგვარი კოსმეტიკური პროცედურების გარეშე. როგორ ინარჩუნებთ ასეთ შარმსა და სილამაზეს, რა საიდუმლო გაქვთ?
– (იცინის) ყველას უკვირს. ზოგადად, ხასიათი და შინაგანი განწყობა ადამიანის გარეგნობაზეც აისახება. ამიტომ, ყოველი დილა ჩვენს ოჯახში მუსიკით იწყება. მუსიკა, ცეკვა და მეუღლე – ეს არის ჩემი განწყობისა და გარეგნობის მთავარი ელექსირი. რა თქმა უნდა, გენეტიკაც მშველის, მამაც და დედაც არაჩვეულებრივი გარეგნობის იყვნენ. ადამიანი, რომელიც ბოროტია, ძალიან მალე ბერდება. მე კი მინდა, ყველას ვასიამოვნო, საჩუქრებით გავახარო და ამით, თავად მივიღო სიხარული და ბედნიერება. ჩემი შვილები და შვილიშვილები, ამაყობენ ჩემით და ეს უფრი მეტ სტიმულს მაძლევს.

скачать dle 11.3