კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რა გამოხმაურება მოჰყვა დევი ხმალაძის მიერ აღდგენილ წმიდა კატერინას ქანდაკებას ბელგიაში

ნინო კანდელაკი ნინო სანებლიძე

  მოქანდაკე დევი ხმალაძე 25 წელია, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს. იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა პრაღის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო, მერე  კი – ბელგიაში. ის  მოქანდაკის პროფესიის გარდა რესტავრატორობასაც დაეუფლა და ხშირად იწვევენ ბელგიის უმნიშვნელოვანესი ძეგლების აღდგენაში მონაწილეობის მისაღებად. ამჟამად ანტვერპენის ისტორიულ მოედანზე მერიის შენობის რესტავრაციაზე მუშაობს, რომელიც მე-16 საუკუნისაა და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის.
  დევი ხმალაძე: საქართველოში სამხატვრო აკადემიის მეორე კურსზე ვიყავი, როცა ორი სტუდენტი გაცვლით პროგრამაში მოვხვდით – მოქანდაკე და ფერმწერი გაგვიშვეს პრაღაში სასწავლებლად. იქ, დაახლოებით, ერთი წელი ვსწავლობდი. სწავლის პერიოდში შევხვდი ბელგიელ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც თავიანთ ქვეყანაში მიმიწვიეს. ეს ხდება 90-იან წლებში, იმ პერიოდში, როცა საქართველოში სრული განუკითხაობა და ქაოსი იყო. ბელგიაში ჩამოვედი და დარჩენა გადავწყვიტე. ეს სერიოზული გადაწყვეტილება იყო, რადგან აქ მე არავინ დამხვედრია, შესაბამისად, საკუთარ თავზე თავად უნდა მეზრუნა, ვერავის იმედზე ვიქნებოდი და ვერც ვერავის შევაწუხებდი. ეს არ იყო მარტივი.
–  თავიდან რა სირთულეებთან მოგიწიათ გამკლავება?
– 30 წელია, აქ ვცხოვრობ. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი. ახლა ამ ასაკში იგივე გადაწყვეტიელბას ნამდვილად ვერ მივიღებდი და იმ დუხჭირ ცხოვრებასაც ვერ გავივლიდი. შევძელი, არ დავნებდი, გავუძელი რთულ დატვირთვებს და დღევანდელ დღემდე მოვაღწიე. როცა წამოვედი, მაშინ საქართველოში სავიზო პროცესი ძალიან რთულად იყო, ბელგიაში საქართველოს საელჩოც კი არ არსებობდა. პირველი ხუთი წელი უფლება არ მქონდა, ჩემს ქვეყანაში დავბრუნებულიყავი. რთული იყო ის, რომ წლები ვერ ვხედავდი მშობლებს, მეგობრებს... არაფერს ვნანობ. შესაძლოა, ჩემს ქვეყანაში სულ სხვა მომავალი მქონოდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ასე უნდა მომხდარიყო.
– ბელგიაში დარჩენის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
– სამეფო სამხატვრო აკადემიაში მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთმა მოქანდაკემ მასთან ერთად მუშაობა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი და ერთად დავიწყეთ საქმე. მას თავისი ფირმა ჰქონდა გახსნილი, სადაც ვაკეთებდით ორნამენტულ ქანდაკებებს, ფასადის რესტავრაციებს, მონუმენტურ ძეგლებს და ასე შემდეგ. ასე დაიწყო ჩემი, როგორც რესტავრატორის კარიერა ანტვერპენში. ეს  წინაპირობა იყო ჩემთვის, რომ მერე მემუშავა, როგორც რესტავრატორ-მოქანდაკეს. გარკვეული გამოცდილების შეძენის შემდეგ ვეძებდი ჩემს კარიერაში უფრო ფართო ასპარეზს. ვიმუშავე სხვადასხვა ფირმებში და პარალელურად, გამოფენებს ვაკეთებდი. 30 წლის განმავლობაში; წელიწადში 3-4-ჯერ მიწევდა გამოფენის მოწყობა. აქედან ბევრი იყო პერსონალური. ასევე, ვმონაწილეობდი საერთაშორისო გამოფენებში. გამოფენა მქონდა პეტერბურგში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, კოპენჰაგენში... დღეს  უკვე მაქვს ჩემი საკუთარი საგამოფენო მოკრძალებული სივრცე ანტვერპენის ძველ უბანში, ასევე, სახელოსნოც, სადაც ბევრს ვმუშაობ და მერე ჩემს შემოქმედებით ნაწარმს ვფენ საგამოფენო სივრცეში.
– საქართველოში პროფესიული კუთხით არ გიმუშავიათ? გარდა რესტავრაციისა, კიდევ რითი ხართ დაკავებული?
– საქართველოში მონუმენტებზე ვიმუშავე – ერთი არის პრომეთე, მეორე – მედეა. თბილისში გავაკეთე შალვა ნუცუბიძის ბიუსტი. რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, ვაკეთებ როგორც მცირე, ასევე, დიდი მოცულობის ქანდაკებებს, რომლებსაც უფრო ესთეტიური ხასიათი აქვთ, ანუ ძირთადად, ინტერიერზეა გათვლილი და შეიძლება, დეკორატიული დატვირთვაც  ჰქონდეთ.
– ანტვერპენის მოედანზე არსებულ მე-16 საუკუნის მერიის შენობას უკეთებთ რესტავრაციას... რა შეგრძნებაა, როცა ანტვერპენის მთავარ მოედანზე თქვენი ინიციალებია დატოვებული.
– ეს შენობა შედის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ამიტომ საკმაოდ რთული საქმეა. ჩემი სამუშაოა ქვაში გაკეთებული ფასადისა და ინტერიერის აღდგენა. შენობა დახუნძლულია ორნამენტული ქანდაკებებით. ორმაგი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, აქ არა მარტო აღდგენა ხდება, არამედ შენახვა და დაცვა შემდგომი დაზიანებებისაგან. სასიამოვნო გრძნობაა, როცა მათ ახალ სიცოცხლეს სძენ.  არაფრიდან, ფაქტობრივად, სამ განზომილებაში ახერხებ საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებას, რაც ზოგჯერ წარმოუდგენელი და საოცარია. ზოგადად,  როცა მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობ, ყოველთვის ჩემს კვალს ვტოვებ ხოლმე, ეს არის ჩემი გვარი და სახელი ან ინიციალები. ეს მიღებული წესია და ანტვერპენის მოედანზეც არის ჩემი ინიციალები.
– კიდევ, რომელ მნიშვნელოვან პროექტზე გიმუშავიათ?
– ახლახან დავამთავრე მონუმენტის აღდგენითი სამუშაოები, რომლის სიმაღლეც დაახლოებით სამი მეტრი იყო. ეს გახლავთ წმიდა კატერინას  ტაძარზე არსებული მისივე ქანდაკება, რომელიც ოცი წლის წინ ჩამოვარდა და ისე დაიმტვრა, რომ მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდა.  მერე ისე მოხდა, რომ სადაც ვმუშაობ, იმ ფირმას შესთავაზეს რესტავრაცია და მეც დავთანხმდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ფრაგმენტი აკლდა და ფაქტობრივად, თავიდან დაძერწვა მომიწია – კარგი გამოვიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ქანდაკებას ორი მნიშვნელოვანი დეტალი აკლდა – გატეხილი ეტლის ბორბალი, რომელიც უკავშირდება წმიდა კატერინას ტრაგიკულ ისტორიას და ხმალი, რომელიც შინაარსობრივად თავდადებული მებრძოლის დატვირთვას ატარებდა. არქივში ვიპოვე ფოტო, სადაც ასახული იყო ორივე დეტალი და არქიტექტორებს მათი გაკეთება შევთავაზე.  საბოლოო ჯამში, ქანდაკება სრულად აღვადგინეთ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გაზეთებშიც კი დაიწერა. მონუმენტი თავად მერმა გახსნა და ზეიმითაც აღინიშნა. დიდი პასუხისმგებლობა ავიღე და მიხარია, რომ წარმატებით დასრულდა.  

скачать dle 11.3