კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 სპარტაკ გიორგაძის პროფესიონალიზმი და ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული ოპერაციები ერთი განაკვეთით – მხოლოდ სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

  ზოგადი ქირურგი, ლაპარასკოპისტი, ბარიატრიული ქირურგი და ქირურგ-ენდოკრინოლოგი სპარტაკ გიორგაძე კლინიკა „ვივამედის“ ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელია. აღსანიშნავია, რომ დღეს ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული ოპერაციები მცირე ზომის ერთი (ერთ სანტიმეტრამდე) განაკვეთით მხოლოდ კლინიკა „ვივამედში“ ხორციელდება. რას მოიცავს ეს მეთოდი, რა უპირატესობები აქვს მას და  კიდევ სხვა რა სახის ოპერაციების კეთება უწევს სპარტაკ გიორგაძეს ყოველდღიურად, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე თავად გვიპასუხა.
  სპარტაკ გიორგაძე: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კიევში კლინიკური ორდინატურის კურსი გავიარე, რის შემდეგაც ვმოღვაწეობდი  ისრაელის წამყვან კლინიკაში ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებით. საქართველოში ბევრ კლინიკასთან მქონდა ურთიერთობა, მათ შორის, ერთ-ერთ კლინიკაში ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი გახლდით და ასე შემდეგ.
– როდის გადმოხვედით კლინიკა „ვივამედში“ და როგორ დაახასიათებთ მას?
– სამი წელია, რაც კლინიკა „ვივამედში“ ვმუშაობ. ჩვენთან კეთდება თითქმის ყველა ოპერაცია – როგორც გადაუდებელი, ისე გეგმიური. საკმაოდ დიდ და მასშტაბურ ზოგად და ონკო-ქირურგიულ ოპერაციებს ვაკეთებთ, როგორც ღია, ასევე   ლაპარასკოპიული მეთოდებით, ვიზიარებთ მსოფლიოს წამყვანი კლინიკების გამოცდილებას. გავდივართ სტაჟირებებს სხვადასხვა უცხოურ კლინიკაში და ანალოგიური მეთოდებით ვხელმძღვანელობთ ჩვენს პაციენტებთან.
კლინიკა „ვივამედი“ აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, გვაქვს მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, „შტორცის“ ულტრათანამედროვე ლაპარასკოპიული აპარატი. რაც საშუალებას გვაძლევს, უმაღლესი სტანდარტებით ვუმკურნალოთ ჩვენს პაციენტებს.
– რა ტიპის ოპერაციებს აკეთებთ?
– ოპერაციებს ვაკეთებთ როგორც ღია, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდებით – კუჭზე, მსხვილ და წვრილ  ნაწლავზე, ელენთაზე, ასევე, მუცლის წინა კედლისა და საზარდულის თიაქრების რეკონსტრუქციულ ოპერაციებს – უმაღლესი ხარისხის სინთეზური ბადეებით. ჩვენი ენდოკრინოლოგიური გუნდი გამორჩეულია ფარისებრ ჯირკვალზე: ადგილზევე ვახდენთ პათოლოგიების გამოვლენას და დიაგნოსტირებას ჰორმონალური და ციტოლოგიური კვლევებით, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, მივმართავთ ქირურგიულ მკურნალობას მცირე ზომის 4 სანტიმეტრამდე განაკვეთით, რომელიც შემდგომ პლასტიკური ნაკერებით იკერება.
  ასევე, აქტიურად ვმუშაობთ ლაპარასკოპიული მეთოდებით ბარიატრიული ქირურგიის მიმართულებით, ღვიძლსა და სანაღვლე სისტემაზე, ნაღვლის ბუშტზე.
ნაღვლის ბუშტის მრავალ დაავადებას ვხვდებით, მათ შორის ყველაზე ხშირია ქოლეცისტიტები,  ნაღველკენჭოვანი დაავადებები, ნაღვლის ბუშტის პოლიპები
და ასე შემდეგ, რაც გამოწვეულია, ძირითადად, ცხოვრების უმოძრაო წესით, რაფინირებული საკვების მიღებით, ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებს იწვევს ისეთი დაავადებებიც, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და ენდოკრინული დარღვევები.
– რა ხდება ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ?
 – ნაღვლის ბუშტი წარმოადგენს ნაღვლის რეზერვუარს, სადაც გროვდება ნაღველი და საკვების მიღების შემდეგ ღვიძლის საერთო სადინარში გადადის, იქიდან კი ჩადის თორმეტგოჯა ნაწლავში.  ნაღველის წვენი საჭმლის მონელების პროცესში იღებს მონაწილეობას და ძირითადად, ცხიმებს შლის. რა თქმა უნდა, ნაღვლის ბუშტი საჭირო ორგანოა, მაგრამ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელობის, ამოკვეთის შემდეგ ორგანიზმი ჩვეულებრივ ფუნქციონირებას აგრძელებს.
– მკურნალობის რა მეთოდებს იყენებთ  ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების დროს?
– ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების დროს მკურნალობის მეთოდები, ძირითადად, ქირურგიულია. ოპერაციები კეთდება როგორც ღია, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით. თუმცა, ლაპარასკოპიული მეთოდით მკურნალობა დღეს ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების მკურნალობის ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული. ამ შემთხვევაში, ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა ოთხი 0,5-1 სანტიმეტრამდე განაკვეთებით ხდება. შესაბამისად, ეს მეთოდი პაციენტისთვის საკმაოდ დამზოგველია.
– რა უპირატესობები აქვს ლაპარასკოპიული მეთოდით მკურნალობას?
– ლაპარასკოპიას, ღია წესთან შედარებით, ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს: ვიზუალიზაცია – აპარატურა ადიდებს ორმოცჯერ გამოსახულებას და სამუშაო არეალის კარგი ვიზუალიზაცია გვაქვს, ანუ ოპერაცია კეთდება თითქმის ისე, როგორც მიკროსკოპის ქვეშ. რეაბილიტაციის პერიოდი ხანმოკლეა – ოპერაციიდან რამდენიმე საათში პაციენტი დგება და დადის. მეორე დღეს ეწერება ბინაზე და რაიმე ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა არ არის საჭირო. ოპერაციის შემდგომ ნაკლებია თიაქრების განვითარების რისკი, მცირე ზომის ჭრილობა ადვილად ხორცდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქირურგიული ჩარევის ასეთ მეთოდს კოსმეტიკური თვალსაზრისითაც. რადგან არ იხსნება მუცლის ღრუ, ნაკლებია ჭრილობის დაჩირქების ალბათობაც.
– რა არის ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია, რაც დღეს მხოლოდ „ვივამედში“ კეთდება?
– რაც შეეხება ლაპარასკოპიულ ქოლეცისტექტომიას ერთი განაკვეთით, დღეს საქართველოში ამ მეთოდით მხოლოდ „ვივამედში“ ვმუშაობთ. გადავწყვიტეთ, ჩვენს კლინიკაში დაგვენერგა მკურნალობის ეს მეთოდი. ჩვეულებრივ ლაპარასკოპიულ მეთოდთან შედარებით ამ მეთოდით კიდევ უფრო მეტად მცირე ინვაზიურობით ხდება ჩარევა. შევდივართ ჭიპის არედან და ამ გზით ხდება ოპერაციული ჩარევა ნაღვლის ბუშტზე, შესაბამისად, პაციენტს ოპერაციის მერე ჭრილობა საერთოდ არ ეტყობა. კოსმეტიკური ეფექტი ძალიან დიდია – პოსტოპერაციულად,  პრაქტიკულად, ნაწიბურიც არ აქვს პაციენტს.
– ოჯახი გაგვაცანით.
– მყავს მეუღლე და სამი შვილი. ქალიშვილები – 9 წლის და 1  წლისა და 4 თვის, და ვაჟი – 6 წლის. სურვილი აქვთ, რომ ექიმები გამოვიდნენ, როგორც ამბობენ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე უნდა გადაარჩინონ. ვნახოთ, სამომავლოდ რას გადაწყვეტენ.
– რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს კარგი ექიმი?
– ექიმს უნდა უყვარდეს პაციენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შედგება ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა. უნდა იყოს პროფესიონალი. საკუთარი გამოცდილებითა და  გაიდლაინებზე დაყრდნობით უნდა შეეძლოს შესაბამის პაციენტზე საჭირო ინდივიდუალური მკურნალობის მორგება. საჭიროა, ჰქონდეს  კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარი, რადგან ზოგჯერ  პაციენტისთვის თითოეული წუთი მნიშვნელოვანია. და რა თქმა უნდა, უნდა უყვარდეს თავისი საქმე.


скачать dle 11.3