№51 ახალგაზრდა ყბა-სახის ქირურგი ნიკა ბატიაშვილი და კლინიკა „აქვა დენტი“ – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია
ყბა სახის ქირურგი ნიკა ბატიაშვილი ჯერ მხოლოდ 29 წლისაა და საკმაოდ მოკლე დროში შეძლო თავის დამკვიდრება და პაციენტების სიყვარულის მოპოვება. იცის, რომ მისი პროფესიული წარმატება მუდმივ განვითარებაზეა დამოკიდებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ ჩამორჩეს თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს და მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი იყოს.
თუ თქვენ ნიკა ბატიაშვილთან გადაწყვეტთ მკურნალობას, მაშინ უნდა მიაკითხოთ კლინიკა „აქვა დენტს“, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მყუდრო და მეგობრული გარემო და კვალიფიციური სტომატოლოგებით დაკომპლექტებული გუნდი დაგხვდებათ.
ნიკა ბატიაშვილი: პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტომატოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ბელორუსში, ქალაქ მინსკში წავედი, სადაც გავიარე კლინიკური ორდინატურის კურსი ყბა-სახის ქირურგიაში, ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ორი წელი იყო და იქ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით დავბრუნდი საქართველოში, სადაც წარმატებით ჩავაბარე სალიცენზიო გამოცდა, ავიღე ქართული ლიცენზია და 2016 წლიდან უკვე დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ვეწევი ყბა-სახის ქირურგიისა და ქირურგიული სტომატოლოგიის განხრით.
– დღეს უკვე რამდენიმე კლინიკასთან თანამშრომლობთ, რომელი იყო თქვენი პირველი სამსახური?
– ჩემი პირველი სამსახური იყო „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალი“, შემდეგ იყო „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი, ორივე კლინიკასთან დღემდე ვთანამშრომლობ.
– სულ რაღაც 29 წლის ასაკში მოახერხეთ კარგი გამოცდილების მიღება, რაც თქვენს სფეროში, როგორც წესი, წლების პრაქტიკულ საქმიანობას მოაქვს.
– მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება და ექიმის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აუწყობ ფეხს ამ პროცესებს და აითვისებ ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებს. მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველთვის გამოვიყენო საზღვარგარეთ წასვლისა და იქ ცოდნის ამაღლების შანსი, რასაც ჩემს ქვეყანაში
ჩამოვიტან და ჩემს ქართველ პაციენტებთან გამოვიყენებ. გარდა ამისა, ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოშიც ეწყობა მაღალი დონის კონფერენციები და ჩვენთანაც ხშირად ჩამოდიან მაღალი დონის მომხსენებლები. ერთ-ერთი ასეთი კონფერენცია სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა, რომელიც დენტალურ იმპლანტაციას ეხებოდა. საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი კონფერენცია იყო.
ჩამოვიტან და ჩემს ქართველ პაციენტებთან გამოვიყენებ. გარდა ამისა, ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოშიც ეწყობა მაღალი დონის კონფერენციები და ჩვენთანაც ხშირად ჩამოდიან მაღალი დონის მომხსენებლები. ერთ-ერთი ასეთი კონფერენცია სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა, რომელიც დენტალურ იმპლანტაციას ეხებოდა. საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი კონფერენცია იყო.
– ამჟამად კლინიკა „აქვა დენტში“ იმყოფებით, რა უპირატესობებით გამოირჩევა ის?
– რატომ უნდა აირჩიოს პაციენტმა კლინიკა „აქვა დენტი“? პირველ რიგში, იმიტომ რომ აქ არის თითოეული პაციენტის მიმართ განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდგომა, კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, საკუთარ სფეროში ლიდერი პროფესიონალებით და გვაქვს კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კლინიკა 2015 წელს გაიხსნა და დღევანდელი კონკურენციის პირობებში, წარმატებული სტომატოლოგიური კლინიკის სახელის მოხვეჭისთვის და ამდენი კმაყოფილი პაციენტის შეძენისთვის 4 წელი ძალიან ცოტაა. ვფიქრობ, ამას პროფესიონალიზმი და ჩვენი ექიმების თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულება განაპირობებს.
– განსაკუთრებით რომელი მიმართულებით გაქვთ ყველაზე კარგი შედეგები?
– ამ მხრივ, შემიძლია, გამოვყო ორთოდონტია და ორთოპედია. ამ მიმართულებებით „აქვა დენტმა“ უამრავი კმაყოფილი პაციენტი დააგროვა. დენტალური იმპლანტაციის პროცესში ერთდროულად რამდენიმე სპეციალისტია ჩართული. აქ გვჭირდება როგორც ქირურგი, ისე თერაპევტი, ორთოდონტი, პაროდონტოლოგი და ყველა ამ მომსახურებას პაციენტი ერთ სივრცეში იღებს. დაგეგმარების ეტაპზე ხდება იმ პაციენტების სელექცია, ვისთვისაც შეიძლება, აღნიშნული მანიპულაციის ჩატარება. გვყავს უცხოელი პაციენტებიც – აფრიკიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან და ასე შემდეგ.
– მოგეხსენებათ, მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების მიღებას დღეს ყველა ვერ ახერხებს, თქვენთან რამდენად ხელმისაწვდომი ფასებია?
– მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფონი და პაციენტების გადამხდელუნარიანობა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პაციენტიც კმაყოფილი იყოს ფასებით და ექიმის მუშაობაც შესაბამისად დაფასდეს. კლინიკა „აქვა დენტი“, სოციალური ქსელების მეშვეობით, ძალიან ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა აქციებს ბრეკეტებზე, დენტალურ იმპლანტაციებზე, ორთოპედიულ კონსტრუქციებზე და ასე შემდეგ.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– თუ სამედიცინო სფეროში ერთ ადგილზე დგახარ, ესე იგი, უკან მიდიხარ. ვხედავ საკუთარ თავში პოტენციალს, რომ სწორი მუშაობის შედეგად კიდევ უფრო მეტად განვვითარდე და ბევრი კმაყოფილი პაციენტი მყავდეს.