№51 ანეკდოტი
პატარა რომ ვიყავი, მამაჩემმა თანხა მომცა – დენის ფული გადაიხადეო. მე გამოვართვი ფული და ქვევით რომ ჩავედი, ლატარიის ბილეთი ვიყიდე, მანქანა იყო გათამაშებაში და მოგება მინდოდა.
სახლში რომ მოვედი, ავუხსენი სიტუაცია მამაჩემს და მაგრად მცემა.
მეორე დღეს რომ გავიღვიძეთ, ჩვენს ეზოსთან ახალი მანქანა ეყენა. ყველამ ტირილი დავიწყეთ. განსაკუთრებით მე – მანქანა „თელასიდან“ იყო და შუქი ჩაგვიჭრეს. მამაჩემმა ისევ მცემა.
სხარტულები
* გოგო თავს ისე იფასებდა, ბოლოს თავის ფასში გაათხოვეს.
* როცა ცოლი დუღს, ქმარი უნდა აორთქლდეს.
* ქართული ლოგიკა: თუ ვიღაცა არ მოგწონს, ესე იგი, მისი გშურს!