№51 ეს საინტერესოა
* პირველი მსოფლიო ომის პერიოდში დაჭრილთა ჰოსპიტალიზაციის საშუალო დრო 10-18 საათი იყო, მეორე მსოფლიო ომში ის 6-12 საათამდე შემცირდა, ხოლო 70-იან წლებში – 1-2 საათამდე.
* სიცილიური მაფიის ტრადიციების თანახმად, მას, ვინც მოკლა ბოსი, არ აქვს უფლება, რომ მისი ადგილი დაიკავოს.
* ამაზონის ჯუნგლებში განლაგებულ სამხედრო ცენტრში ელიტური ბრაზილიური არმიის ჯარისკაცებს ავარჯიშებენ – მათ გადარჩენის ხელოვნებას ასწავლიან. წვრთნის ერთ-ერთ პუნქტში შეტანილია – ანაკონდის დაჭერა, მისი დამუშავება და სადილზე მეორე კერძად მირთმევა. პირველი კერძი კი პირანიების წვნიანია.