კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ბრძნული აზრები

ნიცშე: რაც უფრო მეტად იციან გარშემო მყოფებმა, რას წარმოადგენთ და რას უნდა მოელოდნენ თქვენგან, მით უფრო ძლიერ ზღუდავს ეს თქვენს თავისუფლებას.
ჯიბრანი: სიყვარული ჩვენს გასაბედნიერებლად არ არსებობს. ეს გრძნობა იმისთვისაა შექმნილი, რომ დაგვანახვოს, რამდენის ატანა შეგვიძლია.
სტენდალი: ჩვენ უპირველესად იმისთვის ვცოცხლობთ, რომ სიკვდილის შიში გვქონდეს, მერე კი ერთმანეთი გვიყვარდეს. განა სწორედ სიკვდილის წყალობით არ არის ცხოვრება ასე საოცრად წარმტაცი.
დალაი ლამა: გაუცნობიერებელ ბოროტებაში სული ისევე იხუთება, როგორც გაცნობიერებულში.
ტვენი: იუმორი უბედურ, მაგრამ მაღალნიჭიერ ადამიანთა გამოგონებაა.
კლუჩევსკი: მშობლები შვილებს ლაპარაკს ასწავლიან, შვილები მშობლებს – გაჩუმებას.
გოეთე: სულ არ გვანაღვლებს ის, რაც ჩვენც არ გვახასიათებს.
ილია: გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.
მოპასანი: ადამიანი, რომელიც ტკივილს გვაყენებს, თავის თავში იმდენ ბედნიერებას აქრობს, რამდენსაც ვერასოდეს ჩააქრობს ჩვენში.
ვოლტერი: საგულისხმოა არა რწმენა ან ურწმუნოება, არამედ მიზეზთა კეთილსინდისიერება, რის გამოც ჩვენ გვწამს ან არ გვწამს.
ვოვენარგი: ბოროტება მხოლოდ შეზღუდული აზრიდან და უღიმღამო გრძნობიდან იბადება.
როლანი: მოაზროვნე მხოლოდ მაშინ განაგრძობს მართებულ აზროვნებას, როცა არ კარგავს კონტაქტს იმათთან, ვინც არ აზროვნებს.
მიუსე: კანონიერება საუცხოოდ მოერგებოდა საზოგადოებრივ თაღლითობას, რომ არა ღმერთი.
ტოლსტოი: დაბერებისას ადამიანი ხედავს ცუდად, მაგრამ მეტს.
რუმი: სამყაროში არის ხმა, რომელიც არ იყენებს სასაუბროდ სიტყვებს. უსმინე!
კოელიო: გათხოვება მირაჟია, ხედავ ოაზისს: სასახლე, პალმები, აქლემები... მერე ჯერ სასახლე ქრება, შემდეგ პალმები და რჩება ერთი აქლემი.
შანელი: მამაკაცები უფრო ბევრს გააკეთებდნენ, ქალები რომ უფრო ცოტას ლაპარაკობდნენ.
скачать dle 11.3