კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 „კატის თვლის“ მაგიური ძალის ეფექტი

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  „კატის თვალი“ რომ ჰქვაა, ხომ გაგიგიათ?! მაგრამ, იცით, რა ძალუძს მის მაგიურ „მზერას“, ვის ან რას უხდება თუ არგებს? „კატის თვალის“ – ამ მინერალის განსაკუთრებული თვისებაა, დაიჭიროს პატრონის ხასიათი, აეწყოს მასზე და აჩვენოს მაგიური ძალის ეფექტი: დაცვის, დახმარებისა თუ მკურნალობის სახით. „კატის თვალი“ ძველთაგანვე იყო ცნობილი როგორც უბედურებისგან ძლიერ დამცავი მინერალი, რის გამოც მისგან ახლობელთათვის თილისმებსა და ამულეტებს ამზადებდნენ, იყენებდნენ სხვადასხვა წარმართულ რიტუალში. ამ უნიკალური ქვის წარმოშობას მრავალი ლეგენდა უკავშირდება. საკმარისია, მის ფერადოვან კრისტალს შეეხოთ, რომ მაშინვე რაღაც მაგიურისა და იდუმალის ასოციაცია გექმნებათ. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი თამაზ გ.
– ამ მინერალმა დასახელება ცხოველის – კატის თვალთან მსგავსების გამო მიიღო, რადგან ქვის სიღრმიდან წამოსული თვალისმომჭრელი ათინათი სწორედ კატასავით „აკვესებს თვალს“. მისი საოცარი თვისებები არ გამორჩენიათ უძველეს დროშიც: ძველ ეგვიპტესა და ინდოეთში წმინდა ქვად მიიჩნევდნენ და მისი ფერადოვნების ბრწყინვალებაში მომავლის განჭვრეტასა და ბედისწერის შეცნობას ლამობდნენ. თუმცა, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ხალხისთვის გახლდათ ხელმისაწვდომი: მმართველების, მკითხავებისა და სხვადასხვა კულტის მსახურებისთვის, რომლებიც აუხსნელ, წარმოუდგენელ ძალას ფლობდნენ. ადრე თურმე „ეშმაკის ქვად“ მოიხსენიებდნენ, რადგან მისი მაგიური სიძლიერე ბევრს შიშის ზარს სცემდა. ის წარმართული რიტუალებისა და დღესასწაულების უცვლელი ატრიბუტი გახლდათ. თუმცა მეცხრამეტე საუკუნიდან სიტუაცია შეიცვალა, როცა ამ ქვის 300-კარატიანი ეგზემპლარი ინგლისის მეფე ვიქტორს მიართვეს საჩუქრად. მოგვიანებით, ის ბრიტანეთის პრინცმა, არტურმა უძღვნა თავის საცოლეს. მას შემდეგ ეს უნიკალური ქვა ძალიან მოდური გახდა და მისი მაგიური წარსული თანდათან დავიწყებას მიეცა.
– მაინც რა მინერალია „კატის თვალი“?
– „კატის თვალი“ ქრიზობერილის ერთ-ერთი განშტოებაა და ბუნებაში 2-დან 10 მილიმეტრამდე სიდიდის გვხვდება. ძირითადად, გაუმჭვირვალეა, თუმცა იშვიათად, გამჭვირვალეც გვხვდება. აქვს მკვეთრი ათიანათი და მინისებური ბზინვარება, მაგარია, მტკიცე სიმჭიდროვის, არათანაბარი, ნიჟარისებური ზედაპირით. ქვის ათინათმა მაქსიმალურად რომ ითამაშოს, რაც უფრო მიმზიდველს ხდის მას, „კატის თვალს“ კრაზანის შეფერილობამდე ამუშავებენ. საბოლოოდ, მის ფერთა პალიტრას მსუყე, გარდამავალი ეფექტი აქვს. უმეტესად ყვითელი ან მოყვითალო-მომწვანო ფერისაა, თუმცა მის პალიტრაში: რუხი, ლურჯი, ყავისფერი, მოწითალო და მონარინჯისფრო ფერებიცაა. ულამაზესია თეთრ-რძიფერიც. ცისფერი პალიტრის კრისტალთა ათინათი კი ღიადან ზღვის მრუმე ტალღისფერამდე ციაგებს. რაც უფრო დიდხანსაა ნამყოფი მიწაში, მით უფრო მუქია: ყავისაფერ-რუხი ან შავად შემღვრეული. ყველაზე პოპულარული მოყვითალო-მომწვანო ქრიზობერილია, საიუვილეროდ კი გამოიყენება: ოქროსფერ-მწვანე, ზურმუხტისფერი, აგრეთვე, წითლისა და ნარინჯისფრის ელფერის.
– რა მაგიური თვისებები აქვს და ვისთვის როგორი „კატის თვალია“ მისაღები?
– „კატის თვალის“ მაგიურ ძალას ძველი ინდოეთის ჯადოქრები და მისნები განჭვრეტის უნარსა და ცხოველ-ფრინველთა ენის ცოდნას უკავშირებენ. საერთოდ კი მიიჩნევა, რომ „კატის თვალი“ ადამიანს ყველაფერი ცუდისგან იცავს, განარიდებს დაუფიქრებელი საქციელისგან, რომელსაც შეუძლია, ავნოს არა მარტო მას, არამედ მის გარემოცვასაც. „კატის თვალის“ ქვით დამზადებული ამულეტი იცავს ოჯახს ჩხუბის, ღალატისა და გაუგებრობებისგან. ის უნდა ატაროთ, თუ სამსახურში დაწინაურების, თავის საფუძვლიანად დამკვიდრებისა და მატერიალური კეთილდღეობის შექმნისკენ ისწრაფვით. „კატისთვლიანი“ თილისმა განსაკუთრებით წყალობს მათ, ვისი საქმიანობაც ვაჭრობას უკავშირდება: მისი დახმარებით გაუძლებთ კონკურენტთა შემოტევას, დადებთ სარფიან გარიგებას და მოიზიდავთ კლიენტებს. ამ ქვის სამკაული ოქროს ან პლატინის ჩარჩოში უნდა ჩასვათ. უფრო მისაღებია ბეჭდის სახით და თან, მარცხენა ხელზე. „კატისთვლიანი“ თილისმა უნდა ატარონ შემოქმედმა ადამიანებმა. მინერალი აძლიერებს პოტენციალს, ილაპარაკოთ ლამაზად და დამაჯერებლად მიიტანოთ ინფორმაცია ხალხამდე. თუ ქვა გაიბზარა და ჩარჩოდან ამოვარდა, ეს ნიშნავს, რომ თავისი ფუნქცია შეასრულა – ნეგატივი, რაც პატრონისთვის იყო განკუთვნილი, ქვამ თავად მიიღო, რის გამოც მაგიური ძალა დაკარგა და მისი ტარება უკვე აღარ შეიძლება. „კატისთვლიანი“ თილისმა ადამიანმა უნდა შეარჩიოს პროფესიისა და ხასიათის მიხედვით. მოყავისფროში გადასული ოქროსფერათინათიანი ქვის სამშვენისი ძალაუფლების სიმბოლოა. ის ხელმძღვანელ პოსტებზე მომუშავეს გაუმყარებს ავტორიტეტს დაქვემდებარებულ პირთა წინაშე; დაეხმარება, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გამოიმუშაოს საკუთარი თავის რწმენა.
– „კატის თვალის“ რა სახის სამკაულს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?
– მინერალმა რომ მთელი ძალა გამოავლინოს, გამოსაჩენ ადგილას უნდა გეკეთოთ, მაგალითად, როგორც კულონი – მკერდზე. ყვითელი „კატის თვალი“ იღბლიანია მათთვის, ვისი სამსახურებრივი მოვალეობაც აღზრდასა და სწავლებას უკავშირდება. კრისტალის ძალა, რომელიც კულონის ან ბეჭდის სახით უნდა ატარონ, მათ სიტყვებს ისეთ მნიშვნელობას სძენს, მსმენელს სწრაფად რომ დააჯერებს ორატორის სიმართლეში. მუქი მწვანე მინერალი კი მისწრებაა მძიმე ფიზიკური სამუშაოსა და მკაცრი სიზუსტით მომუშავეთათვის: „კატის თვალის“ საშუალებით მათ უუმჯობესდებათ კონცენტრაცია, ძლევენ სტრესს, აღიდგენენ წონასწორობას სხეულსა და გონებას შორის. აგრეთვე, ის იცავს თავის მფლობელს გათვალვის, ჯადოსა და მოშურნე ადამიანებისგან, განსაკუთრებით, თუ „კატისთვლიან“ სამაჯურს ყველას დასანახად ატარებთ. კლასიკური ოქროსფერ-მწვანე „კატის თვალი“, რომელიც მაგიური „მაგნიტია“ ფულადი შემოდინებისთვის, იდეალური თილისმაა ბიზნესმენთათვის – მომგებიანი ხელშეკრულებისა და მოსალოდნელი რისკების გასათვლელად. თუმცა ასევე, მოუხდებათ ფინანსურ ანალიტიკოსებს, ტრეიდერებსა და ეკონომისტებს. მათთვის ყველაზე ეფექტური ამ მინერალის კრიალოსანი ან სამაჯურია.
– რას გვეტყვით მის სამკურნალო თვისებებზე?
– „კატის თვალს“ მაგიურობასთან ერთად, სამკურნალო თვისებებიც აქვს და საკმაოდ ბევრ ავადმყოფობას შველის: ამაგრებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულისა და ღვიძლის მუშაობას, კურნავს ბრონქიალურ ასთმას; იყენებენ ნერვული აშლილობის, გადამეტებული აღგზნებისა და აგრესიის წინააღმდეგ. „კატის თვალის“ კრიალოსნის ხელში დამარცვლა სიმშვიდესა და სულიერ წონასწორობას აღგიდგენთ. ასევე, იყენებენ მას: მხედველობისა და თვალთან დაკავშირებული სხვა პრობლემების დროს; ყელის, ბრონქების, ფილტვების, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებისას; ჭრილობის შეხორცების, ნაწოლების, მოტეხილობის, ანთებითი პროცესების მიმდინარეობისას; დეპრესიის წინააღმდეგ და ძილის გასაუმჯობესებლად.

скачать dle 11.3