კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ვინ ჩაიწერა წმიდა ნინოს ცხოვრება და როგორ განკურნა მან მცხეთელი ჩვილი და დედოფალი ნანა

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  ქართლის გაქრისტიანების შესახებ ცნობები გადმოცემული აქვთ უცხოელ ავტორებსაც. 367–373 და 379–395 წლებში კესარიის (ზღვისპირა კესარიის, პალესტინის კესარიის) ეპისკოპოსი იყო გელასი კესარიელი – ცნობილი მოღვაწე და საეკლესიო მწერალი, წმიდა კირილე იერუსალიმელის დისშვილი, ნიკეის კრების გადაწყვეტილების ერთგული მიმდევარი.
  გელასი კესარიელს დაუწერია ევსები კესარიელის „საეკლესიო ისტორიის“ გაგრძელება. მას ჰქონია მოთხრობილი ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორი ნინოსა და ქართლის გაქრისტიანების შესახებ.
  ისტორიკოსი ნიკოლოზ ჯანაშია წერდა: „უძველესი წყარო, რომელშიც მოხსენებული ყოფილა ქართველთა მოქცევის ამბავი, არის მეოთხე საუკუნის ბერძენი ისტორიკოსის (გარდაიცვალა 395 წელს) გელასი კესარიელის „საეკლესიო ისტორია“. სამწუხაროდ, ეს თხზულება დღესდღეობით დაკარგულად ითვლება და ჩვენთვის ცნობილი არ არის. მაგრამ მერმინდელ ავტორებს შემოუნახავთ თავიანთ შრომებში მისი ცნობები. მათ შორის უძველესია რომაელი საეკლესიო ისტორიკოსი რუფინუსი. რუფინუსი გელასი კესარიელის უმცროსი თანამედროვე იყო (გარდაიცვალა 410 წელს). მას უთარგმნია და თავის თხზულებაში შეუტანია გელასი კესარიელის ცნობა ქართველთა მოქცევის შესახებ... რუფინუსზე დაყრდნობით მოთხრობილი აქვს იბერთა გაქრისტიანების ამბავი მეხუთე საუკუნის ბერძენ ისტორიკოსს, სოკრატეს (დაიბადა 380 წელს)… „...იბერთა გაქრისტიანების ამბავი გადმოცემული აქვს მეხუთე საუკუნის მეორე ბერძენ ისტორიკოსს – თეოდორიტე კვირელს (დაიბადა 390 წელს)... სოზომენს, რომელსაც თავისი წიგნი დაუწერია 444 წლის მახლობლად და უშუალოდ რუფინუსით უსარგებლია. მეხუთე საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი გელასი კვიზიკელიც გელასი კესარიელით სარგებლობდა“.
ისტორიკოს მარიამ ჩხარტიშვილის აზრით, რომელმაც გამოიკვლია „მოქცევაè ქართლისაè“, სადაც შეტანილია „წმიდა ნინოს ცხოვრება“ (ვრცელი რედაქცია), ქართლის გაქრისტიანების ამბები გელასი კესარიელისთვის უამბია სალომე უჯარმელის შვილიშვილს, უფლისწულ ბაკურს.
  სალომე უჯარმელი იყო სომხეთის პირველი ქრისტიანი მეფის, თრდატ მესამის ასული, რომელიც ცოლად ჰყავდა ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის, მირიან მესამის ვაჟს, რევს. რევ უფლისწული და მისი მეუღლე, სალომე, უჯარმაში ცხოვრობდნენ. რევი განაგებდა კახეთსა და კუხეთს. სიცოცხლის ბოლო პერიოდი, დასნეულებულმა წმიდა ნინომ რევთან და სალომესთან გაატარა, კუხეთში, ბოდში (ბოდბეში). იქვე იყო ქართლის დიდებული პეროჟავრა სივნიელი და სხვები. ბოდბეში წმიდა ნინომ მათ უამბო თავისი ცხოვრების შესახებ. სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაიწერეს ქართველთა განმანათლებლის ნაამბობი. შეიკრიბა სხვა ცნობებიც, ებრაელი სიდონიასა და მისი მამის – აბიათარის, ბერძენი მღვდლის – იაკობის, მეფე მირიანის ნაამბობნი და ასე შედგენილა „წმიდა ნინოს ცხოვრება“.
  სომხური წყაროებით ვიცით, იმ დროს, მათ ჯერ კიდევ დამწერლობა არ ჰქონდათ. წმიდა ნინოს თხრობას იწერდნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი. ალბათ, ამბავი ჩაიწერებოდა ქართულ ენაზე. რამდენიმე ათწლეულში, სავარაუდოდ, სომხურ ანბანს საფუძვლად დაედო ეთიოპიური და ქართული დამწერლობა.
  საინტერესოა უცხოურ წყაროებში არსებული ცნობები წმიდა ნინოს მოღვაწეობის შესახებ, რომელიც ქართლში არსებულ ვითარებას გვიამბობს. მაგალითად, როგორ იქცეოდნენ დედები, თუ ბავშვი ავად გაუხდებოდათ და სხვა. გავიხსენოთ გელასი კვიზიკელის ვერსიიდან, როგორ განკურნა წმიდა ნინომ მცხეთელი ჩვილი და დედოფალი ნანა:
  „იმავე ხანებში (კონსტანტინე დიდის ავგუსტობის დროს) ღმერთის ცნება მიიღეს პონტოს გასწვრივ მდებარე მიწაწყალზე მცხოვრებმა იბერებმა და ლაზებმა, რომელთაც მანამდე ის არა სწამდათ. ამ უდიდესი სიკეთის მიზეზი გახდა ერთი დედაკაცი, რომელიც მათთან იყო ტყვედ; მან სათნო ცხოვრებას მიაღწია და თავისი კრძალულობითა და სხვა კეთილი საქმეებით აღტაცებაში მოჰყავდა ყველა ისინი. როდესაც მას ეკითხებოდნენ მისი ასეთი განდეგილობის მიზეზის შესახებ, ის წმიდა დედაკაცი მარტივად უპასუხებდა ხოლმე, ქრისტეს მიზეზისათვის, ძისა ღმრთისაო. მიუხედავათ ამისა, ამით მან ვერავინ დაარწმუნა კეთილსათნოებაში; მათ მხოლოდ აკვირვებდა ეს ქალი; ისინი ხედავდნენ მის უცნაურ ცხოვრებას და რას არ ფიქრობდნენ.
იბერებში ჩვეულება იყო, რომ თუ ვინმეს ბავშვი გაუხდეობოდა ავად, დედა სათითაოდ ყველა სახლთან ჩამოატარებდა და დახმარებას ითხოვდა, თუ ვინმემ იცოდა რაიმე გამოცდილი საშუალება ავადმყოფობის მოსარჩენად. ასე მიადგა სახლების ჩამოვლისას ამ ტყვე ქალს და დახმარება სთხოვა. ხოლო ამან მიმართა ქალს, რომელიც კარში იდგა ბავშვით ხელში და უთხრა: „მე ვერ შევძლებ, ვუშველო ბავშვს; ქრისტეს კი, რომელზედაც ხშირად მილაპარაკია თქვენთან, ვიცი, შეუძლია, მკვდრებიც აღადგინოს და მიტოვებულთ განკურნება არგუნოს“.
  ხოლო ბავშვის დედა ემუდარებოდა ტყვე ქალს. მაშინ ამან აღძრულმა სიბრალულით მთხოვნელის მიმართ, თავს გარესამოსში გაახვია ბავშვი, შეავედრა ღმერთს და განკურნებული გადასცა იგი დედას.
 (ვინ იცის, წმიდა ნინოს მიერ განკურნებული ბავშვი, რამდენი ქართველის წინაპარია – გ. მ.)
  ეს ამბავი მოედო ყველას და დედოფლის ყურამდეც მიაღწია. დედოფალი მაშინ ლოგინად იწვა მძიმე სენით დაავადებული. კარგა ხანია, რაც ის ავად გამხდარიყო, და უკურნებელი ჩანდა მძიმე სენი, ის რომ შეეპყრო. და აი, მან გაგზავნა ტყვე ქალთან თავისიანები და სთხოვა მას, ეახლოს. ის კი შიშისა და მოკრძალების გამო უარს ამბობდა დედოფალთან მისვლაზე. რადგან იცოდა, რომ ადამიანური (ესე იგი, მიწიერი) დიდებისაგან საცთური შემოიპარებოდა ხოლმე. ამიტომ დედოფალმა, როგორც კი გაიგო, რომ ტყვე ქალს არასგზით არ უნდოდა მოსვლა, ბრძანა, საწოლით წაეყვანათ იგი მასთან. ნეტარმა ტყვე-ქალმა უსიამოვნოდ შეხედა დედოფლის ასეთ დამცირებას და იმნაირადვე, როგორც წინათ, გაახვია დედოფალი თავის გარესამოსში, მუხლმოდრეკით შეევედრა ღმერთს, ლოცვით მიმართა ქრისტეს და განკურნებული გაისტუმრა შინისკენ გახარებული დედოფალი, რომელიც საკუთარი ფეხით მიდიოდა – ამით ამცნობდა ყველა ადგილობრივ მცხოვრებს ახალსა და უცხო საკვირველებას და მადლობას უძღვნიდა ქრისტეს, როგორც ეს იმ ტყვე-ქალისგან ისწავლა, და მიმავალი ცხადად ჰღაღადებდა: დიდება შენდა ქრისტე, უფალო ტყვე-ქალისაო, – ამბობდა ის, – მადლობა შენდა და ყოველივე პატივი შენდა, მაცხოვარო ჩვენო, რომელიც ღირსი ვიქმენით შენდამი რწმენით განმსჭვალვისა“.
თავის მეუღლესაც უამბო ყველაფერი დედოფალმა და დაარწმუნა ღირსეულად დაესაჩუქრებინა ტყვე-ქალი“...
ახალი ერა იწყებოდა საქართველოში...

скачать dle 11.3