№51 ცერა თითის სიმართლე
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თუ გინდათ, თქვენ შესახებ რაღაც ახალი შეიტყოთ, დააკვირდით თქვენს ცერა თითს, შეიძლება, ერთი შეხედვით განსაკუთრებული ვერაფერი შეამჩნიოთ, მაგრამ ქირომანტებისთვის ეს მთელი „ენციკოლოპედიაა“.
შეგიძლიათ, ამ მეთოდით სხვა ადამიანის ხასიათიც ამოიცნოთ.
რისი თქმა შეუძლია, ადამიანზე მისი ხელის ცერა თითს? საკმაოდ ბევრი რამის: გაწვდით ინფორმაციას მის ნებისყოფაზე, ხასიათის ძირითად შტრიხებზე, პიროვნების თავისებურებებზე. დააკვირდით თქვენს ცერა თითს და შეამოწმეთ, ქვემოთ მოცემული სამი ვარიანტიდან რომელი შეგესაბამებათ. მერე კი ნახეთ, შედეგი.
ვარიანტი A
ეს არის შემთხვევა, როცა თითის მეორე ფალანგი პირველზე გრძელია. ფალანგების ამგვარი განლაგება მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი იმსახურებს ნდობას. ასეთი ცერა თითების მფლობელები ძალიან დაკვირვებულნი არიან და ყველაფერს ობიექტურად აფასებენ. გონიერები არიან და არ აგებენ წარმოსახვით ციხესიმაგრეებს. არ უყვართ სხვისი მხრიდან ზეწოლა, საქმეს აუჩქარებლად აკეთებენ და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ სულიერ კომფორტს.
ვარიანტი B
თუ პირველი და მეორე ფალანგები თითქმის ერთი ზომისაა. ამ ადამიანებს ურჩევნიათ, წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით იმოქმედონ – მხოლოდ ასე გრძნობენ თავს კომფორტულად.
ნაკლებად გამოხატავენ ემოციებსა და გრძნობებს. არ აძლევენ უფლებას საკუთარ თავს, მხოლოდ ერთი დღით იცხოვრონ. აქვთ მოქნილი გონება. ეს ადამიანები მეტისმეტად ცნობისმოყვარენი და შესანიშნავი თანამოსაუბრეები არიან.
ვარიანტი C
ამჩნევთ, რომ თქვენი პირველი ფალანგი მეორეზე გრძელია? თქვენ გამოუსწორებელი რომატიკოსი ხართ. ძალიან ადვილად გიყვარდებათ. თქვენთან არავინ იწყენს. საყვარელი ადამიანისთვის ყველაფრისთვის მზად ხართ.