კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ვნანობ, შვილიანი რომ გავთხოვდი, მაგრამ მეორე ოჯახის დანგრევა არ მინდა


  ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და არავის გაჰკვირვებია, როცა ოჯახი დამენგრა. თავიდანვე, განწირული იყო ჩემი თანაცხოვრება პირველ ქმართან. გაუაზრებლად, მხოლოდ იმის გამო გავთხოვდი, რომ ყველა ჩემი დაქალი დაოჯახდა, ქორწილი გადაიხადეს, ბედნიერად ცხოვრობდნენ საყვარელი მამაკაცის გვერდით და მეც მინდოდა, მათ მსგავსად, მყოლოდა გვერდით ადამიანი, ვინც მეყვარებოდა და მის გვერდით თავს კარგად ვიგრძნობდი. სწორედ, ჩემი დაქალის ქორწილში გავიცანი ლაშა. მალევე დავიწყეთ შეხვედრები და ოჯახიც ოთხ თვეში შევქმენით. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ბავშვი რომ გაჩნდა, მერე აირია. აღარ მეცალა, მასთან ერთად მევლო კაფეებში, ბარებში, რესტორნებში. არადა, მას ასეთი ცხოვრება მოსწონდა. ბავშვს დედამთილი ვერ იტოვებდა, მეც, რომ იტყვიან, „გიჟი“ დედა გამოვდექი და ერთი წამით არ ვტოვებდი მარტო. ისე ამერია ქმართან ურთიერთობა, მივხვდი, ერთმანეთისთვის არ ვიყავით გაჩენილი და გადავწყვიტე, ოჯახი დამენგრია. მატერიალურად უზრუნველყოფილი მშობლები მყავს და ვიცოდი, არაფერს გაგვიჭირვებდნენ არც მე და არც ჩემს შვილს. მოკლედ, სამი წელი ვიყავი გათხოვილი და ლაშას მადლობელი ვარ, რომ გაშორების მერე მისგან პრობლემა არ შემქმნია – ბავშვსაც ნახულობდა, მიჰყავდა კიდეც. ყიდულობდა, რაც შეეძლო და ჩვენი ურთიერთობაც, მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღარ ვცხოვრობდით, დამშვიდდა. ორი წლის მერე ახალი მეზობელი გადმოვიდა, დამიახლოვდა, ჩემთან სტუმრადაც ხშირად დადიოდა. სულ აღნიშნავდა, ასეთ კარგ, მეოჯახე გოგოს როგორ არ გაგიმართლა, მე უნდა დავტრიალდე და მოგიძებნო კარგი ბიჭიო. ამას სერიოზულად არ აღვიქვამდი, მაგრამ ერთ დღეს მართალაც ისეთი ბიჭი გამაცნო, პირველივე ნახვისას  ისე მომეწონა, რომ დავიბენი და ხმა ვერ ამოვიღე. სულ ვფიქრობდი, ბავშვიანი არ გავთხოვდები, გავზრდი, გვერდით მეყოლება და სულ არ მჭირდება მამაკაცი-მეთქი. მაგრამ ნიკუშა რომ გავიცანი, აზროვნება შემეცვალა, ძალიან მომინდა მის გვერდით ყოფნა და ისევ თბილი ოჯახური თანაცხოვრება. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, თავად ნიკუშამ ისე იაქტიურა, ისე შემაყვარა თავი და ისეთი იმედები მომცა, მეორედ გათხოვება გადავწყვიტე. მოვიდა ჩემს მშობლებთან და ოფიციალურად ითხოვა ჩემი ხელი. მშობლებმა შემომთავაზეს: თუ გინდა, ბავშვი ჩვენთნ დატოვე, ჩვენ გაგიზრდით და შენ გადადი ქმართან საცხოვრებლადო. რა თქმა უნდა, მე წინააღმდეგი წავედი. თან, ნიკუშა ისე თბილად ექცეოდა ბავშვს, ვიფიქრე, ამ მხრივ, პრობლემა არ იქნება-მეთქი. აი, საერთო შვილი რომ გაგვიჩნდა, მერე შეიცვალა – ჩემს შვილს ყოველთვის მკაცრად ელაპარაკებოდა, ყველაფერს უშლიდა, ძალიან აგრესიული გახდა მის მიმართ. არადა, მეგონა, საერთო შვილი რომ გვეყოლებოდა, ჩემსას უფრო მეტად შეიყვარებდა. უკვე სამი წელი გავიდა და შავ დღეში ვარ, ძალიან მიჭირს ამის ატანა. ხშირად მიწევს ჩემი შვილის დაცვა. სულ ეჩხუბება, შენიშვნებს აძლევს, მკაცრად უდგება და ბავშვიც დაითრგუნა, ხვდება, რომ ზედმეტია და სულ განმარტოებით ზის. გული მიკვდება, არ შემიძლია, მას ასეთს ვუყურო. ამის გამო რამდენიმეჯერ ვიჩხუბეთ კიდეც მე და ნიკუშამ. მითხრა: გეჩვენება. უბრალოდ, მისი მამა რომ არ ვარ და შენიშვნას ვაძლევ, სხვანაირად იგებ და გგონია, მისი მტერი ვარ. რომ არ მდომოდა, შვილიანს ხომ არ მოგიყვანდი ცოლადო. ნამდვილად არ მეჩვენება. თავის შვილს რომ ეფერება და კოცნის, ჩემი შვილი შორიდან უყურებს და თვალები ცრემლებით ევსება. სულ მამას ითხოვს. მამამისი კი, რომ გავთხოვდი, ჩემზე გაბრაზებულია და ბავშვს იშვიათად კითხულობს. ახლა ვხვდები, ძალიან შევცდი, შვილიანი რომ გავთხოვდი. ჯობდა, ჩემს ყოფილ ქმართან შემენარჩუნებინა კარგი ურთიერთობა, ბავშვი გამეზარდა და მეცხოვრა მშვიდად, მშობლების გვერდით. მაგრამ აღარ მინდა, მეორე ოჯახიც დავანგრიო, სხვადასხვა კაცისგან გაჩენილ შვილებს ფსიქოლოგიური ტრავმა მივაყენო და ვითმენ. ხალხიც ჭრელია და ვიცი, ორჯერ განათხოვარს სხვა თვალით დამიწყებენ ყურებას. მე მოვითმენ, ავიტან, მაგრამ ისევ შვილებზე ვფიქრობ.
ლიზი, 31 წლის.
скачать dle 11.3