კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 უტოლებდა თუ არა ლავრენტი ბერია საკუთარ თავს დავით აღმაშენებელს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერიას ნაციონალისტობის თემა დღემდე აქტუალურია ისტორიოგრაფიასა და პუბლიცისტიკაში. ერთნი მას უპრინციპო კარიერისტს უწოდებენ, მეორენი კი – კარგად შენიღბულ ქართველ ნაციონალისტს და ორივე მხარეს თავიანთი მოსაზრების დასამტკიცებლად საკუთარი არგუმენტები მოჰყავთ... პუბლიცისტი ანტონ პავლოვი წერს: „ეპითეტი, „უპრინციპო კარიერისტი“, ბერიას მიმართ ყოვლად უსამართლოა და ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. პირიქით – სტალინის ყოვლად უპრინციპო კარიერისტ ქვეშევრდომებს შორის ბერია ერთადერთი გამონაკლისი იყო, ვისაც მყარი პრინციპები ჰქონდა. მტკიცედ იცავდა მათ და მზად იყო, თვით სტალინთანაც კი ედავა თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. ხოლო, რაც შეეხება ბერიას ნაციონალისტობას, ეს სადავო საკითხია. სკურპულოზურ შესწავლასა და ანალიზს მოითხოვს და დასკვნის გაკეთება მხოლოდ ამის შედეგადაა შესაძლებელი და მართებული. ბერიას ერთ-ერთი ანტიპიარისტი კორნეი ვისბერგი წერდა: „ლავრენტი ბერიამ საკუთარი თავი ქართველთა სახელოვან მეფეს, დავით აღმაშენებელს გაუტოლა და სტალინის სიცოცხლეშივე ემზადებოდა ამ ბოდვის შესასრულებლად. სტალინის გარდაცვალების მერე კი აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა და საქართველოს ტერიტორიის გაფართოება უნდოდა დერბენტიდან ტუაფსემდე (ნიკოფსიიდან დარუბანდამდე). თუმცა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ბერიას ყველა ხრიკი აღიკვეთა. ის დააპატიმრეს, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს... სამართლიანადაც“. კორნეი მოისეევიჩ ვისბერგი მავნებელ და სისხლისმსმელ მოისეი ვისბერგის ვაჟია. მოისეი ვისბერგი 1939 წელს პირადად ბერიამ ამხილა „ენკავედეში“ დიდი თანხების მითვისებაში და სასამართლომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, თუმცა ბერიასვე რეკომენდაციით, მას ეს სასჯელი 25-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.  1942 წელს კი დანაშაულის გამოსყიდვის შანსი მისცეს და ფრონტზე გაგზავნეს. ვისბერგმა თავისი უფროსი მოკლა. მისი საბუთები წაიღო და ფაშისტების მხარეზე გადავიდა. იქ კი ანტისაბჭოთა პროპაგანდას ეწეოდა. ის არც თავის ცოლ-შვილს გაუფრთხილდა, რომლებიც მოსკოვში ცხოვრობდნენ და როგორც მოღალატის ოჯახის წევრები, დიდი დარტყმის ქვეშ იმყოფებოდნენ. ბერიამ ვისბერგის გამო სტალინის საყვედურიც კი მიიღო. თუმცა ამ ფაქტს არ გაუბოროტებია და მოღალატის ცოლ-შვილისთვის ხელი არავის უხლია. თავად ფაშისტი პროპაგანდისტი მოისეი ვისბერგი კი, ბერიას ბრძანებით, საბჭოთა დაზვერვამ ოკუპირებული ლვოვიდან გაიტაცა. ის მოსკოვში ჩაიყვანეს, ხელმეორედ გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი კი იმავე დღეს აღასრულეს. ყველაფერი აბსოლუტურად სამართლიანად მოხდა და კორნეი მოისეევიჩი, უბრალოდ, მოღალატე მამის გამოა გამწარებული. რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულად იქცევა და მისი არცერთი სიტყვა არაა დასაჯერებელი.
  რაც შეეხება დავით აღმაშენებლისთვის თავის გატოლებას, ესეც საკითხის არასწორი, ცინიკური ინტერპრეტაციაა. ბერია უგანათლებულესი და რატომაც არა, პატრიოტი ქართველი იყო (თუმცა, თავისი პატრიოტიზმით საბჭოეთისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია), მშვენივრად იცნობდა ისტორიას და კარგად იცოდა, რომ ტუაფსედან დერბენტამდე ტერიტორია ძირძველი ქართული მიწა იყო. ამიტომ, სულაც არ მიკვირს, რომ მას ისტორიული სამართლიანობის აღდგენა სურდა და საამისოდ თავის სამსახურეობრივ მდგომარეობასა და უდიდეს გავლენას იყენებდა... თუკი შესაძლებელი იყო, რომ სრულიად უსამართლოდ ხრუშჩოვს უკრაინისთვის ყირიმი გადაეცა, მაშინ რატომ არ უნდა დაბრუნებოდათ ქართველებს თავისი მიწები?.. ბერიამაც მოქმედება დაიწყო და 1953 წლის 12 მაისს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოში შევიდა დადგენილება, რომ დაწყებულიყო დერბენტის რაიონისა და ტუაფსიდან ლესელიძემდე ტერიტორიების საქართველოს რესპუბლიკისთვის გადაცემის პროცესი... მართალია, იმ დადგენილებაში არ ეწერა, რომ უნდა აღსრულებულიყო ისტორიული სამართლიანობა და კუთვნილი მიწა თავის პატრონს დაბრუნებოდა, ეს ყოველივე „ეკონომიკური ეფექტიანობით“ იყო შეფუთული, მაგრამ არავინ აპირებდა იქ მცხოვრები მოსახლეობის არამცთუ გადასახლებას, არამედ ოდნავ შევიწროებასაც კი. თანაც, ნიშანდობლივია ის, რომ ეს დადგენილება მანამდე პოლიტბიუროზე განიხილეს და ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
  მოგვიანებით, ნიკიტა ხრუშჩოვი მისთვის დამახასიათებელი ექსპანსიურობითა და პოპულიზმით, დაღესტანში ყოფნისას ყვებოდა, თუ როგორ გამოსტაცა ბერიასა და სტალინს (სტალინი აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ, ბერიას მიაყოლა) ლეკების ტერიტორია და ამ ამაყ ხალხს, რომელსაც თურმე,  „ბერიასგან გაციმბირება“ ემუქრებოდა, მშობლიური კერა შეუნარჩუნა...
  უდავო ფაქტია, რომ ლავრენტი ბერიას ეს ნაბიჯი აბსოლუტურად ჯდებოდა ისტორიული სამართლიანობის ჩარჩოებში. ალბათ, საბჭოთა პერიოდში ეს ზრახვა ავანტიურის გარკვეულ დოზასაც შეიცავდა და ძალიან სარისკოც კი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბერიამ ეს ნაბიჯი გადადგა და ვფიქრობ, ყოვლად უმტკივნეულოდაც მიიყვანდა ბოლომდე, რომ არა ის ვერაგული შეთქმულება ბერიას წინააღმდეგ, რომელიც მისმა  უვიცმა და უპრინციპო კარიერისტმა კოლეგებმა განახორციელეს – ბერია მოკლეს და ბევრი ასეთი საქმე განუხორციელებელი დარჩა.. სხვათა  შორის, ბერიას მკვლელობის შემდეგ მის საიდუმლო სეიფში აღმოჩნდა თითქმის სრული სია იმ მიტაცებული ტერიტორიებისა, რომლებიც დროთა განმავლობაში მათ კანონიერ მფლობელებს უნდა დაბრუნებოდა. ამ სიაში მთელი ევროპა იყო წარმოდგენილი, აგრეთვე, კურილიის კუნძულები და თეთრზე შავად ეწერა, რომ იაპონიასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო. ეს სია გაქრა. ბერია გაანადგურეს და მართალია, ევროპის გეოპოლიტიკა, ასე თუ ისე, დალაგდა, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა ბოლომდე არაა აღდგენილი.“

скачать dle 11.3