კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: არის თუ არა უფლის ნება, როდესაც კონკრეტულ ადამიანს ამა თუ იმ თანამდებობაზე ირჩევენ?
პასუხი: საერთოდ, ყველაფერი უფლის ნებით ან დაშვებით ხდება, რადგან ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. რაც შეეხება თანამდებობაზე დანიშვნას, თუ ადამიანი თავად არ ილტვის ამა თუ იმ თანამდებობისთვის და ამისთვის სხვადასხვა ღონეს არ ხმარობს, ესე იგი, ის უფლის ნებით ხდება დანიშნული და მას უფალი შეეწევა. თანამდებობაზე არჩევა, უპირველესად, უდიდესი პასუხისმგებლობაა და ეს ყველამ უნდა გაითავისოს.
კითხვა: როგორ წარმოვიდგინოთ ღმერთის არსებობა ზეცაში, საკუთარ თავში თუ კიდევ სხვაგან?
პასუხი: უფალი ყველგან არის და შესაბამისად, კონკრეტულმა ადამიანმა ის ასე უნდა წარმოიდგინოს – ყველგან და მათ შორის საკუთარ თავშიც. ის ყველაფერს ხედავს, თუნდაც დაფარულს. ასეთი რწმენით უნდა გამოხატოს ადამიანმა კრძალვა და რიდი უხილავი ღმერთის მიმართ, ყოველგვარი წარმოსახვის გარეშე.
კითხვა: ადამიანის რომელი საქციელი ახარებს უფალს განსაკუთრებულად?
პასუხი: წმიდა მამათა გადმოცემით, უფალს ახარებს: ადამიანების მოყვასისადმი ალერსიანი მიპყრობა, განრისხებულის დამშვიდება, უკეთური საგნებისგან თვალის არიდება, ბილწი აზრების უკუგდება, საკუთარი თავის ლოცვისადმი ძალდატანება.
კითხვა: ვის არ შეიძლება, რომ ბავშვი მოვანათვლინოთ?
პასუხი: მართლმადიდებლური წესით, ნათლობის ნება არ აქვთ მოსანათლის მშობლებს, მოუნათლავებს, ცოლ-ქმარს (ერთი და იმავე ბავშვის), არამართლმადიდებლებს და ასევე, ბავშვებს 12 წლის ასაკამდე.
კითხვა: როდესაც ოჯახში უთანხმოება დაისადგურებს, არ არის ერთმანეთის გაგება და პატიება, როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახის წევრები ჰარმონიის დასამყარებლად?
პასუხი: როდესაც ოჯახი სიყვარულით არ იქმნება და მისი შექმნის მიზანი არ არის მარადიულ ცხოვრებაზე ფიქრი, როგორც წესი, ასეთი ოჯახი ვერ მიიღებს სიმშვიდესა და ჰარმონიას. ოჯახში რომ სიმშვიდე სუფევდეს, მისი წევრები უნდა ცხოვრობდნენ ეკლესიურად, ღვთის შიშითა და კრძალვით, მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა საღმრთო საიდუმლოებებში, თქვან აღსარება, მოინანიონ ცოდვები და ამგვარად, საკუთარ თავში ჩაღრმავებით იპოვიან მიზეზს, თუ რატომ ვერ ცხოვრობენ ჰარმონიაში.
კითხვა: ჩვენმა წინაპარმა ანდერძი დაგვიტოვა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მშობლები ცდილობენ, კორექტივები შეიტანონ მასში. ცოდვად ითვლება თუ არა ეს საქციელი?
პასუხი: თუ გარდაცვლილი ადამიანი ახლობლებს უტოვებს ანდერძს, ის უნდა აღსრულდეს შეუცვლელად, თუ, რა თქმა უნდა, ეს დანაბარები არ ეწინააღმდეგება სახარებას, კანონს და არ წარმოადგენს კონკრეტული ადამიანის ახირებას. სხვა შემთხვევაში, პირადი მიზეზების გამო ანდერძის შეცვლა, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.
скачать dle 11.3