კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ვინ ჩაისვარა პარლამენტში, ანუ ფეკალიების ტერაქტი დეპუტატებისთვის?!

ნინო კანდელაკი ეკა სეხნიაშვილი

  ფულს სუნი არა აქვს, სამაგიეროდ, პარლამენტარებისთვის უსიამოვნო სუნი გაურკვეველი ფეკალიების მოხვედრამ გამოიწვია საკანონმდებლო ორგანოში.
  მოძრაობა „სირცხვილიამ“ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ მალევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ისინი იღებდნენ“. მოგვიანებით, მათ სოციალურ ქსელში ხსნარის – ACD-ის ფოტოც გამოაქვეყნეს, რომელიც მათი ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში გამოიყენეს. საზოგადოების ნაწილი „სირცხვილიას“ აღნიშნულ პოსტებს სერიოზულად იღებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ორგანიზაციის წევრები ხუმრობენ.
  ხუმრობა იქით და პარლამენტში ექიმ ლადო კახაძეს პროფესია დაუფასდა.. აი, თურმე, რატომაა საჭირო მეტი ექიმი პარლამენტში, ფეკალიების სურნელით გაბრუებულ კანონმდებლებს ხან რომელ კაბინეტში ასულიერებდნენ და ხან – რომელში. ენძელა მაჭავარიანმა სასწრაფოდ პირზე აირწინაღი მოირგო, ცხვირზე ხელმოჭერილი ირმა ნადირაშვილი სხდომათა დარბაში წინ და უკან დადიოდა. უმრავლესობა ცუდი სუნის დაყენებას და ლამის ქიმიურ  ტერორისტულ  აქტს ოპოზიციას აბრალებს, ოპოზიცია თავის მართლების  რეჟიმშია.  ქართულ პოლიტიკაში კი ორივემ ცუდი სურნელით ჩაისვარა და  ყარს!!!
  P.S.  ყველა ჩაქაქულ მოვლენასაც კი აქვს საინტერესო მხარე. აი, მაგალითად, ამ ფაქტმა  ახალი ტერმინი დაამკვიდრა: ჩემმა მეზობელმა დღეს საღამოს განსაკუთრებულად დეპუტატურ-მენტორული ტონით იკითხა: რა ხდება, ვინ დააყენა პარლამენტის სუნი სადარბაზოში?!
скачать dle 11.3