კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 აღწევს თუ არა თბილისში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო ზღვარს და რომელ სართულზე ცხოვრება არის შედარებით უსაფრთხო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ყოველწლიურად მსოფლიოში შვიდი მილიონი ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებით. 17 მილიონი ბავშვი ტოქსიკურად დაბინძურებულ ჰაერს მოიხმარს და ეს არა მარტო ფილტვებზე, არამედ მათ გონებრივ განვითარებაზეც უარყოფითად მოქმედებს.
  ნოე მეგრელიშვილი (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი): ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი გამომწვევები თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში გვაქვს. ყველა ამ ქალაქში თანამედროვე, იაპონური ან ევროპული სადგურებია, რომლებიც 24 საათის განმავლობაში გვაწვდიან ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, სააგენტო ყოველკვარტალურად ატარებს ინდიკატორულ გაზომვებს.
– თბილისი საერთაშორისო მასშტაბით არც თუ ისე იშვიათად ექცევა ყურადღების ცენტრში ნეგატიურ კონტექსტში. ცოტა ხნის წინ ჰაერის დაბინძურების დონე სამასი პროცენტით აჭარბებდა ნორმას და ევროპის ქალაქებს შორის მესამე ადგილიც დავიკავეთ. ეს ადამიანის სიცოცხლისათვის საგანგაშო მაჩვენებლებია. ამ მომენტისთვის როგორი რეალობა გვაქვს?
 – დღეის მდგომარეობით, მნიშვნელოვნად იკლო მყარი ნაწილაკების კონცენტრირების დონემ. უნდა განვსაზღვროთ რომელ დამბიძურებელზე გვაქვს საუბარი. უმთავრესი დამბინძურებლები, რომლებიც ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, სულ თორმეტია და მათგან საქართველოში ორია პრობლემური. მყარი ნაწილაკები PM10 და PM2.5 და აზოტის ორჟანგი. მყარი ნაწილაკები, ზომის მიხედვით, ორი ტიპისაა: PM10 და PM2.5. დადასტურებულია, რომ რაც უფრო მცირე ზომისაა მყარი ნაწილაკი, მით უფრო სახიფათოა ის ადამიანისთვის. უფრო ღრმად აღწევს ფილტვებშიც და სისხლშიც. საერთაშორისო მონაცემებიც, ძირითადად, PM2.5-ის შესახებ გვაქვს და ეს საქართველოს მსხვილი ქალაქებისთვის ნამდვილად პრობლემურია. ამის გამომწვევი მიზეზია, ერთი მხრივ, ავტომობილის გამონაბოლქვი, მეორე მხრივ – სამშენებლო სექტორიდან გაფრქვეული მყარი ნაწილაკები, ასევე, ბუნებრივი მტვერი, ანუ დაუფარავი მიწის გრუნტი. როცა ის გაზონით ან სხვა საშუალებით არაა დაფარული და ძალიან მარტივად მტვერდება. ასევე, მყარი ნაწილაკების ძალიან სერიოზული წყაროა ტრანსსასაზღვრო დაბინძურება, ანუ, ეგრეთ წოდებული, „აფრიკული მტვრის“ შემოჭრა. ამას განაპირობებს საჰარის უდაბნოდან, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოებიდან წამოსული მტვერი, რომელიც ძალიან დიდ მანძილზე გადაადგილდება. როცა ვამბობთ, რომ საგანგაშო მაჩვენებლებია და ზოგ შემთხვევაში, მართლა ძალიან მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება, უმთავრესად ეს უკავშირება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას. ანუ დიდი რაოდენობით უდაბნოს მტვრის მასების შემოჭრას. ამას ვერ შევებრძოლებით, სანამ კაცობრიობა ამ უდაბნოებს არ გაამწვანებს. ამიტომ, უნდა შევებრძოლოთ ადგილობრივ წყაროებს.
– შეგვიძლია, ცალკეული გამომწვევების პროცენტულ წილზე ვისაუბროთ? ერთ-ერთ მთავარ გამომწვევად ტრანსსასაზღვრო დაბინძურება დაასახელეთ. თუმცა, ვხედავთ, რომ თბილისი „ბეტონის ქალაქად“ გადაიქცა და სამწუხაროდ, არც მწვანე საფარი დაგვრჩა დიდი დოზით.
– საქართველოს მყარი ნაწილაკებით PM2.5-ით დაბინძურების სამოცი პროცენტი ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შედეგია. რაც შეეხება ადგილობრივ წყაროებს, ქალაქებზე თუ ვისაუბრებთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა სამშენებლო სექტორი, ტრანსპორტი. განსაკუთრებით დიზელზე მომუშავე ავტომობილები აფრქვევენ PM2.5 ზომის მყარ ნაწილაკებს. ასევე, გამწვანების ნაკლებობა, ანუ ღია გრუნტი, რომლის პრობლემაც ნამდვილად გვაქვს ქალაქში. გარდა ამისა, თბილისი მთაგორიანია და წვიმის დროს ქანები ირეცხება. ჩამორეცხილი მიწა შრება და ხდება მისი ამტვერება ქუჩის განაპირას, რაც ასევე, ძალიან სერიოზული წყაროა ჰაერის დაბინძურებისთვის. უფრო მსხვილ ნაწილაკებზე PM10-თან მიმართებაში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ტრანსპორტის წილი აქ ნაკლებია. მისი წყარო, ძირითადად, სამშენებლო სექტორი და ბუნებირივი წყაროები, ანუ ღია გრუნტია. საფარისა და საბურავების ცვეთაც მონაწილეობს მის ფორმირებაში, მაგრამ ტრანსპორტის წილი მაინც ნაკლებია.
– როგორი სურათი გვაქვს თბილისში უბნების მიხედვით?
- მყარი ნაწილაკების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია წერეთლის გამზირზე. მასთან ძალიან ახლოს არის ელიავას ბაზრობა, სადაც ღია წესით, პრაქტიკულად, უკონტროლოდ ხდება, საშენი მასალების, როგორც მიღება და რეალიზაცია, ასევე დამუშავება: ქვის ხერხვა, ხის ხერხვა, რკინის დამუშავება. ეს ყველაფერი მყარი ნაწილაკების ძალიან სერიოზული წყაროა. ამიტომაცააა წერეთელზე ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი. ტრასპორტი ყაზბეგის გამზირზეც საკმაოდ დიდი დოზითაა, მაგრამ იქ მყარი ნაწილაკების მაჩვენებელი ასეთი მაღალი არაა. ზუსტად იმიტომ, რომ მყარი ნაწილაკების მთავარი წყარო, სამშენებლო სექტორია. რაც შეეხება საერთაშორისო მაჩვენებლებს, რომ თითქოს, თბილისი განსაკუთრებულად დაბინძურებულ ქალაქებს შორის არის. ასეთი საგანგაშო რეალობა ნამდვილად არ გვაქვს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 3 000 ქალაქიდან თბილისი 576-ე ადგილზეა PM2.5 ზომის მყარი ნაწილაკებით დაბინძურებით კუთხით. ეს არ არის განსაკუთრებულად საგანგაშო მდგომარეობა, თუმცა სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა.
– უბნები და სართულები – რომელ სართულზე ცხოვრებაა შედარებით უსაფრთხო?
– გადავიდეთ მეორე დამბიძურებელზე, რომლის მონაცემები გაცილებით მრავალფეროვანია უბნების მიხედვით. ეს არის აზოტის ორჟანგი, იგივე აზოტის დიოქსიდი. ეს არის წვის პროდუქტი და მისი უმთავრესი წყარო ქალაქსა და მით უმეტეს, დედაქალაქში არის ტრანსპორტი, საწვავის წვა. თუმცა თავის წვლილი შეაქვს გათბობასაც. ამ დამბინძურებლის მიხედვით, ყველაზე ცხელი წერტილები ის სატრანსპორტო კვანძებია, სადაც ავტომობილების ნაკადი ყველაზე დიდია და საცობებიც ხშირია. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი მაღალია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისნის მეტროსთან, რუსთაველზე, მელიქიშვილზე... თუმცა ეს არის გზისპირა მონაცემები. საბედნიეროდ, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია, გზიდან დაშორებისთან ერთად მკვეთრად მცირდება, რადგან ხდება მისი გაბნევა, განზავება. მთავარი გზიდან ერთი კვარტლის მოშორებით, გაცილებით სუფთაა ჰაერი. რაც შეეხება იმას, თუ რა სიმაღლეზე, ანუ, რომელ სართულზე ცხოვრებაა უკეთესი, ამის ცალსახად თქმა ძალიან რთულია. იმ ქალაქებში, სადაც ავტოტრანსპორტია დაბინძურების მთავარი წყარო, რადგან ეს ტრანსპორტი მიწის ზედაპირზე მოძრაობს, თუ ქალაქში ბევრი ესტაკადა არაა და ჩვენთან, საბედნიეროდ, არ არის, ძირითადი გაფრქვევა ხდება მიწის პირას და რაც უფრო დაბლაა სართული, მით მაღალია კონცენტრაცია. მაღალ სართულებზე გაცილებით დაბალი კონცენტრაციაა, თუმცა გააჩნია ქუჩის ტიპსაც. თუ ეს არის კანიონის ტიპის ქუჩა, ანუ განიავება შეფერხებულია და შენობები მიჯრითაა განლაგებული, განზავების ეფექტი იკლებს და სართულებს შორის სხვაობა ნაკლებია. მაგალითად, დაახლოებით ისეთი, როგორიც სპორტის სასახლის ტერიტორიაზე გვაქვს. თუმცა იქ გზებიც ვიწროა და ძალიან დიდი ნაკადები ვერ მოძრაობს, რაც არბილებს მდგომარეობას. მაგრამ თუ ქუჩა დატვირთულია და განიავებაც შეფერხებულია დაბლა სართულებზე მაღალი კონცენტრაცია გვექნება. გაგარინის მოედანზე მაღალი შენობების აშენებასთან ერთად კონკრეტულ უბნებს გაუუარესდათ განიავების ხარისხი. გმირთა მოედანზე, სადაც ესტაკადური მოძრაობა გვაქვს, იქ თერთმეტსართულიანი შენობის მეოთხე-მეხუთე სართულზე უფრო მაღალი იქნება კონცენტრაცია, ვიდრე უფრო დაბლა. თუ სამრეწველო ზონასთან ცხოვრობთ და დანადგარის მილი იმ სიმაღლეზეა, რომ მისი გამონაბოლქვი ზედა სართულებზე ვრცელდება, მაშინ პირიქით, ჯობს, დაბალ სართულზე ვცხოვრობდეთ. მთავარია, სართული იყოს დაშორებული დაბინძურების წყაროსთან. ზოგადად, თბილისის მაგალითი რომ ავიღოთ, მაღალ სართულზე ცხოვრება სჯობს.

скачать dle 11.3