№50 ეს საინტერესოა
* ყველაზე შემოსავლიანი დანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობაა. ამ მხრივ მეორე ადგილზე მოპარული ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობა დგას..
* კვიპაროსის სამშობლო მცირე აზია, ირანი, კვიპროსი და კრეტაა. ყველაზე ხშირად მათ სასაფლაოებზე რგავენ – როგორც გლოვისა და მწუხარების სიმბოლოს. თავდაპირველად კი მათ ასეთ ადგილებში რელიგიური მოსაზრებით რგავდნენ – მიაჩნდათ, რომ ეს მცენარე იყო ყველაზე მოკლე გზა ზეცაში ასასვლელად.
* როდესაც მაკედონელმა ეფესოს მცხოვრებთ ფული შესთავაზა არტემიდას ტაძრის აღსადგენად, მათ დელიკატურად უთხრეს უარი – „ღმერთები სხვა ღმერთებს ტაძრებს არ უგებენ“.
* წმიდა სოფიის ტაძრის მშენებლობისას იმპერატორს სურდა, კედლები ოქროთი დაეფარა, მაგრამ ბრძენთა საბჭომ უარი უთხრა: ხალხი ოქროს დახარბდება, გაძარცვავენ და დაანგრევენო.