№50 რას ამბობენ ქვები
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები საინტერესო ინფორმაციას შეიცავენ. თქვენ, ალბათ, მოგწონთ რომელიმე მათგანი. ჩვენ გთვაზობთ არჩევანს. სამი ნახევრად ძვირფასი ქვიდან აირჩიეთ ერთი და ნახეთ, როგორი ადამიანი ხართ.
1. მწვანე ქრიზოლითი;
2. ლურჯი კობალტი;
3. წითელი საფირონი.
გააკეთეთ არჩევანი? იცით, რომელი უფრო ახლოსაა თქვენს ხასიათთან? მაშინ წაიკითხეთ შედეგი:
1. თუ პირველი კრისტალი აირჩიეთ, მაშინ კომუნიკაციის პრობლემებზე უნდა იმუშაოთ. ამ კუთხით რაღაცას არასწორად აკეთებთ. სამყარო გაფრთხილებთ, თქვენ კი არაფრით გინდათ ამის გაგება. ხშირად ლაპარაკობთ გაბრაზებული ან არ ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ, მხოლოდ იმიტომ, რომ კონფლიქტი აირიდოთ თავიდან, ესე იგი, ან ზედმეტად უცერემონიო ხართ, ან ზედმეტად დიპლომატიური. სჯობს, ემოციური პრობლემები მოაგვაროთ.
2. სინამდვილეში, ეს კრისტალი ასეთი ფერის არ არის, ის ლურჯადაა შეღებილი და თქვენი ეს არჩევანი შესაძლოა იმაზეც მიუთითებდეს, რომ თავს ხშირად იტყუებთ. საკუთარ თავთანაც კი არ ხართ მართალი. უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი განსაკუთრებულები ვართ, უნიკალურები, მეორე ჩვენნაირი არ არსებობს. ჰოდა, მოიხსენით ნიღაბი, დროა აჩვენოთ სამყაროს რა მშვენიერი ხართ!
3. ამ კრისტალის არჩევა მიუთითებს რომ სიყვარულის, სითბოს, მზრუნველობის ნაკლებობას განიცდით. გული მიღებული მტკივნეული გამოცდილების გამო დახურეთ, იარები კი ჯერაც არ გაქვთ ბოლომდე მოშუშებული. საერთოდ აღარ ზრუნავთ საკუთარ თავზე, არადა, ცხოვრებაში ყოველგვარ სიკეთეს იმსახურებთ. ნუ ჩაიკეტებით, ნუ იტყვით უარს სიყვარულზე.
ასე რომ, თავს მიხედეთ, შეიყვარეთ ის და მერე მთელი სამყაროს შეყვარებასაც მოახერხებთ. ხშირად გადით ბუნების წიაღში, სუფთა ჰაერზე – ეს აუცილებლად დაგეხმარებათ.