კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 საყვარელ მამაკაცს ღალატი ვაპატიე, ახლა ვნანობ და

  ამბობენ, ღალატი კაცს ეპატიება, ქალისთვის კი დაუშვებელიაო. მე ამ აზრს არ ვეთანხმები, რადგან მგონია, ღალატის შემთხვევაში, სქესს არ აქვს მნიშვნელობა და თუ ადამიანი გიყვარს, მისი ერთგულიც უნდა იყო. გინდა სხვა? გაშორდი და კი ბატონო! თუმცა, ქართველ მამაკაცთა უმრავლესობა, ასე არ ფიქრობს და ჰგონიათ, თუ ცოლს უღალატებენ, მთავარია, ეს მან, ანუ ცოლმა არ გაიგოს, თორემ სხვა პრობლემა არ არსებობს და „ახალი ხილი“ ყოველთვის მისაღები და გემრიელია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, წლების წინ ღალატის მსხვერპლი გავხდი. ქმარმა ისეთ ქალთან მიღალატა, რომელთანაც მთელი უბნის ბიჭები დადიოდნენ. რომ გავიგე, კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. ისიც კი ვუთხარი: თუ ასე გინდოდა სხვა ქალთან ღალატი და სექსი, ცოტა ნორმალურთან მაინც დაწოლილიყავი-მეთქი. გაეცინა და მიპასუხა: რას ბრაზობ, ხომ იცი, ეგ ქალი უბნის „თვალია“, დავლიეთ ბიჭებმა, კარტი ვითამაშეთ, ნიძლავი წავაგე, ამიტომ ავედი მასთან და დავწექიო. ამ ამბის გამო, ერთი კვირა სახლიდან წავედი, ჩემს მეგობარ გოგოსთან ვიყავი. მერე კი სხვა გზა არ მქონდა და სახლში დავბრუნდი. ისე მიყვარს ჩემი ქმარი, ის ღალატი ვაპატიე. ოღონდ, დავაფიცე, რომ აღარასოდეს ჩაიდენდა მსგავს საქიელს. ამ ზაფხულს ზღვაზე წავიყვანე ბავშვი დასასვენებლად. ჩემს ქმარს შვებულება არ ეკუთვნოდა და თბილისში დარჩა. წასვლისას, კიდევ ერთხელ შევახსენე: ხომ გახსოვს, დაფიცებული გაქვს და ღალატზე გაფიქრებაც კი არ გაბედო-მეთქი. გაეცინა და ჩამკოცნა. მითხრა: კარგი რა, ისევ იმ ამბავს ნუ მახსენებ, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ და სხვა ქალი ჩემთვის გამორიცხულიაო. ასე, დამშვიდებული და დაიმედებული გამიშვა. ყოველდღე, რამდენჯერმე მირეკავდა, მკითხულობდა, ბავშვზე მეკითხებოდა და თან, მეხუმრებოდა: იცოდე, არ გაბედო სხვა კაცს შეხედო, ფეხით ჩამოვალ და მოგკლავო. მე ასე მეუბნებოდა და თურმე, თავად ისევ იმ ქალთან დაძვრებოდა. ეს ამბავი მეზობლისგან, რამდენიმე დღის წინ გავიგე. გოგოები დაგვპატიჟა ყავაზე და ნამცხვარზე და იქ მოყვა, დასასვენებლად რომ წავედით, როგორ აკითხავდა ჩემი ქმარი ყოველ საღამოს იმ ქალბატონს სასმლითა და ტკბილეულით. სახლში გადარეული რომ მივედი, იუარა ვაჟბატონმა: რეებს ბოდავ, რა ტყუილებს იგონებ? გინდა, მეზობლები დამახოცინოო. არადა, მარტო ერთმა კი არა, რამდენიმემ დაადასტურა ეს ამბავი. ვერ ვუმტკიცებ და დღემდე, კამათი და დავიდარაბა გვაქვს. დავიღალე ამდენი ჩხუბით, უნდობლობითა და გაბუტვით. კიდევ ვამბობ, მიყვარს და ხანდახან მგონია, რასაც მეზობლები მეუბნებიან მართლა ტყუილია. მერე, რომ დავფიქრდები, ვაცნობიერებ, რომ მათ ჩემთვის ცუდი არ უნდათ, პირიქით, პატივს მცემენ და რატომ უნდა მომატყუონ ან, რაში აწყობთ ჩემი ოჯახის დანგრევა. უბრალოდ, ძალიან მალე ვაპატიე პირველი ღალატი და შეიძლება, ჰგონია, ისევ ასე იოლად „გავუტარებ“ და ისიც ისევ მიღალატებს. თან, იცის, რომ სიგიჟემდე მიყვარს და მის გარეშე მიჭირს ყოფნა. დასასვენებლადაც რომ მივდიოდი, ლამის ვიტირე, დღეებს ვითვლიდი, სახლში როდის დავბრუნდებოდი. ყველა მამაკაცი მძულს, ვინც ცოლს ღალატობს და არ მინდა, მეც სხვისი დასაცინი გავხდე, მეც შემძულდეს ჩემი ქმარი და ამის გამო მეც სხვა ქალებივით; მარტოს მომიწიოს თავდახრილი, მოტყუებული ქალის სტატუსით ცხოვრება. ვერ ვხვდები, ეს კაცები რას პოულობენ სხვა ქალში, რომ უღირთ ერთი წამის სიამოვნების გამო საყვარელ ადამიანს დაუნგრიონ ცხოვრება, შეურაცხყონ და თავი დამცირებულად აგრძნობინონ. სულ ფორმაში ვარ. ვცდილობ, მოწესრიგებული, ჩაცმულ-შეღებილ-დავარცხნილი დავხვდე სახლში მოსულს. მაგრამ, რად გინდა? თურმე, იმ კახპისკენ იხედება, ვისთანაც დღეში რამდენიმე კაცი ადის. ამაზე რომ ვფიქრობ, გული მერევა, ქმართან შეხება მეზიზღება და მასში რომ მცვლის, მიჩნდება სურვილი, თავი მოვიკლა. თან, ვერც გამოვიჭირე. ახლა ვნანობ, არ უნდა მეპატიებინა პირველი ღალატი, დიდხანს უნდა ვყოფილიყავი გაბუტული, მისგან შორს. ახლა ისიც სხვანაირად მოიქცეოდა და არ მექნებოდა ეჭვები, რომ ისევ მღალატობს.
ნინი, 28 წლის.
скачать dle 11.3