№50 შეკითხვა ასტროლოგს

პასუხი: მისთვის კარგია და წარმატების მომტანი გასართობი ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო საქმე, თუნდაც, ბიზნესი, იურისპრუდენცია, არქიტექტურა, დიზაინი, სამასაჟო საქმე; მედიცინიდან: პლასტიკური ქირურგია და კარდიოლოგია; ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა; პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, არქიტექტურა, უშიშროების სფერო.
კითხვა: დავიბადე 1975 წლის 29 დეკემბერს, დილის 6 საათსა და 50 წუთზე. ვაპირებ უცხოეთში სამუშაოდ წასვლას. რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანი და მისაღები ქვეყნებია: გერმანია, იაპონია, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, ბელორუსია, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კი, ვირჯინიის შტატი.