კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 სტალინმა მოკავშირეები მათივე ფანდზე წამოაგო

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მავანთა მტკიცებით, იოსებ სტალინი ფარული ძალების მიერ იყო მოყვანილი ხელისუფლებაში და საბჭოთა ბელადს სწორედ ისინი მართავდნენ. ამ ძალებს „მსოფლიო მთავრობას“ უწოდებენ. ამ თეორიის აბსურდულობას კი ის აბათილებს, რომ სტალინი არ შეუერთდა ბრეტონ-ვუდსის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო ეკონომიკა ამერიკულ დოლარს მიება და მასზე  (დოლარზე) გახდა დამოკიდებული... ისტორიის დოქტორი საველი კროპოტკინი წერს: „მსოფლიო ჩრდილოვანი მთავრობის“ არსებობის შესახებ უკვე 200 წელიწადზე მეტია, ყველგან აქტიურად საუბრობენ და ამის დამადასტურებელი ფაქტებიც მოჰყავთ. შესაძლოა, მთავრობა არა, მაგრამ მსოფლიოში რომ ძალიან გავლენიანი ფინანსურ-პოლიტიკური ჯგუფები არსებობენ, უდავო ფაქტია, არც ისაა საიდუმლო, რომ ეს ჯგუფები, პერიოდულად, გლობალური პოლიტიკის ცვლილებებსაც ახორციელებდნენ, რევოლუციებსაც, სახელმწიფო გადატრიალებებსაც თუ ფინანსურ კრიზისებსაც. ისიც დამტკიცებული ფაქტია, რომ ლენინი და ტროცკი სწორედ ასეთი ჯგუფების რჩეულები იყვნენ და ლენინს გერმანული ოლიგარქია უმაგრებდა ზურგს, ტროცკის კი – ამერიკული. თუმცა, არ არსებობს იმის დამადასტურებელი ირიბი საბუთიც კი, რომ იოსებ სტალინიც მსგავსი ჯგუფის რჩეული იყო და მათი მეშვეობით გახდა საბჭოთა იმპერიის მმართველი. საბჭოთა კულტუროლოგი აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი წერდა: „ლენინი და ტროცკი რომ გარეშე, ანტირუსული (შემდგომში ანტისაბჭოური) ძალების მიერ დაფინანსებულები და ხელისუფლებაში მოყვანილები იყვნენ, დადასტურებული ფაქტია. ეს ამბავი ჯერ კიდევ მათი (ლენინისა და ტროცკის) სიცოცხლის დროს გახდა  ცნობილი, მაგრამ მიიჩქმალა. ხოლო აბსოლუტურად აბსურდულია იმის მტკიცება, რომ სტალინიც მსგავსი „წარმომავლობის“ იყო. სტალინს, უბრალოდ, მიაწერეს ეს. სინამდვილეში კი რევოლუციონერი „კობა“ მეთოდურად, დაჟინებული გულმოდგინებით მიიწევდა უმაღლესი ძალაუფლებისკენ და მიაღწია კიდეც ამას. მარტივად რომ ვთქვათ, სტალინმა ყველა გააცურა... ამ შემთხვევაში სიტყვა „გაცურებას“ მე  სულაც არ ვიყენებ უარყოფით კონტექსტში, არამედ ვამბობ, რომ მომავალმა საბჭოთა ბელადმა უდიდესი პოლიტიკური ოსტატობით შეძლო არსებული ვითარების სათავისოდ გამოყენება და რომ იტყვიან, საკუთარი მტრების ხელით დაამარცხა ყველა მხარე და აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა. სტალინმა კარგად იცოდა, ვინ იყვნენ ლენინი და ტროცკი და რა წარმომავლობის იყო მათი ფინანსები, რომელიც რუსეთის იმპერიის მიწასთან გასწორებას ისახავდა მიზნად. სტალინის მთავარი ეშმაკობა კი ის იყო, რომ თეორიულად ემხრობოდა ლენინის რევოლუციურ დოქტრინას და ნაწილობრივ ტროცკის აზრებსაც იზიარებდა. ამგვარი ტაქტიკით სტალინმა ლენინსა და ტროცკის შორს კონფლიქტი გააღვივა. ლენინის მეშვეობით და მისი მხარდაჭერით, თავად მომძლავრდა, ხოლო, როდესაც ლენინი გარდაიცვალა, ტროცკისა და ტროცკისტებს მოუღო ბოლო. რადიკალურად შეცვალა პოლიტიკა და სულ რაღაც 30 წლის განმავლობაში ჩამორჩენილი, აგრარული რუსეთი, მოწინავე საბჭოთა იმპერიად გადააქცია. მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების მიწურულს კი სტალინის მთავრობა უკვე იმდენად ძლიერი იყო, რომ შეეძლო, თავისი პირობები წამოეყენებინა გლობალური მასშტაბით. სწორედ ამ დროს მიხვდა მსოფლიოს ოლიგარქიული ელიტა, თუ ვისთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ უკვე გვიან იყო. ამიტომ, სტალინისა და სტალინური სახელმწიფოს პროგრესი რომ შეეჩერებინათ, მეორე მსოფლიო ომის პროვოცირება მოახდინეს“.
  აკადემიკოს ლიხაჩოვის თქმის არ იყოს, დღეს უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომი ანგლო-ამერიკელების მიერ იყო პროვოცირებული და პირველ რიგში, საბჭოეთის, შემდგომ კი აღმოსავლეთ ევროპის მიწასთან გასწორებას ისახავდა მიზნად. ეს კი იმისთვის იყო საჭირო, რომ ადვილად დაუფლებოდნენ ომით განადგურებული საბჭოეთისა და ევროპის ნაწილის უმდიდრეს რაიონებს, გაეტეხათ და დაენაწევრებინათ საბჭოეთი და სრული ეკონომიკურ-პოლიტიკური კონტროლი მოეპოვებინათ მასზე. ანგლო-ამერიკელები 1944 წლის გაზაფხულზე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე ომში საბჭოთა კავშირი კიდევ უფრო მეტად დაინგრეოდა და თავიანთი მომავალი გეგმების განსახორციელებლად შესაბამის იურიდიულ საფუძველს ამზადებდნენ. 1944 წლის 1-22 ივლისს ამერიკის ქალაქ ბრეტონ-ვუდსში შედგა წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც საბჭოთა კავშირიც მონაწილეობდა. ამ კონფერენციაზე შეიცვალა მსოფლიო-ფინანსური სისტემა და ერთადერთ დომინანტ მსოფლიო ვალუტად ამერიკული დოლარი გადაიქცა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მსოფლიო ეკონომიკა დოლარს მიება და სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები გახდა ერთადერთი სუპერსახელმწიფო. ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირმაც მოაწერა ხელი. ამერიკელები და ბრიტანელები ზეიმობდნენ. მათ ეგონათ, რომ სტალინი „გააცურეს“... თუმცა, როგორც კი ომი დასრულდა და საბჭოეთმა გაიმარჯვა, სტალინმა უარი თქვა ამ ხელშეკრულების რატიფიცირებაზე. იქით „გააცურა“ მოკავშირეები და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, საბჭოთა კავშირი მსოფლიოს სუპერსახელმწიფოდ გადააქცია, რომელიც დოლარზე არ იყო მიბმული და დამოუკიდებელ ფინანსურ პოლიტიკას ატარებდა.“

скачать dle 11.3