კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 მრავალძარღვას სამკურნალო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მრავალძარღვა, მართლაც რომ, უნიკალური მცენარეა – ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების შემხორცებელი, ამოსახველებელი, სისხლდენის შემაჩერებელი, შარდმდენი და პრამიტენზური (გამოიყენება ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დროს). ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია როგორც ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადებისას. მრავალძარღვა ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, მწვავე და ქრონიკული ენტერიტის, წყლულოვანი კოლიტის, დიარეის სამკურნალოდ.
  მრავალძარღვას ნახარშები და ნაყენები, ასევე, გამოიყენება ნერვული აშლილობების, შფოთიანობისა და უძილობის დროს ძილისმომგვრელ საშუალებად, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მომატებულ აღგზნებადობას, კურნავს ნევროზების მსუბუქ ფორმებს.
  მცენარის ახალი წვენი და ფოთლები აჩერებს სისხლდენას ჭრილობიდან, ბლოკავს ანთების წარმოქმნას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური თვისებები. მრავალძარღვას წვენი შეუცვლელია წყლულოვანი ანთებებისა და დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობების დროს – ის აჩქარებს ჭრილობიდან მკვდარი ლეიკოციტებისა და ბაქტერიების გამოდევნას, ხელს უწყობს ქსოვილების სწრაფ შეხორცებას.
  სასუნთქი გზების დაავადების დროს მრავალძარღვას ნახარში ათხიერებს ნახველს და წმენდს ბრონქებს. მრავალძარღვას ნაყენებს იყენებენ მშრალი ხველის, ყელის ტკივილისა და გართულებული ყლაპვის დროს. ის ეფექტურად აქრობს ანთებას, სპობს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებსა და ვირუსებს.
  მრავალძარღვას ფოთლები შეგიძლიათ დაქუცმაცებული, ფაფისმაგვარი სახით მტკივნეულ ადგილებზე მიიდოთ. ამის გაკეთება არ ღირს ვარიკოზისა და თრომბოფლებიტის დროს. ახალ წვენს აქვს ბაქტერიოსტატიული და დამაწყნარებელი ეფექტი.
  სპეციალური ფიტოქიმიური კვლევებით დადგინდა, რომ მრავალძარღვას ფოთლებში შედის კომპონენტები, რომლებიც არეგულირებს ქოლესტერინის ცვლას. მცენარის ფოთლებისგან დამზადებული სპირტიანი და წყლიანი ექსტრაქტი შეუცვლელია წყლულების განსაკუთრებით მძიმე ფორმების დროს.
  კვლევებით დაადგინეს, რომ მცენარე სასარგებლოა უშვილობის დროს, თუ ამის მიზეზი საკვერცხეების ფუნქციის მოშლაა. ასევე, მრავალძარღვა ეფექტურია საშვილოსნოდან სისხლდენის დროს. გარეგანი გამოყენებისთვის მცენარის დაქუცმაცებულ ფოთოლს იდებენ სხეულის დაზიანებულ ადგილზე. მისი ნაყენი ხსნის ტკივილს დამწვრობის დროს.
  სახალხო მკურნალები მრავალძარღვას უძველესი დროიდან იყენებდნენ ავთვისებიანი სიმსივნეების დროს (კომპრესების სახით) და ნაყენს – ფილტვისა და კუჭის კიბოს დროს (შინაგანი მიღებისთვის).  ეს საშუალება ასე მზადდება: ფოთლებს რეცხავენ, წვრილად აქუცმაცებენ და იმავე რაოდენობის შაქრის ფხვნილში ურევენ. აჩერებენ 2 კვირა თბილ ადგილზე. ნაყენს იღებენ დღეში 3-4-ჯერ სუფრის კოვზით, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
скачать dle 11.3