კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რას უნდა განეშოროს ქრისტიანი შობის მარხვაში და რატომ ეძახიან თანამედროვე ადამიანები ცოდვას იმას, რაც ცოდვა არ არის

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  დღეს ყველაზე მეტად სიყვარული, წყალობა, ლოცვა, ერთმანეთის მოფერება-ჩახუტება გვაკლია, რასაც იქნებ, შობის მარხვაში მივაღწიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს ვიცავთ საშობაო მარხვას, მასზე ბევრი რამ მაინც არ ვიცით და არაერთი კითხვაც გვიჩნდება ხოლმე. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– როგორც სპარსელი მოგვები მიდიან იერუსალიმისკენ, ასე უნდა დავიძრათ ჩვენც შობის მარხვაში იერუსალიმისკენ, ხელში უნდა გვეჭიროს საჩუქრები. როცა ახლობელი გეპატიჟებათ, საჩუქარს იმის მიხედვით არჩევთ, როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან, რამდენად ახლობელია ან, თუნდაც, რა გაჩუქათ მან დაბადების დღეზე. ღმერთს ვერაფერს მოვატყუებთ, არ გაბედოთ ბაგაში ხელცარიელი მისვლა ან ისე რა საჩუქრის მიტანა.
– რა უნდა მივუტანოთ ღმერთს საჩუქრად?
– ცხვარს და მამალს თავი უნდა დავანებოთ. უკვე გასაგები უნდა იყოს ჩვენთვის, რომ ცხვარი და მამალი არ სჭირდება ღმერთს. აბა, სანთელი? არც სანთელი, ბნელა? რა თქმა უნდა, არ ბნელა. ბიბლიაში წერია: შვილო, მომეცი შენი გული. ანუ შენი გონება, რომელიც ცოდვებით, ვნებებით, ფიქრებით, აზრებით არის დატვირთული. მოგვები მიდიან და ხელში უპყრიათ ერთს ოქრო, მეორეს – მური, მესამეს – საკმეველი, რადგან იშვა მეფე – როგორც მეფეს, ოქრო ეკუთვნის, საკმეველი – როგორც ღმერთს და მური, როგორც მოკვდავ ადამიანს. იბადება მეფე, იბადება ადამიანი და ღმერთი და თქვენ როგორ აპირებთ, მიხვიდეთ მასთან, როდესაც თქვენი გული ისევე დაბინძურებულია, როგორც ბაგა, სადაც იშვა მაცხოვარი. ჩვენი გული რომ მივუძღვნათ მეფეს, ის უნდა იყოს განწმენდილი.  ქრისტე იმისთვის იშვა, რომ ვინც მას ირწმუნებს, ცოდვებისგან იქნება გამოხსნილი. თანამედროვე ადამიანები კი დღეს რაც არის ცოდვა, იმას არ ეძახიან ცოდვას და რაც არ არის ცოდვა, იმას ეძახიან.
– რას გულისხმობთ, მამაო?
– მაგალითად, ადამიანს ძაღლის საჭმლის ყიდვა დაავიწყდა და ამაზე ნერვიულობს. რა თქმა უნდა, ძაღლიც არ უნდა დატოვო მშიერი, მაგრამ ამ დროს ბოღმა, შური, განკითხვა, ყველაფერია მასში, მთელი სამეზობლო დაიმხო თავზე, სამეგობროში, ოჯახში ჩხუბობს და ამაზე არც ნერვიულობს. ზოგი იმაზე ნერვიულობს, მანქანა მყავს გასარეცხიო ან მანქანა გამიკაწრესო, განიცდის, ჩხუბობს. არადა, თავად რამდენი ადამიანის გული აქვს გაკაწრული... პავლე მოციქული, რომელიც თავიდან ფარისეველი იყო, ყველას გვირჩევს, რომ არ ვიყოთ ფარისევლები. ვინ არიან ფარისევლები: ადექი 9-ზე, დაწექი 10-ზე, 2-ზე ლობიო ჭამე, 4-ზე „სუხარი“, აქ არ გაიარო, იქ არ გაიარო, ეს არ გააკეთო და ისო – ეს არ არის მართლმადიდებლობა, ეს ფარისევლობაა.
– ადამიანები, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხშირად ითხოვენ ხოლმე მარხვის შემსუბუქებას. რა იგულისხმება ამაში?
– მეკითხებიან ხოლმე: ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა შემიძლია, ვჭამო ხაჭოო. ჭამეთ ხაჭო, მაგრამ ხაჭაპურს ნუ შეჭამთ. რადგან ცუდად ხართ, ხაჭო შეგიძლიათ, მიიღოთ და არა ხაჭაპური ყველის სახით – ეს უკვე ფარისევლობაა. პრინციპში, არაფერს არღვევს, კურთხევა ხომ აიღო? ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გაანაწილებთ ტიპიკონს. მინდა, გირჩიოთ, როგორ იმარხულოთ სწორად. უპირველეს ყოვლისა, საინფორმაციო საშუალებებისგან უნდა „იმარხულოთ“. თანამედროვე ქრისტიანი იმდენ ინფორმაციას იღებს ერთი საათის განმავლობაში, რის შეგროვებასაც ადრე მთელი წელი უნდებოდა. გასაკვირია, როგორ იტევს ჩვენი ფსიქიკა ამ ყველაფერს. ამდენ დროს ნუ ატარებთ სოციალურ ქსელში. ასევე, სამზარეულოშიც თუ იმდენ დროს ატარებთ, რამდენსაც ხსნილში ატარებდით, ესე იგი, მარხვაზე არ ხართ. თუ ადრე აკეთებდით ხორცის ჩაქაფულს, ახლა აკეთებთ სოკოს ჩაქაფულს და რა განსხვავებაა? რამდენი უნდა ჭამოთ? იმდენი, რომ ლოცვის სურვილი არ დაგეკარგოთ. გაბრიელ ქიქოძე ამბობდა, ისე მიყვარს ლობიო, მარხვაში არ უნდა ვჭამო, თორემ მარხვა არ იქნებაო. ზოგს ლობიო უფრო უყვარს, ვიდრე ხორცი და მთელ მარხვას თუ ლობიოზე გაატარებს, ვერც გაიგებს, როგორ მარხულობს. ამიტომ, რომელი ხორციელი საჭმელიც გიყვართ, მარხვაში იმაზე თქვით უარი, რომ გემოთმოყვარეობის ცოდვაში არ ჩავარდეთ. არ ფიქრობდეთ: მე ხინკალი მიყვარს, მოდი, ჯერ კარტოფილის ხინკალს გავაკეთებ, მერე – სოკოსას, მერე – სოიისას და ასე გაატარებთ მთელ მარხვას. შობის მარხვა არ არის მძიმე, დიდი წმიდანების ხსენების დღეებია, მაგრამ ჩვენ თუ ყველა დღესასწაულზე კარგად მოვილხენთ, მაშინ რა გამოვა ჩვენი მარხვა, რა და სუფთა ფარისევლობა. ანუ უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციას მოერიდეთ და სამზარეულოდან გამოდით, იქ დიდ დროს ნუ გაატარებთ. თქვენს ურწმუნო მეუღლესა და შვილებსაც უთხარით: თქვენც იმარხულეთ, სამარხვრო კერძი მიირთვითო. თუ დაგემორჩილებიან, ხომ კარგი, თუ არადა, ნუ დაატანთ ძალას. რაც შეეხება მეორე რჩევას: იარეთ ტაძარში და მოძღვართან. ბევრი ამბობს: მე სახლში კარგად ვლოცულობო. ვინც სახლში კარგად ლოცულობს, ის მოვა ტაძარში, რადგან სახლში ლოცვა არ ეყოფა და ვინც ტაძარში არ ლოცულობს, ის სახლშიც არ ილოცებს. დღეს როგორ ხდება ეკლესიური ცხოვრების დაწყება? დილა-საღამოს ლოცვები წაიკითხეთ, აღსარება თქვით და კვირას ეზიარეთ. რა ადვილი ყოფილა! არა, ჩემო კარგებო, იფიქრეთ იმაზე, რომელი ცოდვა გაწუხებთ ყველაზე მეტად. მარხვაში ცოტას მიირთმევთ, ნერვები გეშლებათ, ღიზიანდებით და ეგ გაღიზიანება ოჯახის წევრებისკენ კი არ უნდა მიმართოთ, არამედ საკუთარი თავისკენ: ამდენი ხანია, ეკლესიაში დადიხარ და რა გეტყობა ქრისტიანობის. შენი ოჯახის წევრები იმიტომ არ მოდიან  ეკლესიაში, რომ თქვენში ვერ ხედავენ ქრისტიანს. მარხვაში მაინც მოდით ეკლესიაში და ამოიღეთ გულიდან დარდი, შური და ბოღმა. მესამე შეგონება: იკითხეთ წმიდა წერილები და ისეთი ადგილები, რომელიც არასდროს წაგიკითხავთ. წმიდა წერილის კითხვის გარეშე არანაირი ქრისტიანობა არ არსებობს, ამ დროს ღმერთი გელაპარაკებათ და სახარება წმენდს თქვენს სულსაც და ხორცსაც. შემდეგი რჩევა მოწყალების გაცემაა. იმ ფულით ხორცს რომ ვერ ყიდულობთ, თევზი კი არ უნდა იყიდოთ, ვინმეს დაეხმარეთ. თანხა შეიტანეთ ზეციურ სალაროში, რომ მერე, როცა დაგჭირდებათ, უკან გამოიტანოთ. და ბოლოს, რასაც არ ვაკეთებთ ხსნილში, გავაკეთოთ მარხვაში: ნათესავები მოვიკითხოთ, საფლავებზე გავიდეთ, მხოლოდ აღდგომას ხომ არ უნდა გავიდეთ – წელიწადში ერთხელ, რომ დადიხარ, არ არის საკმარისი. ყველაზე მეტად ვინც გეზიზღება, ეზიზღები, ის ადამიანი მოიკითხე. თუ სხვას არ პატიობ, ღმერთი შენ როგორ გაპატიებს.


скачать dle 11.3