კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როდის ირჩევს ქალი არასწორ მამაკაცს და რა პრობლემა ექმნება მას ამით

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ცხოვრების თანამგზავრი მამაკაცის არასწორად შერჩევა ნამდვილად ხდება და ეს ერთ-ერთი მთავარი რეალური პრობლემაა. რაში ვუშვებთ შეცდომას? ზოგჯერ ქალს ვიღაც მოეწონება, რამდენჯერმე ხვდება მას და იღებს  გადაწყვეტილებას, თავისი ცხოვრება სწორედ ამ მამაკაცს დაუკავშიროს, ეს მაშინ, როცა რეალურად არ იცნობს მას, არ იცის მისი თვისებები, წარმოდგენა არ აქვს სინამდვილეში როგორია. მისი რჩეული კი შესაძლოა, ალკოჰოლისადმი იყოს მიდრეკილი, ცდილობდეს ცოლის შეცვლას, უხეში აღმოჩნდეს, გაუწონასწორებელი... არსებობენ ქალები, რომლებმაც თავიდანვე იციან თავისი რჩეულის ხასიათის შესახებ, მაგრამ ფიქრობენ, რომ ქორწინების შემდეგ მამაკაცი  შეიცვლება. ეს კი აბსოლუტურად  მცდარი  ოპტიმიზმია, რასაც წყვილი ურთიერთობის დანგრევამდე მიჰყავს.
  ლალიკო (42 წლის): თურმე უმნიშვნელოვანესია, ჯერ კარგად გაიცნო ადამიანი და მერე გაჰყვე ცოლად. სიყვარული  ბრმად და გაუაზრებლად იმით სრულდება, რაც ჩემს  ქორწინებას დაემართა. ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანს ვერ შეცვლით. ის ისეთივე დარჩება, როგორიც დაქორწინებამდე იყო. მეტიც, მისი ყველა მავნე ჩვევა თუ ხასიათის თავისებურება ოჯახში  გაცილებით აუტანელი ხდება. იმის სიმპტომები, რომ პრობლემები დაიწყო, გაცილებით ადრე იჩენს ხოლმე თავს. მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვამჩნევთ ან არ ვამჩნევთ. მეც თვალწინ მქონდა ჩემს ოჯახში კატასტროფის ნიშნები, მაგრამ რატომ გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი უმნიშვნელო იყო, არ ვიცი. რასაც ახლა ძალიან ვნანობ.
– ოჯახურ  პრობლემებში  მარტო ერთი მხარე არასოდეს არის დამნაშავე. რა შეიძლება, კატასტროფად ჩაითვალოს?
– მაგალითად,  „ენის შეჩვევა“. თავიდან ეს ისე შეუმჩნევლად იწყება, როდის ხდება თქვენი ცხოვრების ყოველდღიურობის განუყოფლი ნაწილი, ვეღარც კი ხვდები. ანუ, თუ ურთიერთობისას იყენებთ ისეთ სიტყვებს, რითაც გულს სტკენთ ერთმანეთს, საბოლოოდ  ქორწინება ინგრევა.
– სალანძღავ სიტყვებს გულისხმობთ?
– რა თქმა უნდა. ქალებს, ზოგადად, არ გვერიდება და არ გვიჭირს  მწვავე სიტყვების თქმა, რომ მეუღლე, რომელმაც რაღაც ისე ვერ გააკეთა, შევარცხვინოთ და გული ვატკინოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ნათქვამ სიტყვას უკან ვეღარ დააბრუნებთ და  ბოდიშიც ვეღარ შველის. ადამიანს თქვენს მწარე სიტყვებს ვერ დაავიწყებთ. მით უმეტეს, ვისაც ეიმედებით და დარწმუნებულია, რომ გიყვართ. მე ყველას ვურჩევ: ნუ გამოიყენებენ სიტყვებს იარაღად. სიტყვებით კომფორტი და თბილი გარემო უნდა შექმნათ. ბებიაჩემი მეტყოდა ხოლმე: თუ სასიამოვნოს ვერაფერს ამბობ, სჯობს, საერთოდ არაფერი თქვაო.
– როცა ნერვებს მოგიშლიან, თბილი სიტყვებით კომფორტის შექმნა ადვილი არ არის.
– სწორედ მაგაშია საქმე. მაგრამ სანამ აფეთქდები, უნდა დაფიქრდე და გადაწყვიტო, რა გიშლის ნერვებს და აგვარებს თუ არა პრობლემას შენი გადარევა. ვიყოთ გულახდილები.  ზოგადად,  ქალებს არარეალური, არასწორი მოლოდინები გვაქვს ადამიანების მიმართ და ეს აუცილებლად  გამოიწვევს უკმაყოფილებას, მერე კი   – უბედურების განცდას, რაც მე დამემართა. საკუთარ თავზე მაქვს უკვე გამოცდილი. პირველ რიგში, რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი და მამაკაცი უნდა დაინახოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.  ეს „ცარიელი“ სიტყვები არ არის. ბედნიერი იქნება ქორწინება, თუ რეალობას თავიდანვე გაუსწორებთ თვალს და ცრუ მოლოდინებს არ შეიქმნით. ანუ, როცა თქვენი ქმრის  ხასიათში არ „ზის“, აივნის ქვეშ სერენადა გიმღეროთ, აზრი აღარ აქვს ამის გამო წუწუნსა და ნერვიულობას. აბა, დაფიქრდით – ქმართან ურთიერთობის დროს რამდენად ხშირად იყენებთ ირონიულ და კრიტიკულ წინადადებებს ან დამცინავად უყურებთ – ამით გამოხატავთ, რომ ეს ადამიანი  არაფრად გიღირთ. სინამდვილეში, ხომ, ასე არ არის?!  ანუ, გამოდის, რომ არასწორ მესიჯს ვუშვებთ. მერე საპირისპიროს მტკიცებას აზრიც აღარ აქვს. მეუღლე უკვე დარწმუნებულია, რომ მას პატივს არ სცემთ, რომელ ნორმალურ ურთიერთობაზეა საუბარი. მერე ქმარიც უპატივცემულობით გპასუხობთ.
– ამ ეტაპზე ასეთი ურთიერთობა გაქვთ?
– დიახ. სამწუხაროდ. ძალიან მიჭირს, რამე შევცვალო. იყო შემთხვევები, როცა დავცინოდი, ვაკრიტიკებდი  და ვამცირებდი მას მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანდასწრებით. თურმე, ამით ყველაზე  ძალიან შორდები უახლოეს ადამიანს. აბა, საკუთარ თავზე წარმოიდგინეთ. ულახავთ თავმოყვარეობას და დანარჩენებს მის შესახებ ცუდ წარმოდგენას უქმნით. ამის  შემდეგ, ლაპარაკიც კი ზედმეტია, რომ ის როდისმე შეყვარებული  თვალებით შემოგხედავთ, ისეთი პატივისცემით მოგექცევათ, როგორც ადრე. ჯაჭვური რეაქციის ამბავია. ეს უკვე თქვენ გწყინთ. იბუტებით. აღარ ავლენთ მის მიმართ სითბოს და მორჩა,  უზარმაზარი განხეთქილება უკვე კარზე გიკაკუნებთ! ფიზიკური კავშირი ყველას გვჭირდება – ქალსაც და კაცსაც  ფიზიკურ დონეზე უნდა ჰქონდეს პარტნიორთან  კავშირი, მაგრამ ჩხუბის და ერთმანეთის გალანძღვის შემდეგ რისი განწყობა გექნებათ. მოკლედ, ქოთანი ყოველთვის წვეთობით ივსება და ჩემი უკვე გადმოიღვარა. ერთად ვართ, არ არის განქორწინებაზე ლაპარაკი, მაგრამ შიშით ვადევნებ თვალს,  რა მოხდება ხვალ. ისევ მინდა ის სიახლოვე, რომელიც გვქონდა.
– ყველა ვამბობთ, რომ ოჯახში უფლებები და მოვალეობები თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული.
– რეალური სურათი ოჯახებში ხომ სხვაგვარია. შეცდომას უშვებს ქალი, ვინც ყველაფერზე პასუხისმგებლობას ქმარს აკისრებს და ამ დროს მას პატივს არ სცემს,  მის ყველა ნაბიჯს აკრიტიკებს. ოჯახის  დანგრევისკენ მიმავალი კიდევ ერთი მთავარი გზაა მუდამ უბედურად ყოფნა.  რომ ვთხოვდებით, ჩვენი  მიზანი ხომ სიმშვიდისა და ბედნიერების პოვნაა. ამიტომ ვალდებული ხარ, იყო ბედნიერი და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავი ბედნიერად ვაქციოთ. როცა გგონია, რომ ბედნიერება სხვა ადამიანმა  – ქმარმა უნდა მოგიტანოს, ვერასოდეს იპოვი მას.

скачать dle 11.3