კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რის სანაცვლოდ მოითხოვეს რუსებმა საჯარო ბიბლიოთეკაში რუსული კულტურის ცენტრის გახსნა და როგორ ცდილობენ დაძაბულობის სათავისოდ გამოყენებას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  გრიგორი კარასინმა გვაუწყა, რომ დეკემბერში საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი უნდა გაიხსნას და, თუმცა არ არის მაინცდამაინც ის დრო, როდესაც ამ ტიპის ცენტრი უნდა გავხსნათ (იმის მიუხედავადაც, რომ მტრის ენასა და კულტურას უნდა იცნობდე, თუ უნდა იცნობდე, თუ გინდა, რომ დაამარცხო). რეაქცია იყო საინტერესო. ჩვენს საზოგადოებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც უკიდურესად მიუღებელია ასეთი ცენტრის გახსნა და ამ ამბისგან ერთგვარი აჟიოტაჟიც კი შეიქმნა, ლამის მორიგი ოკუპაციის ტოლფასი. ამის პარალელურად, ჩნდება ეჭვიც, ხომ არ უკავშირდება კარასინის მიერ ამ განცხადების გაკეთება ან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, ან სხვა ისეთ საკითხს, რომელსაც რუსული და ქართული მხარეები დახურულ კარს მიღმა განიხილავენ და რუსეთი ცენტრის გახსნას ამ ზეწოლის შედეგად აანონსებს?  შესაძლო ვარიანტებს ამირან სალუქვაძესთან ერთად განვიხილავთ.
– თქვენ შეგარჩიეთ ამ თემაზე სასაუბროდ სწორედ თქვენ მიერ გავლებული პარალელის გამო, ხალხი, რომელიც ამტკიცებს, რომ გეი-ფილმის ყურება არ ნიშნავს, რომ იქცევი ჰომოსექსუალად, აცხადებს, რომ რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა ადამიანს გახდის რუსეთის მოყვარულად. ეს მომენტი რატომ შეარჩია კარასინმა, კიდევ უფრო რომ დაძაბოს ქვეყნის შიგნით დაპირისპირება?
– პასუხი რომ გავცე, ზუსტად უნდა ვიცოდე, რამდენი ხნის წინათ დაიწყო რუსეთმა ამ ცენტრის შესახებ ფიქრი. თუ იდეის დონეზეა და ახლა ჩაიფიქრა, ორი ვარიანტია: ან აბაშიძესთან შეხვედრა გამოიყენა, ან როგორც კითხვაში აღნიშნეთ, სარგებლობენ სიტუაციით. რუსებს ახასიათებთ მსგავსი სიტუაციების თავის სასარგებლოდ გამოყენება.
– ცეცხლზე ნავთს ასხამს?
– ერთია ცეცხლზე ნავთის დასხმა და მეორეა ის, რომ მოლაპარაკებებია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე და ამ ფონზე ასეთი წინადადების შემოგდების მიზანია, რომ მარტივად დაიყოლიონ ქართული მხარე, რადგან, თუ აქ აგორდება ანტირუსული გამოსვლები და გააკეთებენ მწვავე განცხადებებს ამ იდეის შესახებ,  რუსებს შეუძლიათ, თქვან, რომ აი, თქვენთან ისევ გრძელდება ანტირუსული კამპანია.
– ამიტომ გაფრინდაშვილი იყოს იქ, სადაც არის?
– გაფრინდაშვილს პირდაპირ არ ახსენებენ, ხომ ნახეთ, როგორი პოზიცია აირჩიეს?! ერთი მხრივ, ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, მეორე მხრივ კი, დგებიან პოზაში, თითქოს რუსეთი ვერ აკონტროლებს ცხინვალის ტერიტორიას და ცდილობენ მათ სრულყოფილ სახელმწიფოდ წარმოჩენას. ეს სიახლე არ არის, მათ ბრწყინვალედ იციან, რომ ამის უკან დგას რუსეთი და, ბოლოს და ბოლოს, საოკუპაციო ზოლზე, მათ ეგრეთ წოდებულ „საზღვარზე“ რუსები დგანან?!
– რომლებმაც დააკავეს ვაჟა გაფრინდაშვილი და გაასამართლეს რუსეთის ფედერაციისვე კანონით.
– რა თქმა უნდა, რუსები აკავებენ ყველას, ყველაფერი რუსულია, მათ შორის, ეგრეთ წოდებული, „საზღვარიც“, დაკავებულები ხშირად მიჰყავთ რუსულ ბაზაზე და იქ ჰყავთ. ყველაფერი რუსული კონტროლის ქვეშაა, სეპარატისტი თანამდებობის პირებიც კი.
– მოსალოდნელი იყო ასეთი მკვეთრი რეაქცია? საოცარია, ის ხალხი, რომელიც ამბობს, რუსულ ფულს სუნი არ ასდისო, ამტკიცებს, რომ სუნი ასდის რუსულ ენას, ოღონდ აქვე ვიტყვი, რომ მე ასეთი ცენტრის გახსნის აუცილებლობას ვერ ვხედავ.
– ომამდე, ომის შემდეგ წინა ხელისუფლებამ ბიზნესის უზარმაზარი ნაწილი გადასცა რუსეთის საოკუპაციო ძალას. რუსეთი აგვისტოს ომამდეც ოკუპანტი იყო, უბრალოდ ოფიციალურად არ ჰქონდა გაფორმებული, თორემ 1993 წელსაც რუსეთთან დავმარცხდით, როცა აფხაზეთიდან მუხანათურად გამოგვატანინეს მძიმე შეიარაღება და შემოგვიტიეს. მაშინდელი ხელისუფლების აზრით, დიპლომატიურად არ იყო მომგებიანი, რომ რუსეთისთვის ოკუპანტი დაერქმიათ, თუმცა დიდი ხანია, ოკუპანტები არიან და 2008 წელს არ მომხდარა ოკუპაცია. 2008-ში ისარგებლეს შემთხვევით და ოფიციალურად გააფორმეს. ფულის სუნზე იმდენად არ არის საქმე, გვახსოვს ჩვენ აგვისტოს ომის შემდეგ მიმოწერები რუსეთთან და კულტურული ურთიერთობის აღორძინების მცდელობები.
– დიახ, როდესაც გრიგოლ ვაშაძე კულტურის მინისტრი იყო, მან მისწერა წერილი კულტურული ურთიერთობის აღდგენის შეთავაზებით.
– დიახ, ეს გახმაურებული წერილია და არჩევნების წინ ახსენებენ ხოლმე. პრობლემა ორმაგი სტანდარტია: თუ ომიდან სამ თვეში ემხრობოდა კულტურული ურთიერთობების აღდგენას, რატომ გმობ ახლა?! არ ვიცი, იყო თუ არა შეთანხმებული ხელისუფლებასთან კარასინის განცხადება, მაგრამ, თუ თვლი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ურთიერთობის მოწესრიგებას ხელს შეუწყობს ასეთი ცენტრის გახსნა, მაშინ უნდა დაიცვა შენი პოზიცია და დაასაბუთო. არაა საჭირო სისუსტე, ხოლო, თუ მართლაც ფაქტის წინაშე დააყენა კარასინმა აბაშიძე, გასაგებია, რომ საკითხი უნდა გაიაზრონ. აბაშიძე მთავრობის მაგივრად ვერ გასცემდა პასუხს. ანუ, ერთი მხრივ, ორმაგი სტანდარტია, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავად ცდილობ კულტურული და სავაჭრო ურთიერთობის დამყარებას რუსეთთან და დღეს სხვა პოზიცია გაქვს. ამასთან, ან თვითონ ამ ცენტრს რა შეუძლია?! ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველაფერი ხელმისაწვდომია, რუსული ენაც, კულტურაც, ფილმებიც... ჩემი აზრით, ცენტრი ხმამაღლა ნათქვამია, შენობა ხომ არ შენდება?! ბიბლიოთეკაში ოთახი უნდა გამოიყოს და ეჭვი მეპარება, ისეთი ნაკადი მიაწყდეს, რომ პრობლემა შექმნას. გასულ კვირას ისევ ხმაური იყო კინოთეატრ „ამირანში“, ამჯერად ლესბოსელ ქალებზე გადაღებული ქართული ფილმი გადიოდა და, თუ ასეთი ფილმებით ვერ წაგვართმევენ ქართველობას, კულტურის ცენტრებით როგორ წაგვართმევენ?!
– ჩვენს დასავლურ პოლიტიკურ ორიენტაციას.
– დიახ, ვიმეორებ, ინტერნეტის ეპოქაა, გამაღიზიანებელია ორმაგი სტანდარტი, თორემ  აქ რუსული არც კულტურის ცენტრი მინდა და არც კუნჭული, სანამ კრემლი და რუსეთის მოსახლეობა მთლიანობაში არ გაიგებს, თუ რამდენად მტრულია მათი სამეზობლო პოლიტიკა საქართველოსადმი. კულტურის ცენტრის დანიშნულება ხომ დადებითი გავლენაა და ამ სიტუაციაში, შეიძლება, ერთეულებმა შეიარონ იქ, მაგრამ რა უნდა ნახონ ახალი – რუსულ პოეზიას აღმოაჩენენ პირველად, თუ რუსულ მხატვრობას?! წაკითხული გვაქვს ეს ყველაფერი და რუსებმა თავიანთი პოლიტიკითა და ქცევით ხაზი გადაუსვეს. უზარმაზარი შენობაც რომ ააშენონ, იქ არ მიაწყდება ხალხი და საჯარო ბიბლიოთეკაში რაღაც კუთხის გამოყოფა რას მისცემს რუსეთს?! თუ ისინი თვლიან, რომ ამით საქართველო მათ მიმართ პოზიტივს ამჟღავნებს და ამან შესაძლოა, დადებითად იმოქმედოს დაძაბულობის მოხსნაზე, თუნდაც, იმ ძალადობრივი პოლიტიკის შერბილება გამოიწვიოს, რასაც ჩვენს მოსახლეობისადმი, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ, ამჟღავნებენ, გადავიტანთ ამ ერთ კუნჭულს, მაგრამ ეს მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს და ზედმეტი აჟიოტაჟი უადგილოა. გარდა ბუნდოვანი დაპირებისა, რაც კარასინმა გამოთქვა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ, არაფერი ვიცით, თუმცა ვიცით, რომ კარასინი, უბრალოდ, ფოსტალიონია, ამბის მიმტან-მომტანი. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ორმაგ სტანდარტს რომ ვაკრიტიკებ, ეს არ ნიშნავს, რომ მომხრე ვარ რუსული ცენტრების გახსნის. არავინ ეწინააღმდეგება აქ არც რუსულ ენას, არც რუსულ კულტურას და ამას ძალიან კარგად გრძნობენ რუსი ტურისტები, როდესაც აქ ისვენებენ.
– ცხადია, არ ჩამოვიდოდნენ, აქ რომ ვინმე დევნიდეთ მათ რუსობის გამო.
– უბრალოდ, ეს აჟიოტაჟი ატეხილია შეგნებულად და ეს პირველად არ ხდება. ამის მიზანია ამ ორმაგი სტანდარტით შებოჭონ მოქმედი ხელისუფლება და არ მისცენ ნორმალური დიალოგის საშუალება სხვადასხვა ფორმატებში, ეს იქნება კარასინ-აბაშიძის შეხვედრები თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით მიმდინარე. ის, რომ დიალოგი დასაწყებია, ამას დიდი ხანია, გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები და რეაქციაც დავინახეთ ლავროვ-ზალკალიანის შეხვედრის შემდეგ.
– თუკი რუსული კულტურის ცენტრის გახსნას რაღაცის სანაცვლოდ ითხოვენ, ხელისუფლებას შეუძლია, თქვას, რომ ეს ასეა?
– რა თქმა აუნდა, აშკარად ამას არავინ იტყვის. მნიშვნელოვან თემებზე ასეთი განცხადებები არ კეთდება. უბრალოდ, ვამბობ, ჩვენ უნდა გვქონდეს დეოკუპაციის სტრატეგია. ეს სტრატეგია უნდა იყოს მრავალწლიანი, შეთანხმებული საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან და მიზანმიმართულად უნდა ვმოქმედებდეთ ყველანი მთავრობის ხელმძღვანელობით. კარასინი-აბაშიძის ყოველი შეხვედრის შემდეგ კინკლაობა და ვაი-პატრიოტული განცხადებები იწვევს გაღიზიანებას და ვაი-პატრიოტიზმია ორმაგი სტანდარტიც. როდესაც შენ ხარ მთავრობაში და ყველაფერზე მიდიხარ, არ ხარ მთავრობაში და ხელისუფლებას ხელს არ ანძრევინებ. ვინმეს რუსული კულტურის გაცნობა თუ უნდა, საჯარო ბიბლიოთეკაში არ წავა, სხვა გზებს მონახავს. იქ უფრო მეტად პოლიტიკური პარტიები თუ მივლენ პრორუსულად განწყობილები, თორემ ვის რაში დასჭირდება ის ცენტრი?! პრობლემაა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, იმავე ბურჯანაძის მიმართაც. პრობლემა ის კი არაა, რომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ჩავიდა ან ის, რომ ირმა ინაშვილი ჩადის, პრობლემაა, როდესაც ისინი, ვინც მას მოღალატეს ეძახდა, მასთან ერთად დგანან. იგივე სხვა დროს, სხვა სიტუაციაში სხვას რომ გაეკეთებინა, ჩაქოლავდნენ და საყოველთაო დევნას მოუწყობდნენ, მტრად შერაცხავდნენ და პუტინის მონებად მონათლავდნენ. როდესაც გავრილოვის სპიკერის სავარძელში დაჯდომა (რომ არ უნდა დამჯდარიყო და სხვაგან უნდა ჩაეტარებინათ ის სხდომა საკამათო არაა) ხალხს ისე მოაჩვენეს, თითქოს სპიკერად დაგვინიშნეს და ამ დროს არ იმჩნევენ გავრილოვის ბოსთან, ოკუპანტი ქვეყნის „ლოგოვოში“  თემატური თანამოაზრის ვიზიტს, თითქოს ეს მათ არ ეხებათ. ყველას გვახსოვს, რომ ნინო ბურჯანაძის წინა ვიზიტებისას ტელევიზიები ლამის ფეთქდებოდა, ოკუპანტ ქვეყანაში ჩავიდაო. როცა ჩამობრძანდება, ან არაფერს შეიმჩნევენ, ან ზღაპარს მოგვახვევენ თავზე, თითქოს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული პირების გასათავისუფლებლად იყო ჩასული.

скачать dle 11.3