კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 ღია კარის ეროტიკა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

უშაბათო კვირას?!

  მართალია, ისეთი დრო დადგა, რომ პროდასავლურები და პრორუსულები მხარდამხარ იბრძვიან, დაახლოებით, ისე რუსთაველის თხა და მგელი რომ ერთად ძოვდა, მაგრამ მთავარ თემად ისევ „ნატოში“ გაწევრიანება რჩება. უფრო ზუსტად, ჩვენი დასავლელი მეგობრების გადაწყვეტილების მოლოდინი, ბოლოს და ბოლოს, როდის გადაწყვეტენ ჩვენს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში დავანებას.
  მათ კი გასულ კვირას კიდევ ერთხელ შეგვახსენეს თავი, კერძოდ, იენს სტოლტენბერგმა, თუმცა გაწევრიანების კონკრეტული თარიღი არ გვითხრა, გვაუწყა, რომ, ყოველ შემთხვევაში, „ნატო“ ძალისხმევას არ იშურებს საქართველოსა და უკრაინის დასახმარებლად, რომ მათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიონ.
  მე რომ მკითხოთ, ძალისხმევის მიმართვა რფ-ის დასაოკებლად აჯობებდა, რაც ბუნებრივად მოგვისუფთავებდა გზას ჩვენც და უკრაინასაც ალიანსისკენ, მაგრამ მე არავინ მეკითხება, ამიტომაც ბ-ნი სტოლტენბერგი გვარწმუნებს, რომ, რაკი „ნატომ“ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე (რომელიც, სხვათა შორის, ჩვენთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან „მაფი“ არ მოგვცეს და რუსეთი შემოგვეჭრა) გადაწყვიტა, რომ საქართველო და უკრაინა „ნატოს“ წევრები გახდებიან, მაშასადამე, გახდებიან (იმედია, მთლად უშაბათო კვირასაც არა).
  ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ „ნატოელი“ მაღალჩინოსნები კაი ხანია, აცხადებენ, ამდენი „ნატო“ საქართველოში არც არასდროს ყოფილაო, ჩვენმა ურთიერთობამ ერთგვარი ეროტიკული ელფერი შეიძინა, რაც მაფიქრებინებს, რომ, თუ კარიდან ასეთი ემოციებია, იმ კარში რომ შევალთ, წარმომიდგენია, რა თავდავიწყება დატრიალდება!


скачать dle 11.3