№50 ნინი ირემაძის საოცარი სამყარო
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი



ნინის წლების განმავლობაში არაერთი გამოფენა ჰქონდა და ყველამ განსაკუთრებული წარმატებით ჩაიარა.
მან პირველი პერსონალური გამოფენა 2015 წლის 23 ნოემბერს მოაწყო შარდენზე, სახელწოდებით „არტ აქტივი“. 2015 წლის დეკემბერში კი მედიათეკაში გამართულ საქველმოქმედო გამოფენაში მიიღო
მონაწილეობა. 2018 წლის სექტემბერს ნინის გამოფენა-გაყიდვა ჰქონდა კუს ტბაზე, რომელმაც ასევე, ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა. მნახველები აღფრთოვანდნენ ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრებით. ნინის ნახატებით ასევე, დაიბეჭდა წიგნის სანიშეები.
მან პირველი პერსონალური გამოფენა 2015 წლის 23 ნოემბერს მოაწყო შარდენზე, სახელწოდებით „არტ აქტივი“. 2015 წლის დეკემბერში კი მედიათეკაში გამართულ საქველმოქმედო გამოფენაში მიიღო

გარდა იმისა, რომ ნინი ძალიან კარგად ხატავს და მისი ნახატები დიდი სიღრმეებითა და მრავაფეროვნებით გამოირჩევა, მისი ინტერესის საგანს, პარალელურად, ყოველთვის კინორეჟისურა წარმოადგენდა. ამიტომაც სწავლა სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელა და 2016 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. ამჟამად კი მადრიდის კინოინსტიტუტში
სწავლობს. ნინის ასევე, გადაღებული აქვს ოთხი მოკლემეტრაჟიანი და ერთი დოკუმენტური ფილმი და მას, როგორც ხატვაში, ასევე, ამ კუთხითაც არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო გეგმა აქვს. ზაფხულისთვის კი ის ახალი გამოფენისთვის ემზადება, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთ მნახველს აღაფრთოვანებს.
