კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ გააცურა ვასილ დუმბაძემ რუსეთის მთავრობა და ვის დაუტოვა მან 27-მილიონიანი ქონება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ქართველი აზნაური ვასილ დავითის ძე დუმბაძე ცნობილია თავისი ავანტურიზმით, სკანდალური კარიერით რუსეთის იმპერიის სამხედრო სამინისტროში და საიდუმლო დიპლომატიური საქმიანობით.
  ირაკლი მახარაძე (მკვლევარი და კინორეჟისორი): ვასილ დუმბაძე ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში მღვდლის ოჯახში დაიბადა. წლების შემდეგ ამერიკაში გადახვეწილი, შეძლებული ვასო დუმბაძის სახლის ფოიეში ორი დიდი სურათი ეკიდა – ჩიხტიკოპში გამოწყობილი დედისა და მღვდლისსამოსიანი მამის. 1897 წელს ოზურგეთის სასულიერო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ვასო გერმანიაში გაემგზავრა. ლაიფციგის უნივერსიტეტში მან ორი დისერტაცია მოამზადა „ქართველები – ეთნოგრაფიული მიმოხილვა“ და „ნავთის ინდუსტრია კავკასიაში და მისი ამერიკის ნავთთან შედარება”. 1906 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან კომერციას მოჰკიდა ხელი და ისეთი ნიჭი გამოავლინა, რომ ამერიკელი ფინანსისტის, მორგანის შემწეობით რუსეთ-ამერიკის ბანკის ერთ-ერთ დამფუძნებლად მოგვევლინა. ის დიდი გავლენით სარგებლობდა რუსეთის მაღალ წრეებში, ამავე დროს იყო ქველმოქმედი და თურმე, ყოველმხრივ ეხმარებოდა ქართველებს. დუმბაძე ავანტიურისტული ბუნების ადამიანი გახლდათ. საკუთარი ბიძის, წარსულში გურული ფირალების მადევრისა და დაუძინებელი მტრის, 1906-16 წლებში იალტის გენერალ-გუბერნატორის, ივანე დუმბაძის (იმ პერიოდში ამ ქალაქს დუმბაძიას უწოდებდნენ) და რუსეთის სამხედრო მინისტრის გენერალ-ადიუტანტ ვლადიმირ სუხომლინოვის ახალგაზრდა და მომხიბლავი ცოლის წყალობით, დუმბაძე პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში რუსეთის სამხედრო სამინისტროს მომარაგების სამსახურს ედგა სათავეში და კავკასიის ფრონტს ტყვია-წამლით და საბრძოლო მასალებით ამარაგებდა (აღსანიშნავია, რომ დუმბაძეს გენერლის წოდება ჰქონდა მინიჭებული, ის სუხომლინოვის ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ და მინისტრს წიგნი – დåíåðჭë-ჭჰúþòჭíò გëჭჰèìèð აëåêñჭíჰðîâè÷ ჟóõîìëèíîâ – მიუძღვნა). სწორედ მაშინ დაეკონტაქტა მას გიორგი მაჩაბელი და ფარულ გეგმაში ჩაითრია, რომელიც გერმანიის დაზვერვასთან მჭიდრო თანამშრომლობით ომში რუსეთის არმიის დამარცხების ხელის შეწყობასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითვალისწინებდა. იმ პერიოდში რუსეთის არმია ტყვია-წამლის ნაკლებობას განიცდიდა და ამან გამოიწვია სამხედრო უწყების დიდი შეკვეთა, რომელიც საკუთარი მარიფათის წყალობით, დუმბაძემ ჩაიგდო ხელში. მან რუსეთის მთავრობისაგან 15-მილიონიანი შეკვეთა მიიღო ამერიკაში ყუმბარების დასამზადებლად (ამ საქმიდან დუმბაძეს ორი მილიონი მანეთი დარჩა). სამი თვის შემდეგ დამზადებული პროდუქცია რუსულ მხარეს ჩაბარდა, საიდანაც ის სასწრაფოდ ფრონტზე გაიგზავნა. სულ მალე ფრონტიდან საგანგაშო დეპეშების მთელი წყება წამოვიდა – არც ერთი ჭურვი ქვემეხს არ ერგებოდა. აღმოჩნდა, რომ ჭურვები ამერიკაში კი არა, არამედ გერმანიაში დამზადდა სტანდარტით გათვალისწინებული ერთი მილიმეტრის ზომით მეტი. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რუსმა ჯარმა უკან დაიხია და აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანიამ წარმატებას მიაღწია. დუმბაძე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილით დასჯას – საკუთარი კავშირების წყალობით და ნიკოლოზ მეორის ბრძანებით, ეს სასჯელი ოცწლიანი კატორღით შეუცვალეს. კერენსკის მთავრობამ კი ის შეიწყალა. სწორედ ამ საქმის გამო გახდა დუმბაძე მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი. 1918-21 წლებში ვასილ დუმბაძე აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სტრუქტურაში არსებულ სამხედრო დაზვერვასა და კონტრდაზვერვასთან, რომელსაც საინფორმაციო-პოლიტიკური განყოფილება ეწოდებოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დუმბაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ის ისედაც შეძლებული ადამიანი გახლდათ და ცოლად მდიდარი ქალი შეირთო, რომელსაც გადმოცემით, ცნობილ გაზეთში, „ჩიკაგო ტრიბუნში“, საკუთარი წილი ჰქონდა. ემიგრაციაში ვასილ დუმბაძე ერთგვარად არაოფიციალური და არააკრედიტირებული საქართველოს ელჩის როლს ასრულებდა და ბევრს იღვწოდა: 1926 წელს მისი თაოსნობით დაარსდა „ამერიკული საზოგადოება საქართველოსთვის“ და საქართველოს უფლებების დაცვის კომიტეტი, რომლის მიზანი ჟურნალ „ბრძოლის“ (1926, ¹10-11) მიხედვით, იყო „...საქართველოსა და აგრეთვე, მისი მეზობელი კავკასიის რესპუბლიკების საკითხის გაცნობა ამერიკის საზოგადოებრივი აზრისათვის, რისთვისაც იმართება მოხსენებები, წარმოებს ფართო პროპაგანდა პრესაში და სხვა. საზოგადოებამ, სხვათა შორის, მიიწვია გამოჩენილ იურისტთა კომისია, რომელმაც... ერთხმად დაასკვნა მისი (საქართველოს) დამოუკიდებლობის უდავო უფლება და ევროპაში გახიზნული დემოკრატიული მთავრობის კანონიერება“, ასევე, მისი მეცადინეობით, ამერიკის კონგრესმა საქართველოს საკითხი რამდენჯერმე განიხილა.
 1925 წელს დუმბაძემ წიგნი The Caucasian Republics: The Little Democracies the world Forgot გამოსცა, სადაც აღწერილი იყო კავკასიური რესპუბლიკების ისტორია და მათი ბედ-იღბალი. დუმბაძე 1924 წლის აჯანყების შემდეგ ევროპიდან ჩასულ ქართველებს ეხმარებოდა და ყველანაირად ცდილობდა მათ ერთმანეთთან დაახლოებას, რისთვისაც ქეიფებსა და ნადიმებს აწყობდა. ის ჯიუტად ცდილობდა, რომ საქართველოს პრობლემებით ამერიკის მთავრობა დაეინტერესებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის მაშინ არავის ეცალა. საბჭოთა საქართველოს მთავრობას, რომელმაც დუმბაძეს მამა დაუხვრიტა, მისი პიროვნება მოსვენებას არ აძლევდა, როგორც კი შემთხვევა ეძლეოდა დუმბაძეს ყოველნაირად თათხავდა. მაგალითად, გაზეთმა „მუშამ” (1926 წლის აპრილი) მას წერილი სათაურით „აფერისტი ვასილ დუმბაძე“ მიუძღვნა:  „ცნობილი ვასილ დუმბაძე, რომელიც თავის თავს ,,საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს” უწოდებს, კვლავ გამოჩნდა ვაშინგტონში. დუმბაძე ჩამოვიდა ვინმე ჯონ სტიუარტის თანხლებით, რომელიც თავს „ამერიკა-კავკასიის საზოგადოების აგენტად“ სთვლის. სტიუარტმა დუმბაძე წარუდგინა გარეშე საქმეთა კომისიის ერთ-ერთ წევრს, რომელმაც აღუთქვა მას, რომ კომისიაში წარადგენს რეზოლუციას „საქართველოს ნაციონალური რესპუბლიკის“ ცნობის შესახებ. სტიუარტი, სხვათა შორის, ინგლისის ცნობილი საპროპაგანდო ორგანიზაციის, „სელგრევსის“ თავმჯდომარედ ითვლება. საეჭვოა, რომ ჰარიმანის ჯგუფი და სხვა წრეები, რომელთაც ამჟამად აინტერესებთ კავკასიის ბუნებრივი სიმდიდრეთა ექსპლუატაციის საქმე, ნებას მისცემენ დუმბაძეს და მის ინგლისელ მფარველებს, საზღვარს გადასცდნენ მათ საქმიანობაში“. როცა 1943 წელს ვასილ დუმბაძე გარდაიცვალა, როგორც ამბობენ, საქართველოში მისი დის სახელზე ანდერძი მისულა, სადაც დუმბაძის მემკვიდრეობაზე – 27 მილიონ დოლარზე იყო საუბარი. თუმცა არსებობდა თუ არა ეს თანხა ან სად გაქრა ის, დანამდვილებით არავინ იცის.

скачать dle 11.3