კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ იგეგმებოდა გრანდიოზული ტერაქტი თბილისში 26 მაისს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

პუბლიკაციის ყველა გმირის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
დასახიჩრებული გვამი
  1 მაისის შუადღე იყო, როდესაც 61 წლის ანეტა გოგლიძემ თავისი მდგმურების ბინაში უცნობი მამაკაცის დასახიჩრებული გვამი აღმოაჩინა. მიუხედავად ამ საშინელი სცენისა, ქალი არ დაიბნა და პოლიცია გამოიძახა. თავად კი სამზარეულოში გავიდა და სიგარეტი გააბოლა, თან მეცამეტე სართულის ფანჯრიდან იყურებოდა და პოლიციას ელოდა. სახლი, სადაც ეს მკვლელობა მოხდა, სპორტის სასახლესთან მდებარეობდა და სულ რაღაც ერთი წლის აშენებული იყო. მოგვიანებით, ბინის პატრონი დაჰკითხეს. ის თავის ჩვენებაში წერდა: „ჩემს ბინაში სირიელი ცოლ-ქმარი – აბდალა და ზაირა  ცხოვრობდნენ. როგორც ვიცი, ისინი სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობენ. ქირას პუნქტუალურად მიხდიდნენ – ყოველი თვის ბოლოს თვითონ მიკავშირდებოდნენ და 500 ლარს ბარათზე მირიცხავდნენ. გუშინ რომ არც დამიკავშირდნენ და არც ფული ჩამირიცხეს, მე თვითონ დავურეკე, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდათ. ამ დილით კი მათ ბინაში მივაკითხე და ასეთი საშინელი სურათი დამხვდა. მეტი არაფერი ვიცი“.
  პოლიციამ გამოძიება დაიწყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით. ბინის პატრონს გაუჩინარებული მდგმურების მობილურის ნომრები გამოართვეს და მათ ძებნას შეუდგნენ. უცნობი მამაკაცის დასახიჩრებული ცხედარი კი ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს.
წითელი ცირკულარით ძებნილი
  ანეტა გოგლიძის თქმით, აბდალა და ზაირა 25-30 წლისანი იყვნენ და რაიმე განსაკუთრებული ნიშანი არ ჰქონდათ. პოლიციამ მსგავსი ადამიანები ვერც სამედიცინო უნივერსიტეტში აღმოაჩინა, ვერც თბილისში მცხოვრებ სირიელებში. სასტიკად მოკლული უცნობი მამაკაცის ექსპერტიზას კი, არსებული წესისამებრ, უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ და სწორედ მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ ის ერთ-ერთი გავლენიანი ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იქნებოდა.  ამაზე კი მეტყველებდა მის სხეულზე აღმოჩენილი ტატუ. აქედან გამომდინარე, გამოძიება საქართველოს უშიშროებამ გადაიბარა, რადგან აშკარად ჩანდა, რომ მოკლული მამაკაცი ტერორისტი იყო. მის სხეულზე აღმოჩენილმა ტატუმ კი ქართველი კონტრმზვერავები დაარწმუნა, რომ საქმე მაღალი რანგის ძალიან საშიშ ტერორისტთან ჰქონდათ. ამაზე მიუთითებდა ტატუზე გაკეთებული განმასხვავებელი შტრიხები, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ამ კაცს მსხვილი ტერორისტული აქტები ჰქონდა ჩადენილი და ტერორისტულ ორგანიზაციაში მაღალ იერარქიულ საფეხურზე იმყოფებოდა. დასახიჩრებული ცხედრის სურათით იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და დახმარებისთვის ამერიკელებს მიმართეს. საქმეში „ცეერუ“ ჩაერთო და აღმოჩნდა, რომ საბურთალოზე მოკლული ტერორისტი სირიელი, 42 წლის რასულ ბაშირი იყო, რომელსაც „შავი ხანის“ მეტსახელი ჰქონდა და ამერიკის მოქალაქეების მასობრივი მკვლელობების გამო მას „ცეერუ“ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეძებდა. „შავი ხანი“ „ინტერპოლის“ წითელი ცირკულარით ძებნილი იყო, საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში განხორციელებული ტერაქტებისთვისაც.
„ჯგუფი „დ“
  მას მერე, რაც შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს უმაღლესი ხელისუფლისგან შესაბამისი საიდუმლო თანხმობა მიიღო, თბილისში, ზესაიდუმლო ვითარებაში, ჩამოფრინდა „ცეერუს“ ჯგუფი „დ“ („დელტა“), ოცი კაცის შემადგენლობით. მათ 40 წლის უორენ კოლბეტი ხელმძღვანელობდა. ეს ადამიანი მსოფლიოში ერთ-ერთი გამოცდილი, უმაღლესი კლასის სპეციალისტი იყო ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. მას და მის მებრძოლებს არაერთი სპეცოპერაცია ჰქონდათ ჩატარებული სხვადასხვა ქვეყანაში, დაპატიმრებული და განეიტრალებული ჰყავდათ მრავალი საშიში ტერორისტი. კოლბეტი და მისი ჯგუფი უმალვე ჩაერთნენ გაუჩინარებული ცოლ-ქმრის ძებნაში. პარალელურად კი, სხვადასხვა ვერსიების გადამოწმებას შეუდგნენ. მათი აზრით, თბილისში საერთაშორისო ტერორისტთა სერიოზული ჯგუფი იმყოფებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ისინი გრანდიოზულ ოპერაციას ამზადებდნენ.
აღკვეთილი უბედურება
  უმაღლესი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით გამორჩეულ ჯგუფს – „დელტას“, ულტრათანამედროვე შეიარაღება და ელექტრონული მოწყობილობები ჰქონდა. უმნიშვნელოვანესი იყო ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგანგებო განკარგულებით, ამ საქმეში „ცეერუს“ თანამგზავრი ჩაერთო და ძებნა კოსმოსიდანაც მიმდინარეობდა.
  15 მაისს გლდანის მასივის ერთ-ერთ ბინაში დააპატიმრეს ცოლ-ქმარი ალი და ნაირა, რომლებიც ანეტა გოგლიძეს აბდალად და ზაირად გაეცნენ. სწორედ მათ მოკლეს, შემდეგ კი დაასახიჩრეს 42 წლის რასულ ბაშირის ცხედარი. ბაშირი ნაირას ბიძა იყო და ცოლ-ქმარიც ტერორისტულ ორგანიზაციაში სწორედ მან ჩაითრია. თუმცა, თავი რომ დაეღწიათ და მშვიდად ეცხოვრათ, ისინი გამოიქცნენ, მაგრამ რასულ ბაშირმა მათ საქართველოში მიაგნო. ბინაში მიუვარდა და ძმისშვილსა და სიძეს მოკვლით დაემუქრა, თუ დაგეგმილი ტერორისტული აქტის განხორციელებაში არ დაეხმარებოდნენ. ცოლ-ქმარი უარზე იყო, კონფლიქტი გამწვავდა და ნაირამ ბიძას მოულოდნელად გულში ხანჯალი ჩასცა. გარდაცვლილი რომ არ ეცნოთ და მილიცია მათ კვალზე არ გასულიყო, გარდაცვლილს სახე დანით დაუსერეს, თვითონ კი სათადარიგო ბინაში დაიმალნენ, რომელიც გლდანის მასივში მდებარეობდა. „დელტას“ ხელმძღვანელი, უორენ კოლბეტი დარწმუნებული იყო, რომ ბაშირი თბილისში გაქცეული ცოლ-ქმრის სანახავად არ ჩამოვიდოდა და არც შემცდარა. 18 მაისს თბილისის სხვადასხვა რაიონში „დელტამ“ 8 საშიში ტერორისტი შეიპყრო და სპეციალური ღონისძიებების გამოყენებით ჩატარებული დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ 26 მაისს, თბილისში დაგეგმილი უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის დროს, გრანდიოზული ტერორისტული აქტი უნდა განხორციელებულიყო, რომელიც, სავარაუდოდ, 200 ადამიანს შეიწირავდა. მოკლულთა შორის კი არაერთი ცნობილი დასავლელი ექსპერტი და პოლიტიკოსი აღმოჩნდებოდა, აგრეთვე, საქართველოს მთავრობის უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები... „დელტამ“ ტერორისტები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადააფრინა. ცოლ-ქმარს, სავარაუდოდ, პლასტიკური ოპერაციები ჩაუტარეს და მოწმეთა დაცვით პროგრამაში ჩართეს. უსაფრთხოების კონფერენცია კი თბილისში მშვიდობიანად ჩატარდა, რა თქმა უნდა, მისი მონაწილეების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რას გადაურჩნენ.


скачать dle 11.3