კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რა ფუნქციებს ასრულებს თმა ადამიანის ცხოვრებაში და რის გამო ერღვევა მას კავშირი წინაპრებთან და ეზღუდება თავისუფალი აზროვნება

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  არასდროს დაფიქრებულხართ: რატომ ჰპარსავენ „ნულზე“ ჯარისკაცს თმას არმიაში? რატომ ამტკიცებენ, რომ ერთ წლამდე უნდა შეაჭრათ ბავშვს თანდაყოლილი თმა? რატომ არის ვალდებული ქალი, ტაძარში თავდახურული შევიდეს? ბოლოს და ბოლოს, რატომ ხდიდნენ ინდიელები მსხვერპლს სკალპს? თუ გავითვალისწინებთ, თმა ადამიანის ფსიქიკას ჰმატებს, მაგალითად: ძალას, რომ იაზროვნოს, შეიმეცნოს და ასევე, განივითაროს მაგიური უნარები, პასუხი ამ კითხვებზე აღარ გაგვიჭირდება. ეზოთერიკოსებისა და წინაპართა გამოცდილების საფუძველზე, მიჩნეულია, რომ, რაც უფრო გრძელია თმა, მით მეტ ძალას იღებს ადამიანი. თუ რატომაა ეს ასე და საერთოდ, რა გავლენას ახდენს თმა ადამიანის ცხოვრებაზე, თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მზია შ.
– თმა ასრულებს ადამიანისთვის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას: უპირველესად, ის თავისებური „ანტენაა“, რომელიც იღებს კოსმიურ ენერგიას; მეორეა ის, რომ თმა როგორც აკუმულატორი აგროვებს მიღებულ ენერგიას – ადამიანის პირად ძალას. ამიტომ, გრძელთმიანს უფრო გაძლიერებული აქვს ინტუიცია და თან, თუ ის ქალია, ტოქსიკოზის გარეშე გადაიტანს ფეხმძიმობას; და მესამე – თმა ინახავს ადამიანის მეხსიერებას. ამიტომაა, ვინც ძალიან დიდი სიმწარე გადაიტანა, ურჩევენ, თმა შეიჭრას, იგივე მიზეზი უკავშირდება ჩვილის თმასაც – წლამდე რომ უნდა შეჭრან ის. ერთობლიობაში, თმა ადამიანის ენერგეტიკული მცველია: იგროვებს რა დიდი რაოდენობით უარყოფით ენერგიას, არ აძლევს მას საშუალებას, მაშინვე და თანაც მთლიანად, შეაღწიოს პატრონის სხეულში.
– რა მნიშვნელობა აქვს ამ დროს თმის სიგრძეს?
– რაც უფრო გრძელია თმა, მით უფრო მჭიდროა ადამიანის კავშირი კოსმოსთან, რის გამოც უფრო დიდი მოცულობის კოსმიური ენერგია აღწევს მის სხეულამდე. შესაბამისად, ადამიანის ენეგეტიკული მონაცემები იზრდება თმის სიგრძის პროპორციულად. თავგადაპარსულის მართვა უფრო იოლია, რითაც აიხსნება ალბათ არმიაში ამ მეთოდის გამოყენება – რაც არღვევს კავშირს წინაპრებთან, იზღუდება თავისუფალი აზროვნება, დაბინდულია შემეცნება. გრძელ თმაში კი კარგად აკუმულირდება ენერგია, რომელიც ტყუილუბრალოდ არ იხარჯება – ის დამატებითი ენერგეტიკული დაცვაა მგრძნობელობის გაძლიერებით. ამ დროს აშკარა ხდება გრძელი თმის ძალა. უარყოფითი ენერგეტიკული ზეგავლენის დროს თმა იწყებს პატრონის გაღიზიანებას: ენერგეტიკულად ბნელ და ჭუჭყიან თმას ადამიანი ვეღარ ეგუება და მის თავიდან მოშორებას ცდილობს. სინამდვილეში, ეს სწორედ ის პროცესია, როცა თმა თავის თავზე იღებს ნეგატივის შემოტევას და რომ არა მისი სიგრძე, მთელი ეს სიბნელე და ჭუჭყი ადამიანის თავში აღმოჩნდებოდა, რაც მის ფსიქიკურ მდგომარეობას გააუარესებდა. ამის შემდეგ გრძელ თმაში დარჩენილ მინიმალურ ელექტრულ დენს „დაჭერილი“ ნეგატივი „გაჰყავს“ თავისი „ტერიტორიიდან“. თმის ელექტრული წმენდა ხდება ჩვეულებრივი დავარცხნით. თმა რომ პირადი ენერგიის აკუმულატორია, ქალი განსაკუთრებით მაშინ გრძნობს, როცა გრძელ თმას მოკლედ იჭრის – მომენტალურად ნათდება, იმატებს ენერგეტიკული ტონუსი, სხეულს სიმსუბუქისა და სიამოვნების შეგრძნება ეუფლება და ქალს ჰგონია, რომ ყოველივე ეს ზედმეტი თმის მოშორებამ მოჰგვარა. სინამდვილეში, გრძელ თმაში დაგროვილი ენერგიის გათავისუფლება იწვევს ტონუსის მომენტალურ აფეთქებას. საერთოდ, თმა რომ ენერგოგამტარია, ყველაზე ნათლად უეცარი საფრთხის ან შიშის დროს ჩანს – თმა ყალყზე დგება. მასში მძლავრი ენერგეტიკული ტალღა გადის და დამცავ ბარიერს ქმნის. თითოეულ ღერში გამავალი ენერგია აშეშებს და ზეაღმართავს მათ. ეს ეფექტი ჰგავს ელექტრიზაციას.
– მაინც რა სიგრძის უნდა იყოს თმა?
– თმა ნამდვილად ენერგოგამტარია, მაგრამ ამისთვის მისი სიგრძე 7 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. საერთოდ, თმის ზრდის გარფიკი შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ: ზრდის საწყის ეტაპზე, რაც უფრო გრძელია თმა, მით უფრო ძლიერია ელექტრული ნაკადი და ასე გრძელდება, სანამ სიგრძე არ მიაღწევს 10-15 სანტიმეტრს; შემდეგ ნაკადი სტაბილურდება და 20-24 სანტიმეტრამდე ზრდის პერიოდში თანდათან ნულამდე ეცემა. აღსანიშნავია, რომ ასეთ კანონზომიერებას ჯანმრთელი, ანუ საკმარისი ენერგეტიკის მქონე ადამიანი ექვემდებარება. სუსტი სასიცოცხლო ძალის მფლობელს საერთოდ არ აღენიშნება ხსენებული ელექტრული ნაკადი. არანაკლები მნიშვნელობა აქვს მამაკაცებში წვერ-ულვაშის ენერგეტიკასაც. ბევრს შეუმჩნევია, რომ სახის ეს თმიანი ნაწილი ამძაფრებს ინტუიციას, განსაკუთრებით – ულვაში. ჯამში, ჩვენი წინაპრებისთვის გრძელი თმა სიბრძნის ნიშანი გახლდათ. ტყუილად კი არ ატარებდნენ ეგრეთ წოდებულ „კუდს“, რომელსაც მკაცრად განსაზღვრულ ადგილას, ხერხემლის გასწვრივ იკრავდნენ, რაც ძლიერი დამცავი ფარი იყო ადამიანისთვის. მით უმეტეს, რომ სწორედ ხერხემლის ჩაყოლებაზეა განლაგებული ძირითადი ჩაკრები. საერთოდ, თმის ნებისმიერი წნული იცავს ადამიანს გათვალვისა და ბნელი ძალებისგან.
– მაგრამ მამაკაცები ხომ ძირითადად მოკლე თმას ატარებენ?
– და სწორიცაა, რადგან მოკლე თმა აძლიერებს მამაკაცურ ენერგიას: ადამიანს უყალიბებს ძლიერ ნებისყოფასა და მტკიცე ხასიათს, უფრო მამაცი და შეუვალია. გრძელი თმა კი ქალური ენერგიის გამაძლიერებელია, რაც ლმობიერი, ქალური ხასიათით გამოიხატება – სრული ჰარმონიაა ენერგიის მიწიერ და კოსმიურ ნაკადებშორის, ანუ ამ ენერგიათა ჰარმონიული ცვლა მიმდინარეობს ქალის სხეულში. შესაბამისად, ძლიერია მისი ენერგეტიკა. ქალის ენერგეტიკული სიძლიერე კი ნიშნავს, რომ მას საუკეთესოდ აქვს აწყობილი ურთიერთობა ქმართან, შვილებთან. იმისთვის, რომ თმამ სრულყოფილად შეასრულოს ყველა ენერგეტიკული ფუნქცია, შეგიძლიათ, ნებისმიერი ვარცხნილობა ატაროთ, მთავარია, დაიცვათ შვიდსანტიმეტრიანი ნიშნული. თუმცა, რაც უფრო გრძელია თმა, მით უკეთესი და არა აქვს მნიშვნელობა, ლამაზი და ფუშფუშა იქნება თუ არა.
– შეღებილ თმაზე რას გვეტყვით?
– რაც შეეხება შეღებილ თმას, ყველანაირი საღებავი ძლიერმოქმედი ქიმიური ნაერთია, რომელიც არღვევს თმის სტრუქტურას. მკვდარი თმის ღერი კი თავისთავად კარგავს ენერგიის დამგროვებლის ფუნქციას.

скачать dle 11.3