კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ქმარმა ფულის საშოვნელად უცხოეთში გამიშვა და თავად ცოლი მოიყვანა

 
  ბოლო პერიოდში, რაც შვილები წამოიზარდნენ, ოჯახში ძალიან გაგვიჭირდა. მართალია, მეც და ჩემი ქმარიც, ორივე სახელმწიფო სტრუქტურებში ვმუშაობდით, მაგრამ ბავშვების სწავლის გადასახადს, ჩაცმა-დახურვასა და სმა-ჭამას ვეღარ ავუდიოდით. ჩემს ქმარს საკმაოდ გავლენიანი საძმაკაცო ჰყავს და ვთხოვე, იქნებ უთხრა და ისეთ რამეზე დაგაწყებინონ მუშაობა, სადაც მეტს გადაგიხდიან და იქნება გვეშველოს-მეთქი. თავი გაიგიჟა: ძლივს ფიზიკურად არ ვმუშაობ, კაბინეტში მოვხვდი, ჩემთვის ვზივარ, თბილად, არც დატვირთული ვარ და ახლა, წავიდე და „კურტნის მუშად“ დავიწყო მუშაობაო. მოკლედ, იძულებული გავხდი, ისევ მე მეშველა ოჯახის ბიუჯეტისთვის. მივიკითხ-მოვიკითხე, მაგრამ დამატებითი სამუშაო ვერ გამოვნახე. არადა, სკოლის პიდაგოგი ვიყავი და არ მინდოდა, იქიდან წამოსვლა. უბრალოდ, ვფიქრობდი, გაკვეთილების შემდეგ, სადმე სხვა სამსახური შემეთავსებინა. ქმარსაც ვთხოვე, იქნებ, შენც გაიკითხო-მეთქი. მოკლედ, ერთ დღეს მოვიდა და გახარებულმა მითხრა: ჩემი თანამშრომლის და წავიდა საბერძნეთში, ძალიან კმაყოფილია, არც ზედმეტად იღლება და კარგი  ხელფასიც აქვს და თუ გინდა, იმასთან ჩაგიწყობ საქმეს და წაგიყვანსო. თავიდან მეგონა, ხუმრობდა. შვილების მოვლას რომ თავი დავანებოთ, რას წარმოვიდგენდი, თუ შემელეოდა, მე გამიშვებდა უცხოეთში სამუშაოდ და თავად ისევ თბილ კაბინეტში ამჯობინებდა ჯდომას. იმ წუთას არაფერი მითქვამს, მაგრამ მერე, რომ მივხვდი, ძალიან გაგვიჭირდა და სხვა გზა არ იყო, ის საუბარი შევახსენე და ვუთხარი: გაარკვიე, იქნებ მიღირს წასვლა, რამდენს გადამიხდიან, რა სამუშაოები არის, მე თუ შევძლებ მუშაობას-მეთქი. მეორე დღესვე გაარკვია და მითხრა: საბუთების გაკეთებაში დაგეხმარები და რაც დროზე წახვალ, მით უკეთესიო. კი გამიკვირდა, ასე რატომ ჩქარობს-მეთქი, მაგრამ ისევ ჩვენს ოჯახურ შემოსავალს დავაბრალე და სხვა არაფერი მიეჭვია. ერთი სიტყვით, ოთხი თვე არ არის, რაც საბერძნეთში ვარ, დღე და ღამე ვმუშაობ. მოხუცს ვუვლი და ამ ყველაფრის გაკეთება ფიზიკურად საკმაოდ მიჭირს, მაგრამ ოჯახისა და შვილების გამო ვიტან. ერთი კვირის წინ კი, გოგონამ დამირეკა და შემოამაპარა: მამა ცუდად იქცევა, მე და ჩემი ძმა ბებოსთან გადავედით საცხოვრებლად, უკვე ამის მოთმენა აღარ შეგვიძლიაო. არ გამკვირვებია მათი დაპირისპირება მამასთან, რადგან ერთმანეთთან არასდროს ჰქონიათ კარგი დამოკიდებულება და ყოველთვის მე ვიდექი შუაში, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ამის მიზეზი სხვა ქალი იქნებოდა. მოკლედ, ჩემმა შვილებმა ვერ მითხრეს და ნათესავმა დამირეკა და მომახსენა: შენს ქმარს ვიღაც ქალი ჰყავს მითრეული სახლში და ამბობს, ჩემი ცოლია. ის რომ საბერძნეთიდან ჩამოვა, გავეყრები. მანამდე კი არ მჭირდება საბუთით რაიმეს დამტკიცებაო. ახლა ვხვდები, რატომაც უნდოდა ჩემი აქ გამოგზავნა, დაფაცურდა და საბუთებიც სასწრაფოდ მომიგვარა. ის ოთხი თვე მას ვუგზავნიდი ფულს და ვინ იცის, ჩემს შვილებს აკლებდა და ჩემი ოფლითა და შრომით ნაწვალებს იმ ქალბატონს აძლევდა. ალბათ, ადრეც ხელფასის ნახევარს მას ახარჯავდა და იმიტომ არ გვყოფნიდა შემოსავალი. რომ ვუფიქრდები, მეტის ღირსი ვარ. სხვებს დავცინოდი, როგორ ტოვებენ ქმრებს და მიდიან უცხოეთში-მეთქი. იმდენი მაგალითი მედო წინ, როგორ არ გავთვალე და გავითვალისწინე. მაგრამ, რას ვიეჭვებდი? ახლა რა გამოდის? ის ქალბატონი ჩემს სახლში მიათრია, მე იქ დამბრუნებელი აღარ ვარ, ქმარიც დავკარგე და შვილებსაც თავგზა ავურიე. კი იტყვიან, ასეთი ნაშოვნი ფული რად გინდაო, მაგრამ რომ ვაკვირდები, რომც დავრჩენილიყავი, ჩემს ქმარს ის ქალი მაინც ეყოლებოდა, მაინც წავიდოდა ჩემგან და ალბათ, ასე ჯობდა. ცოტას მოვითმენ, ფულს დავაგროვებ, ცალკე ვიყიდი ბინას და რომ დავბრუნდები, შვილებთან ერთად იქ გადავალ. გასაგებია, ამ ცხოვრებაში ყველაფერს უნდა ელოდო, მაგრამ ცოლი სამუშაოდ გაუშვა უცხოეთში და შენ სხვა ქალთან „იგულაო“, სირცხვილი არაა? უფრო სწორად, სირცხვილი კი არა, არაკაცობაა და ასეთ ადამიანთან ცხოვრებას აღარც მე ვაპირებ.
ნანა, 46 წლის.
скачать dle 11.3