№49 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია

პასუხი: ამ შემთხვევაში არსებობს სახის ნიღაბი, რომელიც მოგიხსნით დაღლილობას, გააჯანსაღებს კანის ფერს და მოიყვანს მას ტონუსში. ზეითუნის ზეთი შეიცავს A და E ვიტამინებს, რომლებიც ეხმარებიან კანს, სწრაფად აღიდგინოს დაზიანებული ადგილები. მისი გამოყენების შემდეგ კანი ბევრად უფრო გლუვი და ჯანმრთელი გახდება. სახის ნიღბის მოსამზადებლად ერთმანეთში აურიეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ერთი კვერცხის გული, დაუმატეთ ცოტა ფორთოხლის წვენი და მიღებული მასა, თითების წრიული მოძრაობით დაიდეთ სახეზე. ნიღაბი სახეს ჯანმრთელ ფერსა და ბრწყინვალებას შემატებს.