№49 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი ვაჟი 1999 წლის 29 ივლისს, დილის 8 საათზე დაიბადა. თუ ურჩევთ უცხო ქვეყანაში სწავლის გაგრძელებას და მაინტერესებს, პირადი ცხოვრება ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულს დაუკავშიროს და რომელს მოერიდოს?
პასუხი: უცხოეთი მისთვის საშუალოა, ამიტომ დროებით, გამოცდილების მიღების მიზნით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ცუდი ნამდვილად არ იქნება. სასიყვარულო პარტნიორად კი კარგია ქალწული, მერწყული, სასწორი, მშვილდოსანი, ტყუპები. არ არის სასურველი ურთიერთობა ვერძთან.
კითხვა: დავიბადე 1979 წლის 6 ნოემბერს, დილის საათებში. მინდა უცხოეთში წასვლა და მუშაობა. თუ არის უცხოეთი ჩემთვის ასტროლოგიურად მისაღები და, კერძოდ, რომელ ქვეყანას მირჩევთ?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, ამიტომ, შეგიძლიათ, თქვენი ძალები მოსინჯოთ. თუმცა, დიდ წარმატებებს ნუ ელით. ქვეყნებიდან კი მისაღებია: პორტუგალია, ბრაზილია, ჩინეთი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური მხარე, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, ინდოეთის აღმოსავლეთი ნაწილი, კუნძული მალტა, იტალია, ესპანეთის კატალონიის მხარე, ავსტრია და მონაკო.
კითხვა: დავიბადე 1994 წლის 13 მაისს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანია ჩემთვის უფრო მისაღები სასიყვარულო ურთიერთობისთვის და რომელს მოვერიდო, რომ პირად ცხოვრებაში არ შევიქმნა პრობლემები?
პასუხი: თქვენთვის სასიყვარულო სფეროში მისაღები და კარგია ურთიერთობა კუროს, თხის რქის, ქალწულის, კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. ხოლო, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან.