კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 თილისმის ფორმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით უნდა შეარჩიოთ

  ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი სტიქია აქვს, რომელიც ადამიანს სასიცოცხლო ენერგიას მატებს. თუ ცუდ ხასიათზე ხართ, სისუსტეს გრძნობთ, საქმეები ცუდად მიგდით და ხელი გეცარებათ, კარგი იქნება, თუ თქვენი ზოდიაქოს შესაბამის თილისმას მოიძიებთ და ატარებთ.
  ვერძი – ვერძის თილისმა რკინაა. შეგიძლიათ, ოქროს ან მეტალის სამკაულიც ატაროთ. სასურველი ფიგურებია: ისარი, ურო ან დაშნა. თუ თავის ტკივილები გაწუხებთ, ცუდ განწყობაზე ხართ და ფიქრობთ მომავალ გეგმებზე, დაწექით და შუბლზე ოქროს რაიმე ნივთი დაიდეთ. ეს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ, ტკივილსაც დაგავიწყებთ და ენერგიითაც აგავსებთ.
  კურო – ამაყი და ვნებიანი კურო, პერიოდულად, სიმშვიდესა და დასვენებას საჭიროებს. კუროს თილისმაა ბუ. ბუ შეიძლება, დამზადებული იყოს ქვისგან ან ხისგან. ასევე, კუროების თილისმური ქვაა საფირონი და ფირუზი. ხშირად ატარეთ ამ ქვისგან დამზადებული სამკაულები.
  ტყუპები – ტყუპების თილისმაა ჯაჭვზე ჩამოკიდებული მომცრო ვერცხლის გასაღების კულონი. ეს სიმბოლო დაგეხმარებათ, გაუძლოთ ნებისმიერ გამოწვევას და წარმოაჩინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. ასევე კარგია წითელი ან პერლამუტრის ფერის ხელი, ნიღბის ან ვარსკვლავის კულონის ტარება.
  კირჩხიბი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, მთვარესავით იდუმალები არიან. ამიტომ, სწორედ, მთვარის გამოსახულება გახლავთ მათთვის საუკეთესო თილისმა. საუკეთესო მეტალი კი ვერცხლია. სასურველია, თუ ვერცხლის კულონში ცივი ფერების გამჭვირვალე ქვები იქნება ჩასმული. თილისმად ასევე, გამოდგება: სპილო, ლოტოსი ან მარგალიტის მძივი.
  ლომი – ლომებს მოცულობითი და მსხვილი სამკაული უხდებათ. უმჯობესია, გულთან ახლოს ატაროთ. ყველაზე იღბლიანი თილისმა არის ოქროს მონეტა ან მედალიონი. ასევე, კარგია არწივის სიმბოლოც. შეარჩიეთ წითელი ან ქარვისფერი ქვები.
  ქალწული – ქალწულისთვის თილისმად კარგია ქვისგან გაკეთებული ფიგურა, რადგან ამ ნიშნის სტიქია არის მიწა. ეს შეიძლება იყოს, ძვირფასი მინერალიც, მაგრამ შემთხვევით ნაპოვნ პატარა ქვას უფრო მეტი წარმატების მოტანა შეუძლია. ქალწულებს წარმატებას მოუტანს კულონში ჩასმული ძველი დამწერლობით შესრულებული ხელნაწერები.
  სასწორი – სასწორებს წარმატებას მოუტანს ბეჭედი არათითზე, რომელიც გაწყობილი იქნება ოპალით, ონიქსით ან ნეფრიტით. სამკაული შეიძლება იყოს ოქროსიც და ვერცხლისაც. არანაკლები სიძლიერის თილისმაა გულის სიმბოლოც. საუკეთესო ვარიანტია გულის ფორმის ვერცხლის კულონი. ასევე, თილისმებად გამოდგება ხუთფურცლიანი ყვავილი, მზესუმზირა, პეპელა, გედი, მტრედი და მერცხალი.
  მორიელი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს აქვს უნარი, მაგიური ძალა შესძინოს ნებისმიერ ძვირფას ნივთს. მათთვის საუკეთესო თილისმა საკუთარი ზოდიაქოს ნიშანია. ასევე, ვერცხლის კულონი ხოჭოს, გველის ან პირამიდის გამოსახულებით.
  მშვილდოსანი – მშვილდოსნის თილისმა გახლავთ ნალი. თავგადასავლების მოყვარული მშვილდოსნები მიწაზე მყარად უნდა იდგნენ. ნალი კი მათ წარმატებას მოუტანს. კიდევ ერთი თილისმა არის სალამანდრა. ეს არსება, შუასაუკუნეებში ცეცხლის სულად ითვლებოდა. მშვილდოსანი კი ცეცხლის სტიქიას მიეკუთვნება. თილისმად, ასევე, გამოდგება წითელი და ლურჯი ფერის ქვები.
  თხის რქა – თხის რქები, თავიანთ ძალებს ბნელი სამყაროდან იღებენ, რადგან ძველად დემონის გამოსახულებას, სწორედ, თხის თავი ჰქონდა. მათთვის საუკეთესო თილისმა შეიძლება გახდეს ძველებური ნივთი, მაგალითად, მონეტა, მედალიონი, ქვის ქანდაკება ან ძველებური საათი.
  მერწყული – მერწყულები უდიდესი ენერგიის მატარებლები არიან. მათი თილისმა არის ანგელოზი ან ჩიტი. საუკეთესო ქვები კი – საფირონი, ცირკონი, ამეთვისტო და აკვამარინი.
  თევზები – თევზები მორცხვები და ჩაკეტილები არიან. მათ მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ. მათთვის იდეალური თილისმა ნიჟარაა. უმჯობესია, თუ მას სანაპიროზე შეიძენთ ან თავად იპოვით და სახლში დადებთ, შეგიძლიათ ატაროთ ჩანთით ან სამკაულის სახით.
скачать dle 11.3