კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს პიტნა ბავშვის კვებაში როდიდან  შეიძლება? მაგალითად, წვნიანში დამატება?
პასუხი: იმ რაოდენობის პიტნა, რაც წვნიანს სჭირდება, ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ზიანის მომტანი არ იქნება.
კითხვა: მქონდა მუნი.  მკურნალობა დერმატოლოგის მითითებით ჩავიტარე, თუმცა ცოტა ქავილი და გამონაყარი ისევ დამრჩა. მეორედაც ვიმკურნალე, მაგრამ გამონაყარი და ქავილი ისევ მაქვს. რას მირჩევთ?
პასუხი: შესაფასებლად დერმატოლოგს უნდა მიმართოთ, რადგან არ არის გამორიცხული, გქონდეთ მეორეული პიოდერმია – ქავილის შედეგად ხდება მეორეული ჩირქოვანი ინფექციის თანდართვა ან დერმატიტი, რაც  მუნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ ვითარდება და კანის ანთებითი მოვლენები ახასიათებს. სწორი შეფასების გარეშე ეფექტური მკურნალობა ვერ დაინიშნება.
კითხვა: მაქვს ჩირქოვანი ყელი. აუცილებელია თუ არა გლანდების ოპერაცია?
პასუხი: საჭიროა, ყელი დაათვალიეროს ლარინგოლოგმა, ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება მკურნალობის მეთოდზე.
კითხვა: მაქვს ტრიქომონიაზი. დაახლოებით რამდენი დრო სჭირდება განკურნებას? და მკურნალობის პროცესში სექსი რატომ არ შეიძლება კონდომით?
პასუხი: ტრიქომონიაზის მკურნალობა შესაძლოა, რამდენიმე დღიდან 1 თვემდე გაგრძელდეს, საშუალოდ – 2 კვირა. მკურნალობის მაქსიმალური შედეგის მისაღებად არ არის რეკომენდებული სქესობრივი კავშირი, თუნდაც კონდომით, დაინფიცირების რისკის გამო.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3