კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების პროფილაქტიკა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების მიზეზებია: სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, ჰიპერტონიული დაავადება, სხვადასხვა სახის (მეორეული ხასიათის) ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის შეუღლება, ვაზომოტორული დისტონია, გაუკუღმართებულ სისხლძარღვოვანი რეაქციების (სპაზმი-დილატაცია) გამომწვევი სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიური ლაბილურობა. სპაზმი ვითარდება სისხლძარღვის კედლის ტონუსის მზარდი მომატებით, რაც ხშირად იწვევს არა მარტო სისხლძარღვის შევიწროებას, არამედ მისი სანათურის სრულ დახშობასაც.
 არტერიული ჰიპოტენზია იწვევს სისხლის მიწოდებისა და მისი მოხმარების დეფიციტს, ამიტომაც სისხლძარღვის კედლის დაზიანებას მოჰყვება თრომბოზების განვითარება, თრომბოზული ან თრომბოემბოლიური იშემიის ჩამოყალიბებით.
  პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო. მნიშვნელოვანია მემკვიდრეობა, ასაკობრივი მაჩვენებელი – უკანასკნელ ხანს ხომ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ძირითადად, ახალგაზრდა ასაკში გვხვდება, თუმცა თავის ტვინის იშემიური დაზიანების მაჩვენებელი დიდია ხანდაზმულ ასაკშიც. იშემიური დაავადება მცირე უპირატესობით გვხვდება ქალებში, თუმცა 60 წლიდან ეს სხვაობა აღარ არის თვალში საცემი, ვინაიდან ათეროსკლეროზული პროცესი ორივე სქესის სისხლძარღვებს ერთნაირად აზიანებს. ადამიანები, რომლებიც ცხოვრების პასიურ წესს მისდევენ, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი იშემიისკენ. არსებობს მოსაზრება, რომ ფიზიკური აქტივობა ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას. მოძრაობა და, საზოგადოდ, ფიზიკური აქტივობა განაპირობებს სისხლძარღვთა თავისებურ ტრენირებას, აუმჯობესებს მათი კედლის ფუნქციურ მდგომარეობას.
  დაავადება მიმდინარეობს ან მწვავედ, ან ქრონიკულად. მწვავე ფორმა შესაძლოა ტვინის ინფარქტით ან კიდევ უფრო მძიმედ – ჰემორაგიული ინსულტით (ტვინში სისხლჩაქცევით) გამოვლინდეს. ასეთი კრიზები ხშირად ლეტალურად (სიკვდილით) სრულდება. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას სისხლძარღვთა შევიწროების სიმპტომები ნელ-ნელა იჩენს თავს. თავდაპირველად პაციენტი უჩივის სწრაფად დაღლას საშუალო მოცულობის სამუშაოს შესრულების დროსაც კი. შემდეგ აღმოცენდება თავის ტკივილი. ადამიანს პერიოდულად აწუხებს თავბრუხვევა. ზოგჯერ რაღაცებიც ავიწყდება.
დაავადების ქრონიკულ ფორმას სამი სტადია აქვს:
  პირველი სტადია ყველაზე მსუბუქია. ის, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგან შრომისუნარიანობის დაქვეითებას ადამიანთა უმრავლესობა სამსახურში გადაღლა-გადაძაბვას, ძილის ნაკლებობას, ამინდის ცვალებადობას და სხვა ფაქტორებს აბრალებს და ექიმთან მისვლას არ ჩქარობს.
მეორე სტადიას ახასიათებს შინაგან ორგანოთა ფუნქციის დარღვევა. მაგალითად, მწყობრიდან გამოდის შარდის გამომყოფი ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, რაც სიარულის ცვლილებას იწვევს. ადამიანი თავად ვერ ამჩნევს, მაგრამ სიარულისას ფეხებს უჩვეულოდ ადგამს, ქვედა კიდურები დროდადრო უბუჟდება, ყველაფერი აღიზიანებს. გუნება-განწყობილების მუდმივ ცვალებადობას ის კონფლიქტებამდე მიჰყავს. ნებისმიერი ამ სიმპტომის შემჩნევისთანავე აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.
  მესამე სტადიაზე თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროება ტვინის მუშაობის უფრო სერიოზული დარღვევებით გამოიხატება. ადამიანი კარგავს მოძრაობის კოორდინირების უნარს, ამიტომ ნელა და ფრთხილად გადაადგილდება. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მაკონტროლებელი ცენტრები სავსებით წყვეტს ფუნქციობას. ადამიანს არათუ გადაადგილება, ფეხზე დგომაც კი უჭირს. არცთუ იშვიათად, ერღვევა მეტყველება, კარგავს მხედველობას.
  ორგანიზმის საერთო გაკაჟებისა და სისხლძარღვების გასაწმენდად საჭიროა, ყოველდღიურად, საუზმემდე მიირთვათ თითო ცალი მანდარინი, ერთი მუჭა ქიშმიში და რამდენიმე ცალი ნიგოზი. 15-20 წუთში დალიოთ ერთი ჭიქა წყალი, რომელშიც გარეული იქნება ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ლიმონის წვენი. ხოლო 10-15 წუთში შეგიძლიათ, მიირთვათ საუზმე.
  გამოწურეთ ხახვისგან 1/3 ჭიქა წვენი და შეურიეთ ერთ ჭიქა ნატურალურ თაფლს. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ელექსირი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნაზავი არა მხოლოდ ეფექტურად გაწმენდს სისხლძარღვებს, არამედ გაგიმყარებთ იმუნიტეტს.
скачать dle 11.3