კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ძუძუს კიბოს სიმპტომები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მეცნიერებს ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზები ბოლომდე ჯერ კიდევ არ აქვთ ამოხსნილი, მაგრამ ცნობილია ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ძუძუს კიბოს განვითარების ალბათობას: არანამშობიარები ქალები, პირველი მშობიარობის გვიანი ასაკი (30 წლის ზევით), მენსტრუაციის ნაადრევი (12 წლის ასაკამდე) დაწყება და გვიან (50 წლის შემდეგ) შეწყვეტა, ხანმოკლე ლაქტაცია, კონტრაცეპტივების მიღება და ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია (რისკი მცირდება მათი მიღების შეწყვეტიდან 5-10 წლის შემდეგ), ძუძუს კიბოს ოჯახური ანამნეზი (ძუძუს კიბოს შემთხვევათა მხოლოდ 15%-ია გენეტიკურად განპირობებული), მამოგრაფიულად მაღალი სიმკვრივის მქონე ძუძუ, თამბაქოს მოხმარება, მაღალი ან თუნდაც დასაშვები დოზის ფარგლებში ხშირი რადიაციული დასხივება მოზარდ ასაკში (16 წლამდე), ჭარბი წონა – განსაკუთრებით, წონის მკვეთრი მატება 16 წლის ასაკის ზევით.
  სარძევე ჯირკვლის კიბოთი ავადობის რისკი მცირდება თუ: მენსტრუაცია დაიწყო დროულად ან გვიან (12-14 წლიდან) და შეწყდა 40-45 წლის ასაკში, ბავშვის ძუძუთი კვება გრძელდება 6 თვეზე მეტხანს; თუ ქალი იცავს ცხოვრების ფიზიკურად აქტიურ წესს და ინარჩუნებს სხეულის ნორმალურ წონას; იკვებება ჯანსაღად: ძირითადად იღებს მოხარშულ ხორცს, თევზს, ხილს, ბოსტნეულს, ნაკლებად ცხიმიან პროდუქტებს, შეზღუდული რაოდენობით კი – შემწვარ, კონსერვანტებიან, შებოლილ პროდუქტებს, ყავას, ჩაის, შოკოლადს და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ექიმთან (გინეკოლოგი, მამოლოგი) რეგულარული ვიზიტები და მის მიერ დანიშნული საჭირო გამოკვლევების ჩატარება – სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია და მამოგრაფია. აუცილებელია სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა.
  ძუძუს თავის ნებისმიერი სახის ცვლილება ან გამონადენი, ასევე, იღლიის ლიმფური კვანძების შესიება, სარძევე ჯირკვლების ანთება და წყლულების გაჩენა ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
  სიმპტომები, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში ექიმს უნდა მივმართოთ: მკერდის ჯირკვლოვანი ქსოვილის გამკვრივება ან დარბილება, ერთი ან ორივე ძუძუს ფორმისა და ზომის ცვლილება,  ძუძუს თავიდან სისხლისმაგვარი გამონადენი, იღლიის ლიმფური კვანძების შესიება ან გაზრდა, ძუძუს თავის ან მის ირგვლივ ადგილის გაღიზიანება, ძუძუს თავის გარეგნული იერსახის ნებისმიერი ცვლილება.
  კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, მისი განკურნება შესაძლებელია. იმ ქალების 94 პროცენტი, რომლებიც დროულად მიმართავენ ექიმს, სრულიად იკურნებიან, მთავარია, დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე დაისვას. ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებას კი მასობრივი სკრინინგი წარმოადგენს. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მკერდის კიბოს ყოველი მეექვსე შემთხვევა სხვა სიმპტომების გამოვლენით იწყება და არა სიმსივნური წარმონაქმნით.
  კიბოს დიაგნოზის დროს მკურნალობა ტარდება ქირურგიული, სხივური და ქიმიოთერაპიის მეთოდებით. მეთოდის არჩევა დამოკიდებულია სიმსივნის სტადიაზე, მის გავრცელებასა და ავადმყოფის მდგომარეობაზე.
скачать dle 11.3