კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ხურმის დადებითი თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ეს არაჩვეულებრივი ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, რითაც ასაზრდოებს გულის კუნთებს, ამცირებს არტერიული ჰიპერტენზიის რისკს და არეგულირებს არტერიულ წნევას.
  ადამიანი უძველესი დროიდან მიხვდა, რომ ხურმა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყო. უახლოესი მედიცინა კი მას კიბოს საწინააღმდეგო ხილად აღიარებს. მეცნიერების მტკიცებით, ხურმა დიდი რაოდენობით შეიცავს A ვიტამინს (ბეტა კაროტინი), რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის მხედველობაზე. მათივე მტკიცებით, ხურმა საუკეთესოა ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად.
  განსაკუთრებით სასარგებლოა ეს ხილი მათთვის, ვისაც სტრესული გარემო და დაძაბული ცხოვრების რიტმი აქვს. ის აუმჯობესებს მადას, ამაღლებს განწყობას, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხსნის დაღლილობას.
  ხურმა სასარგებლოა მხედველობისთვის, გულ-სისხლძაღვთა სისტემისთვის, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ორგანიზმიდან გამოდევნის ნატრიუმის მარილებს და ეწინააღმდეგება კენჭების გაჩენას.
  ხურმა დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი, საშუალოდ, 66 კილოკალორიას შეიცავს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ტკბილია, როგორც დაბალკალორიული ხილი, წონაში დაკლების მსურველთა დიეტური პროდუქტების ჩამონათვალშია შეტანილი.
  უგემრიელესია ხურმის ჩირიც, ამასთან ერთად, მასში შენარჩუნებულია სასარგებლო თვისებები.
ჩირის მოსამზადებლად არჩევენ მაგარ, დაუმწიფებელ ნაყოფს, რომელსაც თლიან და მზეზე აშრობენ.
კარგი ჩირი თეთრად უნდა იყოს დაფიფქული, ეს შრობისას გამოყოფილი შაქარია. თუმცა ზოგჯერ გამყიდველები იტყუებიან და ჩირს სახამებელს, ფქვილს ან პუდრას აყრიან. ამის შემოწმება ხელის დასმითაც შეიძლება – თეთრი ფენა არ უნდა მოშორდეს. თავად ჩირი უნდა იყოს დრეკადი, რეზინის მსგავსი, რბილი.
ხურმაში შემავალი პროვიტამინები დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, სადაც ავთვისებიანი წარმონაქმნებია, ასევე, კარგია ლეიკემიის მკურნალობისას. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთმევენ ბეტაკაროტინის შემცველ ხილსა და ბოსტნეულს, ნაკლებად ემუქრებათ ფილტვის კიბოს განვითარების საფრთხე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწეველებისთვის.
  ხურმას საკმაოდ დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიღებისას სისხლში გლუკოზა არ რჩება და მისი დონე მაღლა არ იწევს. ათეროსკლეროზის დროს ის დადებით გავლენას ახდენს მკურნალობის პროცესზე. რეკომენდებულია, ამ დაავადების მქონე პაციენტებმა დღის განმავლობაში 100 გრამი ხურმა მიიღონ. ეს ხილი, მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით, ხელს უწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას, ასტიმულირებს ნერვული სისტემის ნორმალიზებულ ფუნქციონირებას და ეხმარება ორგანიზმს სისხლჩაქცევების გაწოვაში. ყელის ტკივილის დროს შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც წამალი. შეურიეთ ერთმანეთს მისი წვენი და თბილი წყალი და დალიეთ.
скачать dle 11.3