კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 როგორ ჩაატია ელენე ფოჩხუამ თავისი სიყვარული სამ წუთში და როგორ გადაჭრა მან პირადი პრობლემები დიპლომატიურად

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალი ელენე ფოჩხუა უკვე წლებია, ყოველ საღამოს ერთ-ერთი რესტორნის სცენაზე დგას და მღერის. მიუხედავად გადატანილი დიდი ტრაგედიისა, ვერავინ ამჩნევს, რომ ხანდახან, სიმღერის დროს, მისი გარდაცვლილი ძმის უხილავ სულს ხედავს და ცრემლები ახრჩობს. მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ცდილობს, დამალოს დარდი  და ხალისიანი განწყობით დამუხტოს გარშემო მყოფი ადამიანები. ამას კი ნამდვილად ახერხებს. სულ მალე, დიდი პაუზის შემდეგ, ელენე თავის პირველ კლიპს გადაიღებს და ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს.
  ელენე ფოჩხუა: მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. დედა მუსიკოსია, ფორტეპიანოს განხრით, მამიდა – სოლფეჯიოსა და მუსლიტერატურის პედაგოგი, ბებია, მეორე მამიდა და მამა ძალიან კარგად მღეროდნენ, ასე რომ, მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად დამყვა. ოჯახის წევრები ხმებში ვშლიდით სიმღერებს. 4 წლის ვიყავი, პირველად რომ ვიმღერე სცენაზე, კულტურის ცენტრში. არავის ეგონა, თუ ეს ჩემი პროფესია იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაღშიც და სკოლაშიც აქტიური ვიყავი და სულ სცენაზე ვიდექი ზეიმებზე, ჩემზე არავინ ფიქრობდა, რომ უნდა მემღერა და 14 წლისამ, დაჟინებით მოვთხოვე მშობლებს, ზუგდიდში, ახალგაზრდულ ცენტრში მივეყვანე, ანსამბლ „გინცში“. საერთაშორისო ფესტივალებზე დავდიოდი და საკმაოდ კარგი წარმატებები მქონდა. დიდი მისაღები გვქონდა სახლში, სადაც ინსტუმენტი გვედგა. იქ მიყვარდა განმარტოება და მთელი დღე შემეძლო მემღერა. სიმღერებსაც ვწერდი.  ახლა, წლების მერე, მინდა, ამ სიმღერების ახალი ვერსიები ჩავწერო. მოკლედ, მშობლებმა რომ შემატყვეს, სიმღერის გარდა სხვა პროფესია არ მინდოდა, თბილისში, საესტრადო-ვოკალის განხრით ჩაბარება მირჩიეს. შემდეგ კი პედაგოგიური სასწავლებელიც დავამთავრე, საესტრადო განხრით. შემდეგ იყო „ჯეოსტარი“, საიდანაც მაყურებელმა გამიცნო.
– ამის შემდეგ იყო პაუზა სასიმღერო კარიერაში.
– დიახ, ამის შემდეგ დადგა დიდი, იძულებითი პაუზა ჩემს სასიმღერო კარიერაში. დიდი ტრაგედია დამატყდა თავს ჩემი ძმის, გიორგის გარდაცვალების გამო. მემღერებოდა კი არა, არაფერი მახსოვდა. შოკიდან რომ გამოვედი და გავაცნობიერე, რაც მჭირდა, ცხოვრებასთან გამკლავება კიდევ უფრო გამიჭირდა. თავიდან დავიწყე ქუჩაში სიარული, ნაბიჯის გადადგმა, საუბარიც კი. ფაქტობრივად, თავიდან დავიბადე და ცხოვრებაც თავიდან დავიწყე. რესტორანში სიმღერა ჩემთვის უმძიმესი სასჯელი იყო. ბევრჯერ მიტირია მიკროფონით ხელში. თუმცა, გაჭირვება და ტკივილი, ორმაგად კარგად მამღერებდა. მახსოვს, ტურისტები იყვნენ რესტორანში და ვმღეროდი „გოგოვ, გოგოვ შავთვალას“, იმდენად, მომაწვა ტკივილი, ცრემლმა დამახრჩო და შუა სიმღერის დროს ვიტირე. იმათ არ ესმოდათ, რაზე ვმღეროდი. ნელი მელოდიის გამო ეგონათ,  რომ სიყვარულის თემა იყო და ოცი წუთი ფეხზე დამდგარი მიკრავდნენ ტაშს. ახლა რომ ვიხსენებ, თავად არ ვიცი, როგორ გავუმკლავდი ამ სტრესს და ტკივილს. იმ ძნელ პერიოდში დედა, შვილი, მეგობრები და მეუღლე ჩემი ანტიდეპრესნატები იყვნენ.
– ამბობენ, გარდაცვლილი ახლობლები არ გვტოვებენ, იმქვეყნიდან გვმფარველობენო. შენ თუ გიგრძნია რაიმე მსგავსი?
– რასაკვირველია, გიორგის უხილავ სხეულს და სუნთქვას სულ ვგრძნობდი. ველაპარაკებოდი სცენაზე გასვლამდე: მომეცი  ძალა, სიმღერა შევძლო-მეთქი. მართლა ვგრძნობდი მის გვერდით გდომას, მის ძალას. ბევრჯერ დამსიზმრებია კიდეც. მისი ხმა ახლაც მესმის და იმქვეყნიდან მის მფარველობას სულ ვგრძნობ.  მე მოდუნების უფლება არც მაშინ მქონია და არც ახლა მაქვს. ზოგადად, არ მიყვარს შინაგანი ტკივილის, დარდისა და ცრემლის გამოაშკარავება. რომ არ სცოდნოდათ ჩემი ტრაგედია, სამსახურში ვერც კი მიხვდებოდნენ ჩემს გაჭირვებას. სახლიდან რომ გადიხარ და სამსახურის კარს აღებ, შენი ტკივილი ზღურბლს უკან უნდა მოიტოვო. მტირალა და დარდიანი არავის უნდიხარ. გიორგის წასვლამ ოცი წლით დამაბერა.
– ვინც გიცნობს, ყველამ იცის, რომ მიუხედავად გადატანილი დიდი ტრაგედიისა, მაინც ხალისიანი და მხიარული ხარ. დარდმა და ტკივილმა ეს თვისებები ვერ დათრგუნა შენში?
– მართალია, ბუნებით მხიარული და ხალისა ვარ. მეგობრები ზედმეტსახელად, „გიჟუნას“ მეძახდნენ. სულ ვხუმრობ, მეგრელი კი ვარ, მაგრამ მორიდებული-მეთქი. ხანდახან, არ მინდა, ვიყო ასეთი მორიდებული, რადგან ეს საქმეს მიფუჭებს ჩემს სპეციალობაში. მაგრამ მე ასე გამზარდეს. თუმცა, ჩემში მეგრული გამტანიანობა დევს დიდი დოზით. ზარმაცი არ ვარ და თუ რამეს ვიტყვი, აუცილებლად გავაკეთებ. ყველაფერს ვასწრებ და ეს მეგრული სისხლის და გენის დამსახურებაა.
– მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად მღერი, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ გააქტიურება გადაწყვიტე და სულ მალე, შენს პირველ კლიპზე იწყებ მუშაობას, რომლის რეჟისორიც გიორგი შარაშიაა. მისთვისაც ეს კლიპი სარეჟისორო დებიუტია. რატომ გადაწყვიტე მისთვის მიგენდო ეს საქმე და სად და როდის იწყება გადაღებები?
– ვუთხარი ჩემს თავს: ელენე, დამთავრდა შენი მხოლოდ სამსახურში სიმღერა, ეს არ არის საკმარისი, თუ რამის პრეტენზია გაქვს, საკუთარ თავს მოდუნების საშუალება არ უნდა მისცე! და, ჩავწერე ლილიკო ნემსაძის  სიმღერა „ბრავო სტუდიაში“, არანჟირება ბორიკო შხიანმა გაუკეთა, ვოკალ-მასტერინგზე კი ალეკო ბერძენიშვილმა იმუშვა და კლიპის გადაღებები სულ მალე დაიწყება წყალტუბოში. სამ დღეში უნდა გადავიღოთ. რაც შეეხება გოდერძი შარაშიას, ჩემი დიდი ტრაგედიის მერე, ხელმეორედ დაბადება იყო, პროექტი „ორი ვარსკვლავი“, სადაც გოდერძისთან ერთად ვიმღერე. ამის მერე, ფაქტობრივად, დავბრუნდი ჩემს სფეროში და გოდერძის დიდი წვლილი მიუღვის ამაში. ჩემი მეგობარია. მას ყოველთვის განსხვავებული ხედვა ჰქონდა და ვიფიქრე, მინდა, ეს ადამიანი იყოს ჩემი პირველი კლიპის რეჟისორი-მეთქი. რომ ვუთხარი, დამთანხმდა. მინდა, მას და კიდევ ბევრ ადამიანს დიდი მადლობა ვუთხრა გვერდში დგომისთვის. სიმღერა სიყვარულზეა, ქალი რომელიც ეძებს ბედნიერებას და ჰქვია – „წამი ჩერდება“.
– რეალურ ცხოვრებაში, რამდენად გაგიმართლა სიყვარულში, ბედნიერი ქალი ხარ?
– ძალიან ბედნიერი ვარ. იყო პერიოდები, როცა საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობაში დაბრკოლებების გადალახვა მომიხდა, თუმცა, ეს გავიარეთ. ამაში ჩვენი ოჯახები დაგვიდგა გვერდით და დღეს მე და გოგას ბედნიერი, მყარი და ძლიერი ოჯახი გვაქვს. იცით, როგორი მზრუნველი ადამიანია? აბაზანაში რომ შევდივარ, ხშირად მიკაკუნებს, ხომ კარგად ხარო (იცინის). მართალია, შეცდომა დაუშვა, მაგრამ ახლა ხუთმაგად გამოასწორა, ის პერიოდი გადალახულია და ამ თემას ხმამაღლა არ ვაჟღერებ.  ერთს ვიტყვი – მეც დიპლომატიურად მივუდექი და ძალიან მაგრად რომ არ გვყვარებოდა ერთმანეთი, დღეს ერთად არ ვიქნებოდით. ჩემი ახალი სიმღერაც, რომელზეც კლიპს ვიღებ, ამ ამბავს და ჩემს ქმარს მივუძღვენი. იქ ყველაფერი ნათქვამია, ეს ჩემი ისტორიაა და ამით გოგას ხელახლა ვუხსნი სიყვარულს.
– რამდენ წუთში ჩაატევ შენი სიყვარულის ისტორიას?
– სამ წუთში ჩავატევ. მართალია, ბევრი იტყვის, ცოტა დროაო, მაგრამ ამ სისწრაფეშიც მეგრელობა დამეხმარა (იცინის). ასე რომ, მე ამაზე არ გავჩერდები, უნდა „ამოვიქოქო“. არ მაქვს უფლება, გავჩერდე. წლები მალე გადის და მინდა, ეს დრო გამოვიყენო. ზუსტად ვიცი, ამ კლიპის გადაღება ყველაზე მეტად გიორგის – ჩემს ძმას უხარია და იმქვეყნად, ალბათ, ხარობს და დახტის ჩემი ბედნიერებით.

скачать dle 11.3