№48 მიხეილ გრიგორაშვილმა, რომელიც კანადის საჰაერო მრეწველობის პიონერი იყო, ამერიკაში ცოლთან ერთად ძვირად ღირებული კოსმეტიკის ხაზი შექმნა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
არჩილ გურიელი-ჭყონია და მიხეილ გრიგორაშვილი ქართველი ემიგრანტები არიან, რომელთა ცხოვრებამაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ამერიკის, რუსეთისა და კანადის ისტორიაში.
ირაკლი მახარაძე (კინორეჟისორი, მკვლევარი): არჩილ გურიელი-ჭყონია აზნაურ ჭყონიას ოჯახში დაიბადა, ის ამტკიცებდა, რომ ბებიამისი გურიელების გვარიდან იყო. ჭყონია ემიგრაციაში თავდაპირველად ავსტრალიაში წავიდა, იქიდან – საფრანგეთში, ხოლო 1939 წელს ამერიკაში მოხვდა. თვითმარქვია (როგორც მას ბევრი უწოდებდა) ,,პრინცი” არჩილ გურიელი 23 წლით უფროს ჰელენ რუბინშტეინზე – პარფიუმერიის დედოფალზე და ერთ-ერთ უმდიდრეს ქალბატონზე დაქორწინდა. როგორც ამბობენ, ეს ქორწინება ორივეს აწყობდა – გურიელს მეუღლის ფული, რუბინშტეინს კი – მეუღლის წოდება სურდა (თურმე შეუღლებამდე ჰელენამ გურიელის გენეალოგია ძირფესვიანად შეისწავლა). შეუღლების შემდეგ ქალბატონი რუბინშტეინი საკუთარ თავს „ჰელენ პრინცესა გურიელს“ უწოდებდა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ერთობლივი ბიზნესი წარმატებულად წარიმართა. მათ საფუძველი ჩაუყარეს Gourielli Apothecary ხაზს და უშვებდნენ ძვირად ღირებულ კოსმეტიკას ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის (პრინცი გურიელის სახელობისას). სხვათა შორის, პარიზში გახსნილ სალონს ხელმძღვანელობდა გურიელის და მარიამ ჭყონია, რომელიც კოკო შანელის ქუდების მოდელიორი იყო. „პრინცი და პრინცესა სისხლსავსედ ცხოვრობდნენ. ენერგიულ და ენთუზიაზმით სავსე ჰელენას ნიუ-იორკი უყვარდა – ჯაზის პომპეზური საღამოები, ახალი კოქტეილები, კინოპრემიერები, მიუზიკლები, ლამაზმანები, ვარსკვლავები...“ – წერდნენ წყვილის შესახებ. ამის გარდა მათ ერთობლივი გატაცება აერთიანებდათ – ეს იყო ბრიჯი. გურიელი საკმაოდ კარგი მოთამაშე იყო და ძალიან ხშირად სოლიდურ თანხებსაც იგებდა. ჰელენა პოლონელი ებრაელი გახლდათ, მაგრამ როგორც ამბობენ, ის ქართველი ცოლის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენდა. გურიელი-ჭყონია ამ ბოჰემურ გარემოში ისე თავისუფლად გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. სტუმრებს ის ქართველისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობითა და ხელგაშლილობით ხვდებოდა. საკუთარი გარეგნობისა და უშუალობის წყალობით ის სწრაფად იძენდა ახალ მეგობრებს მაღალი საზოგადოების წრეებში. გურიელი მეგობრობდა ცნობილ ადამიანებთან ჯანეტ მაკდონალდთან, ეროლ ფლინთან, გრეგორი პეკთან, ერნესტ ჰემინგუეისთან, ჯეიმს ჯოისთან... საქვეყნოდ ცნობილმა მხატვარმა სალვადორ დალიმ კი შექმნა ჩაქურაში გამოწყობილი არჩილ გურიელის პორტრეტი, მთებისა და მიჯაჭვული ამირანის ფონზე, ზუსტად ისე, როგორც მან მხატვარს საქართველო აღუწერა (დალი მათი ბინის დიზაინერიც გახლდათ). დალი ძალიან თბილად იყო განწყობილი ქართველების მიმართ და ამის მიზეზი მისი მეგობარი გურიელი-ჭყონია იყო. ამის დასტურია ერთი შემთხვევა, რომელიც თურმე, ორ ქართველ ტურისტს შეემთხვა. ისინი გადაძვრნენ სალვადორ დალის სახლის კედელზე, რათა ენახათ, თუ როგორ ცხოვრობს განთქმული მხატვარი. რასაკვირველია, დამრღვევები დაცვამ დააკავა. ხმაურზე დალი გამოვიდა და როცა გაიგო, რომ ისინი ქართველები იყვნენ, სახლში შეიპატიჟა და გურიელის ხსოვნის პატივსაცემად, როგორც საპატიო სტუმრები, ისე მიიღო. გურიელი-ჭყონია 1945-47 წლებში ამერიკაში საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარე იყო. მას საკუთარი ნათესავები არასოდეს დავიწყებია და შორიდან ეხმარებოდა. ზოგიერთი მათგანი განათლების მისაღებად საზღვარგარეთაც წაიყვანა. არჩილ გურიელი-ჭყონია, რომელიც ჯანმრთელობას არასოდეს უჩიოდა, მოულოდნელად გულის შეტევისაგან მანჰეტენზე გარდაიცვალა. ეს ამბავი ნამდვილ სენსაციად იქცა, ხოლო ჰელენასთვის ეს მძიმე დარტყმა იყო. გურიელს შთამომავლობა არ დარჩენია. მთელი მისი ქონება კი, საქორწინო კონტრაქტის მიხედვით, რუბინშტეინის მფლობელობაში გადავიდა. ჰელენა რუბინშტეინი 1965 წელს 95 წლისა გარდაიცვალა. ის საკუთარი მეუღლის გვერდით დაკრძალეს. ჰელენა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო წლები პრინც გურიელთან იყო დაკავშირებული, რომელიც ძალიან უყვარდა.
– კიდევ ერთ ემიგრანტზე მაიკლ გრეგორზე გკითხავთ, რით იყო გამორჩეული მისი ცხოვრება?
– მაიკლ გრეგორი, იგივე მიხეილ გრიგორაშვილი, რუსეთში, დერბენტში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. სანკტ-პეტერბურგის გიმნაზიის დამთავრების
შემდეგ იმპერატორ ალექსანდრე პირველის სახელობის საინჟინრო ინსტიტუტში ჩააბარა. სასწავლებელში ავიაციით დაინტერესდა. 1908 წელს რუსეთში პირველი აეროკლუბის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. მოგვიანებით ის კვალიფიკაციის ასამაღლებლად საფრანგეთში გაგზავნეს, სადაც 1911 წელს მოწმობა მიიღო და რუსეთის ერთ-ერთი პირველი პილოტი გახდა. რუსეთში დაბრუნების შემდეგ საფრენ სკოლაში ერთ-ერთ პირველ ინსტრუქტორად მუშაობდა, ასევე, მონაწილეობდა საჩვენებელ ფრენებში იმპერიის სხვადასხვა ქალაქში. ამასთან, მუშაობდა, როგორც კონსტრუქტორი და ხვეწდა საკუთარ სპეციალობას. სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, მან შექმნა პირველი რუსული თვითმფრინავი პîññèÿ-ბ. პირველი მსოფლიო ომის დროს გრიგორაშვილი ავიამშნებელ ქარხნებში მუშაობდა, სადაც ამზადებდა დეტალებს და ცდიდა საავიაციო მოწყობილობებს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ რუსეთის საჰაერო ავიაცია სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალის ნაკლებობას არ განიცდიდა. რევოლუციის შემდეგ ის ეცადა, ეთანამშრომლა ახალ რეჟიმთან, მაგრამ მალე პეტროგრადის დატოვება მოუწია. ის გადმოვიდა თბილისში, სადაც გზების სამინისტროში ინჟინრად დაიწყო მუშაობა. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ გრიგორაშვილი ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავდაპირველად გრეგორი როდ აილენდში პატარა საავიაციო ქარხანაში მუშაობდა, სწორედ იმ ხანებში შეამოკლა საკუთარი გვარი. 1921 წელს მან მოღვაწეობა დაიწყო კომპანია Dayton-Wright-ში, ხოლო 1923 წელს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ამერიკული ფირმის – Curtiss-Wright ავიაკონსტრუქტორია, სადაც სწრაფი თვითმფრინავების შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ორი წლის შემდეგ კი ის ფირმა „ბედის“ მთავარი კონსტრუქტორი გახდა, მაგრამ დიდი დეპრესიის შედეგად საწარმო გაკოტრდა და მან მუშაობა მისი ნაცნობის პროკოფიევ-სევერსკის ქარხანაში Seversky Aircraft-ის მთავარი კონსტრუქტორის მოადგილედ დაიწყო. გრეგორმა რამდენიმე თვითმფრინავის მოდელის შექმნასა და მოდიფიკაციაში მიიღო მონაწილეობა. სევერსკისთან უთანხმოების შემდეგ 1934 წელს მან საკუთარი ფირმა Gregor დააარსა, მაგრამ შეკვეთები ძალიან მცირე მოცულობის იყო და ცოტა ხანში კანადური ფირმის Car and Foundry-ის მიწვევით კანადაში გადასახლდა. იქ მას მიეცა საშუალება, შეექმნა გამანადგურებელი FDB-1, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. გრეგორი იქცა კანადის საჰაერო მრეწველობის პიონერად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ისევ განაგრძობდა აქტიურ მუშაობას კანადის ავიაწარმოებაში. გრეგორი ნიუ ჯერსის ქალაქ ტრენტონში გარდაიცვალა.