კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რატომ წელავს ანი ჩხეიძე შეყვარებულობის პერიოდს და რა იცოდნენ მან და ირაკლი ფიფიამ ურთიერთობის დასაწყისშივე

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  მომღერალი ანი ჩხეიძე ერთ-ერთ სატელევიოზიო შოუში, „მელომანში“ იღებს მონაწილეობას. მისი და ირაკლი ფიფიას სიყვარულის ისტორია უკვე ხუთ წელს ითვლის. წყვილი ორი წელია, დანიშნულია და საზოგადოება მოუთმენლად ელის მათ ქორწილს. რა გეგმები აქვს ვარსკვლავურ წყვილს, ინტერვიუდან შეიტყობთ.
  ანი: მყავს ახალი ბენდი „შოუთაიმი“, თუმცა საკმაოდ სწრაფი ტემპით მოგვიწია განვითარება. ტელეკომპანია „იმედიდან“ დამიკავშირდნენ და პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს. ახალ, განსხვავებულ და მრავალფეროვან ბენდს ეძებდნენ და არჩევანი ჩვენზე გააკეთეს. ბევრი ფიქრის შემდეგ კი ჩვენც დავთანხმდით – ტელევიზიაში მუშაობა რთულია და ამიტომ ყველაფერი კარგად გავაანალიზეთ. „მელომანის“ ჩაწერის პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესოა. ისე ვერთობით,  ვერც ვფიქრობთ, რომ სამუშაოდ ვართ.   
  ირაკლი: ახლა მქონდა დიდი კონცერტი ლელა წურწუმიასთან ერთად. ვიმუშავეთ ლიზა ყენიას ახალ კლიპზე, სადაც ჩემი სტუდიის გოგონებთან ერთად ვიღებდი მონაწილეობას. მაქვს სამომავლო გეგმებიც.
  ანი: რატომღაც, ისე დაემთხვა, რომ ირაკლის ბევრი მომღერალი დაუკავშირდა კლიპებში გადასაღებად. ამ დროს მომღერალი გვერდზე ჰყავს, მე კიდევ ჯერ ვერაფერს ვაკეთებ და ამაზე ნერვები მეშლება (იცინის).
– რამდენიმე წელია, დანიშნულები ხართ. ქორწილს არ გეგმავთ?
  ირაკლი: ჩვენი ნიშნობიდან ორი წელი გავიდა. იმდენად კარიერისტები ვართ, რომ სხვა რამეზე ვერ ვფიქრობთ. ერთად ვართ სულ, ყოველდღე... დრო ისე გადის, ვერც ვამჩნევთ. უმეტეს შემთხვევაში, ნიშნობიდან მალევე ქორწინდებიან იმიტომ, რომ ოჯახზე არიან დამოკიდებულები. ჩვენ არ ვჩქარობთ, რადგან არავიზე ვართ დამოკიდებული. ერთად შევიძინეთ ბინა და ნელ-ნელა ვარემონტებთ. სხვა გეგმებიც გვაქვს და ჯერ მას უნდა მივხედოთ.
  ანი: ჯამში, ხუთი წელია, რაც ერთად ვართ. ძალიან მომწონს შეყვარებულობის პერიოდი და მაქსიმალურად ვწელავ (იცინის). ბევრი მეკითხება – როდის? ეს ოფიციალური ურთიერთობაც მალე იქნება. თუ გავაკეთებთ, მინდა, გრანდიოზული და დასამახსოვრებელი იყოს. რაღაც პატარა და უცებ, მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული – არ მინდა.
  ირაკლი: 300 და 500-კაციან ქორწილს არ გადავიხდით, იქნებიან ის ადამიანები, ვინც წლებია, ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ. ეს ქორწილი არ უნდა იყოს ტიპური,  ჩვეულებრივი. ეს იქნება შოუ, კონცერტი. ამ საკითხზე ბევრჯერ გვისაუბრია, ვიცით კიდეც სადაც უნდა გაკეთდეს, როგორი უნდა იყოს, ვინ იმღერებს, ვინ იცეკვებს და ასე შემდეგ.
– მშობლები რას გეუბნებიან ამ საკითხზე?
  ანი: თანამედროვე აზროვნების მშობლები გვყავს და პრობლემას არ გვიქმნიან. ეს ნიშნობა და ფორმალურობაც უფრო ნათესავებიდან და მშობლებიდან გამომდინარე გავაკეთეთ. თუნდაც ის, რომ 2-3 დღით მარტო გვინდოდა სადმე წასვლა და  პრობლემა არ ყოფილიყო.
  ირაკლი: ჩვენ არ ვართ პატარები. მშობლებს აქვთ ხოლმე კითხვა: როდის, შვილიშვილი გვინდა... უფრო მამაჩემს აქვს მსგავსი შეკითხვები.  ყოველთვის ვამბობ: ჯერ – საქმე და მერე – ეგ. ჩვენ რომ ახლა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეთ, პრიორიტეტი  სულ სხვა ღირებულებები გახდება და ბევრ რამეს ვეღარ შევძლებთ. ამიტომ, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ეს შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ, თორემ შვილს და ყველაფერს ყოველთვის მოასწრებს ადამიანი.
– ხუთი წლის განმავლობაში რა შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში?
– იმდენად ახლოს ვართ ერთმანეთთან და  იმდენად ვენდობით, რომ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. სხვა პროფესიის ადამიანი, რომ მყავდეს გვერდით, შეიძლება, ვერ გაგვეგო ერთმანეთისთვის. გოგოსთვის რთულია, როცა ყოველდღე რეპეტიციაზე 250 გოგო გიდგას წინ. ჩემთვისაც რთულია, გყავდეს ლამაზი ქალი – ორი თავი უნდა გქონდეს. ჩვენ არასდროს გვიჩხუბია.
  ანი: აქედან 200 იკაზე გიჟდება (იცინის). ჩვენ ვართ მეგობრები, ძმაკაცები, ერთმანეთთან არანაირი საიდუმლო არ გვაქვს. მეგობრების ურთიერთობებიდან გამომდინარე, მეუბნებოდნენ, რომ სამი წლის შემდეგ ეს მოგვდიოდა, ოთხი წლის შემდეგ ეს შეიცვლებოდა... მეც ყოველ წელს ველოდებოდი, როდის დაიწყებოდა კრიტიკული პერიოდები, მაგრამ დაძაბული სიტუაცია არასდროს გვქონია.
  ირაკლი: ამის ერთადერთი მიზეზია ის, რომ ყოველდღე რაღაც იცვლება. თუ ურთიერთობა დიდი ხანი გრძელდება და ერთფეროვანია, უკვე წყვილი იღლება და ინტერესი იკარგება.
  ანი: არც ერთი დღე არ გვაქვს ერთნაირი. არასდროს ყოფილა ისეთი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომ მეთქვა: ირაკლი მომბეზრდა-მეთქი. მართლა დავიჯერე იმ აზრის, რომ ადამიანები ერთმანეთისთვის იბადებიან. ყველაფერში ჩემნაირია. ვგრძნობ, რომ ჩემთვისაა. მის ადგილას სხვა ვერც წარმომიდგენია. თვალს რომ გადაატრიალებს, უკვე ვიცი, რას ფიქრობს და რისი გაკეთება უნდა. მთავარია, ადამიანში ეს ნაპერწკალი იპოვო და გააღვივო.
– ორივე პოპულარულები ხართ და ორივეს ბევრი თაყვანისმცელემი გყავთ. არ ეჭვიანობთ ერთმანეთზე?
–  სხვათა შორის, ჩემი დაქალები მეუბნებიან ხოლმე, შენს ადგილზე გავგიჟდებოდით, ირაკლის წინ ტანგა შორტებით რომ ვარჯიშობენ, როგორ უძლებო (იცინის). თავიდან უფრო რთული იყო ამასთან შეგუება. იკასთან რომ დავიწყე ურთიერთობა, ვიცოდი, რა სირთულეების გადალახვა დამჭირდებოდა. ბედნიერი ვარ. ამიტომ, ხალხნო, არ ინერვიულოთ, კარგი და ჭკვიანი ბიჭი მყავს (იცინის).
  ირაკლი: ურთიერთობის დასაწყისში ვთქვი ასეთი რაღაც: მე შენ ყველაფერში მოგეხმარები, ანალოგიურად – შენც და ყველაფერი იქნება კარგად. დამიჯერებ, იქნები კარგად, არა და, მოდი, აღარ გავაგრძელოთ ეს ურთიერთოიბა-მეთქი. რომ მითხრა: კიო, მას შემდეგ ეჭვიანობის საბაბიც კი არ მქონია. ინტერესი ბევრს გამოუჩენია, იყო ზარები, მერე გადარეკვები და სხვანაირად მომიგვარებია. ანის მიმართ ყურადღება აუცილებლად უნდა გამოიჩინონ. ყოველთვის მინდოდა, ისეთი გოგო მყოლოდა გვერდით, რომელიც  ხალხს მოეწონებოდა. მე არ მჭირდება ისეთი ადამიანი, რომ გავივლით და არ შეხედავენ.
  ანი: ასე რომ აზროვნებს, იმიტომ შემიყვარდა.
ირაკლი, რამდენად ჭირვეულია ანი?
  ირაკლი:  სხვათა შორის, არ არის ჭირვეული, არც ბუზღუნა. არასდროს ყოფილა ის მომენტი – აუ, რატომ არ მყიდულობ ან რატომ არ მჩუქნი. რაღაცას რომ გახედავს და იტყვის: აუ, ეს რა კარგია, მეორე დღეს უკვე აქვს (იცინის).

скачать dle 11.3