კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ჯაბა კილაძე: მე მათი პროტესტი უფლებებს ვერ შემილახავს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  თავისუფალი თეატრის მსახიობმა ჯაბა კილაძემ ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“, დაგეგმილი პრემიერის ჩაშლის მცდელობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა: „პატივცემულო ლევან და გურამ! ზუსტად 19 წელია, თითქმის ყოველ დღე ვთამაშობ სხვადასხვა პერსონაჟს მათ შორის: მკვლელს, ყაჩაღს, მოძალადეს, განსხვავებული ორიენტაციის მამაკაცს, ანუ გეის, შეყვარებულ გმირს, ქართველ მოქეიფეს და ასე შემდეგ! ეს არის პროფესია, ეს არის კულტურა, ეს არის თეატრი და კინო! თქვენ ეხებით და ერევით პროფესიაში, სადაც მხოლოდ მაყურებლის სტატუსით უნდა ბრძანდებოდეთ! უგუნურებაა, რასაც აპირებთ და დასაწყისი დიდი დაპირისპირების! ახლაც რუსთაველს ხომ არ გიკეტავენ? ეს ქვეყანა ყველას გვეყოფა. არ გაქვთ უფლება თქვენ განსაზღვროთ, ვინ მართალია და ვინ არა ღმერთის სახელით! ნუ გაიხდით საქვეყნოდ დასაცინად თავს. უბრალოდ, თავი დაანებეთ იმ პროფესიას, რომელმაც არაერთ დიქტატორულ რეჟიმს მოუგრიხა კისერი! ხელოვნებას ჩარჩო და საზღვრები არ გააჩნია!”
  ჯაბა კილაძე: მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების ოჯახში გავიზარდე, როცა თეატრალურში ვაბარებდი, ბოლომდე არ მქონდა გააზრებული ეს პროფესია. როცა პროცესის მონაწილე ხდები, მერე ხვდები, რა გზა აირჩიე ცხოვრებაში. მანამდე კი ინსტინქტებით მიდიხარ.
– ამ ინსტინქტებმა სადამდე მიგიყვანა?
– ჯერ, არსად მივუყვანივარ (იცინის). თუმცა, მიმიყვანა იმ შეგნებამდე, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს. ზოგადად, ადამიანი, მუდმივად გზაში ხარ, მთავარია, სწორ გზაზე იდგე.
– ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნე პოსტი, რომელიც ეხებოდა საზოგადოების გარკვეული მხრიდან გამოხატულ პროტესტს, რაც ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“, კინოთეატრებში ჩვენებას მოჰყვა...
– ხელოვნება ყველა საუკუნეში და ყოველთვის მართალი სიტყვა იყო, იბრძოდა კონკრეტული რეჟიმის, კონკრეტული პირების წინააღმდეგ. ის ამოუცნობი და ამოუწურავია და არ გააჩნია ჩარჩოები. ხელოვნებას ვერანაირ საზღვარს ვერ დაუსვამ. ცენზურამ ვერ შეძლო ხელოვნების დამარცხება თვით ინკვიზიციის პერიოდში, ვერც წყეული კომუნისტების პერიოდში... ვერასდროს. ებრძოლო მას, ეს იგივეა, დედამიწას არტყა წრეები და ეძებო, სად იწყება და სად მთავრდება ის. როცა ხედავ, ორმა ადამიანმა გადასარევად იცის, რა არის ხელოვნება, მაგრამ მაინც რაღაცას ცდილობს და უნიჭოდ იწერს ქულებს, ცუდია. არ ვარ „ბიბლიოთეკათავშინარტყამი“, მაგრამ  ელემენტარულად, როგორ ვერ უნდა მიხვდე, რომ ეს ფილმია და მასში მსახიობი გეის თამაშობს თუ ნუგზარს, რა მნიშვნელობა აქვს? კაენის ცოდვა ნაკლები ცოდვაა, სოდომ-გომორს რომ „ატრიალებენ“ წინ და უკან? თუ საქართველოში კაენის ცოდვა ვაჟკაცურად ითვლება? ადამიანმა რომ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის და  ეროტიკას და პორნოგრაფიას ვერ არჩევს ერთმანეთისგან, რა უნდა ელაპარაკო? მერე ეს ადამიანები აპელირებენ, რომ ამ ქვეყანაში რაღაცის შეცვლა უნდათ. უნდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში „შარიათი“ იყოს? ჩვენ  არ გვინდა და თუ თავად სურთ, მიბრძანდნენ კავკასიის მეზობელ რესპუბლიკაში, სადაც შეუძლიათ მოიხიბლონ ისეთი მამაკაცებით, რომლებიც მათ მოსწონთ. ჩვენ კი თავი დაგვანებონ.
– ეს პროტესტი იყო შენი, როგორც მსახიობის, უფლებების შელახვა?
– მე, მათი პროტესტი უფლებებს ვერ შემილახავს! თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და შენ რაც გინდა, ის გააპროტესტე, ეს შენი უფლებაა. მაგრამ, ის კი არ არის მთავარი, რას აპროტესტებენ, არამედ ის, რა ფორმით გამოხატავენ და რა მოჰყვება შედეგად. თუ ამას ვიღაცის დისკრიმინაცია, ფიზიკური დაზიანება, განდევნა მოჰყვება, მოკვლისა და ჩაქოლვის სურვილი – ეს დანაშაულია. არ მოგწონს ფილმი? კი ბატონო, გააპროტესტე! ოღონდ, იმ ფორმით, რომ ამას არ მოჰყვეს დანაშაული და არასწორი ინტერპრეტაცია. ჩემი ამოცანა გეების დაცვა არ არის, ეს კინოა, გინდა უყურე, გინდა არა, მაგრამ სწორად შეაფასე და ნუ იქნები არასწორი და მოძალადე!
– თავადაც გითამაშია მკვლელის, ქალის, გეის როლები. ამის გამო თუ გიგრძნია საზოგადებისგან რაიმე უარყოფითი?
– ადამიანის წარმოსახვას საზღვარი არ გააჩნია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე მსახიობი ვარ, დიახ, მითამაშია მკვლელიც, ქალიც და გეიც, მაგრამ ამას საზოგადოების მხრიდან არანაირი უარყოფითი აზრი არ მოჰყოლია. ხელოვნებისადმი სიყვარული და ნიჭიერება ქართველებს გენში გვაქვს და ამ გენეტიკის მატარებელი ადამიანი იმ იდიოტობას ლაპარაკობდეს, რაც მოვისმინეთ, შეუძლებელია. არ შეიძლება, ვიღაცის პირადი ცხოვრება აპოკალიფსს დაამსგავსო. პირადად მე, თუ როლი არ მომეწონა, გინდა გეი იყოს და გინდა მეფე, არ ვითამაშებ. ვითამაშებ იმ როლს, რაც ჩემს კარიერას გამოადგება.
– ამ ქვეყანაში იზრდება შენი ქალიშვილი, რომელიც საოცრად გგავს ფიზიკურად. როგორი დამოკიდებულება გაქვს მასთან და თუ საუბრობ მსგავს თემებზე?
– რომ მეუბნებიან, რა მაგრად გგავს შენი შვილიო, მეცინება – ჩემი გენეტიკისაა და აბა, ვის უნდა ჰგავდეს?! (იცინის) ჩემი ქალიშვილი 14 წლის არის და რომ ვაკვირდები, მისი თაობა, გენიალურია, გონებაგახსნილი და მოაზროვნე. მათ ვერ მოატყუებ. არა მარტო ჩემს შვილს, ამ თაობას არ უყურო, არ უსმინო და არ ისიამოვნო მათი სწორი შეხედულებებით და საუბრით, შეცდომაა. მათ ასაკში ჩვენ სხვა თაობა ვიყავით. ელემენტარულად, მაშინ ქვეყანაში სხვა მოთხოვნები და ფერები იყო. ამ ახალ თაობას კი უნდა უსმინო და დააკვირდე. მათ ნაკლები სიბოროტე და მასშტაბური აზროვნება აქვთ. ჩვენი თაობისგან განსხვავებით, ესენი უფრო გონიერები არიან, ვიდრე ემოციურები.
– ჯაბა, სულ მალე, ახალ ტელევიზიაში, წამყვანის ამპლუაში გამოჩნდები. რა თემატიკის გადაცემა იქნება და როდის გავა ტელეეკრანზე?
– „პოსტ ტვ-ზე“ მექნება გადაცემა, რომელიც ისტორიულ, შემეცნებით, მისტიკურ თემებზე გავა. წამყვანობა ადრეც მორგებული მქონდა, თუმცა, ახლა მინდა, ტელეეკრანზე ახალი გადაცემითა და თემებით გამოვჩნდე. პროფესიონალი ადამიანების გუნდია შეკრებილი და მოწადინებული არიან, ამ არხით სიახლე შემოვიდეს ქართულ ტელესივრცეში. ჩემი გადაცემა შემეცნებითი იქნება, აბსოლუტურად აპოლიტიკური. იმედია, მალე გავა ტელეეკრანზე და თავის ერთგულ მაყურებელსაც მალევე გაიჩენს.  
скачать dle 11.3