№48 „ფინკა ბანკში“ სესხების პორტირების აქცია – „ჩვენთან უფრო იაფია“ დაიწყო

„ახლოვდება ახალი წელი, იწყება სხვადასხვა გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი ხარჯების პერიოდი, არადა, მიმდინარე ფინანსური ვალდებულებები არ გვაძლევს საშუალებას, რომ ბევრი სხვადასხვა საინტერესო საახალწლო შეთავაზება განვიხილოთ. „ფინკა ბანკი“ მომხმარებლებს ამ ყველაფრის მოგვარების მარტივ გზას სთავაზობს – მიმდინარე საფინანსო ვალდებულებების გადაფარვას, უფრო ნაკლებ საპროცენტო განაკვეთს, 3 თვე „სასესხო ვალდებულებებისგან დასვენებას“ – სესხის გადახდა გადავადდება 2020 წლის თებერვლამდე. დიახ, „ფინკა ბანკში“ სესხები უფრო იაფია. აღსანიშნავია ისიც, რომ 40 000 ლარამდე სესხის აღებისას თავდები არ მოითხოვება. აღნიშნული პირობები ვრცელდება ყველა სესხებზე, მათ შორის ავტოსესხებზეც“, – განაცხადა „ფინკა ბანკის“ საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელმა, ირაკლი აბაშიძემ.
„ფინკა ბანკის“ აქცია – „ჩვენთან უფრო იაფია“ – 4 ნოემბრიდან დაიწყო. აქციის პირობებით მომხმარებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ „ფინკა ბანკის“ 35 ფილიალში.
სესხის განაცხადის შესავსებად ეწვიეთ „ფინკა ბანკის“ ვებგვერდს: www.FINCA.ge, ფილიალებს ან დაგვიკავშირდით *4949.