კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 როგორ ჩაიფარცხა „კაგებეს“ მიერ შეკვეთილი მკვლელობების საქმე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასული საუკუნის 70-იან წლებში მოხდა. ყველა მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ძარცვა
– აბა, რისთვის დამიბარე, ჯამბულ? – ჰკითხა ახალმოსულმა შუახნის მამაკაცმა 35 წლის ჯამბულ ქირიას, რომელსაც სახეზე აშკარა მღელვარება ეწერა.
– „ჩეპე“ მოხდა, ამხანაგო ვანო. გუშინ რომ სახლში დავბრუნდი, ბინა გაძარცული დამხვდა და ხუთას მანეთთან, ოქროს საათთან და „სონის“ მაგნიტოფონთან ერთად, ჩემი ორი მაყუჩიანი „მაკაროვიც“ გაქრა.
45 წლის ვანო გაგნიძეს სახე წამოეჭარხლა და  ქირიას უთხრა:
– ანუ „სველი“ იარაღები გაქრა?
– დიახ, ბატონო ვანო, – დაუდასტურა გაგნიძეს ქირიამ და გააბოლა.
– ეს „ჩეპე “ კი არა, კატასტროფაა! – აღელვებით თქვა ახალმოსულმა და დაამატა, – იმედია, მილიციისთვის არ მიგიმართავს.
– სულელი ხომ არ ვარ?! – თქვა ქირიამ. გაგნიძემ კი შეუტია:
– სწორედ რომ, სულელზე მეტი ხარ. როგორ დაუშვი, რომ იარაღები ქურდებს ჩაუგდე ხელში, წესიერად რატომ არ გადამალე?
– ტუალეტში, წყლის ავზში ვინახავდი შეფუთულებს, სახლის კარი კი რკინის მაქვს და ორმაგი საკეტი მიყენია. მეტი რა უნდა ვქნა? – თავი იმართლა ქირიამ.
– რა უნდა გექნა და საიმედოდ გადაგემალა, – თქვა გაგნიძემ და დაამატა, – ეს საქმე ძალიან მალე და ფარულად უნდა გავხსნათ. პისტოლეტები რომ გამოაშკარავდეს ან მძარცველები მილიციამ დააკავოს, ჩათვალე, რომ დიდ შარში გავეხვევით. ამიტომ სწრაფი და ფარული მოქმედებაა საჭირო.
– რას გეგმავთ? – იკითხა ქირიამ.
– ვარკეთილში ცხოვრობ, ხომ? – კითხვა დაუბრუნა გაგნიძემ.
– დიახ.
– იმ რაიონის მილიციის ერთი კაპიტანი ჩემი აგენტია და მას „ვაჩალიჩებ“, – თქვა გაგნიძემ და  სანამ წავიდოდა, დაამატა – შენ კი ძალიან ფრთხილად იყავი და სახლში არ გაჩერდე. დროებით აქ იცხოვრე და ჩემი განკარგულების გარეშე ფეხი არ მოიცვალო. ყველაფრით ჩემი კაცი მოგამარაგებს. მას გასაღები ექნება, კარს თვითონ გააღებს და არ შეგეშინდეს.
ვანო გაგნიძე „კაგებეს“ პოდპოლკოვნიკი იყო და სპეცდავალებების განყოფილებაში მუშაობდა. 35 წლის ჯამბულ ქირია კი – პროფესიონალი მკვლელი არალეგალი, რომელიც გაგნიძის შეკვეთებს ასრულებდა და მისი ბინიდან გატაცებული „მაკაროვებიდან“ 3-3 მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი. ბინა, სადაც ქირია და გაგნიძე ერთმანეთს შეხვდნენ, „კაგებეს“ ეკუთვნოდა და კონსპირაციული შეხვედრებისთვის იყენებდნენ.
ბანდა
  ჯამბულ ქირიას ბინის მძარცველები ქურდებისგან და მილიციის ოპერებისგან შემდგარი ბანდის წევრები იყვნენ. ბანდაში ექვსი ადამიანი იყო: ოთხი ქურდი და ორი მილიციის ოპერი. ბოროტმოქმედები კარგად დამუშავებული სქემით მოქმედებდნენ. ქურდები რომ ბინაში „მუშაობდნენ“, ოპერები შორიახლო იმყოფებოდნენ თავიანთი მანქანით და აზღვევდნენ. ამგვარად, ბანდას 15 ბინის ქურდობა ჰქონდა განხორციელებული და ქირიას ბინა მეთექვსმეტე შემთხვევა იყო. დანაშაულები კი, ძირითადად, იმ დროს ხდებოდა, როდესაც ბანდის წევრ მილიციის ოპერებს მორიგეობა უწევდათ. იმ რაიონის მილიციის უფროსი შეშფოთებული იყო ბინის ქურდობების სიმრავლით და ეჭვობდა, რომ ამ მოუხელთებელი ქურდების საქმეში მისი თანამშრომლები იყვნენ გარეული. ამიტომ, ეს ვერსია რომ გადაემოწმებინა, მან თავის ერთგულ, ოთხ სანდო თანამშრომელს ფარული გამოძიება და თვალთვალი დაავალა. აქედან გამომდინარე, ის ოთხეული დროგამოშვებით თავიანთ კოლეგებს უთვალთვალებდნენ და ცდილობდნენ, ფაქტზე დაეჭირათ, ან ირიბი სამხილები მაინც მიეღოთ. ამ ერთგული ოთხეულის წევრი იყო მილიციის მაიორი ომარ კობაიძე – მილიციელი, ვინც ადრე ვანო გაგნიძემ გადაიბირა. ქირიას ბინის ძარცვის ღამეს ერთგული ოთხეული სწორედ თავიანთ ორ ოპერს უთვალთვალებდნენ და ექვსივე ბოროტმოქმედი ფაქტებით აიყვანეს და თავიანთ უფროსს მიჰგვარეს.
მიჩქმალული საქმე
  შემდგომი მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა. გაგნიძემ კობაიძე შეხვედრაზე დაიბარა და დახმარება სთხოვა. სწორედ მისგან შეიტყო, რომ ბანდა აყვანილი იყო და ჯერჯერობით მათ რაიონულ მილიციაში „ამუშავებდნენ“. გაირკვა, რომ მაყუჩიანი „მაკაროვებიც“ ამოიღეს. ამიტომ დაყოვნება კატასტროფის ტოლფასი იყო და გაგნიძე მილიციის უფროსთან მივიდა, პირადობა უჩვენა და მაყუჩიანი პისტოლეტები გამოართვა, თან გააფრთხილა, რომ ამის შესახებ ძიების საქმეში არაფერი ჩაეწერა.
  იმავე დღეს ჯამბულ ქირია ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა და გაგნიძემ, ყოველი შემთხვევისთვის, ეს ჯაჭვი გაწყვიტა. ექვსივე დაპატიმრებული ბოროტმოქმედი გაასამართლეს და ციხეში გაამწესეს, ხოლო ეჭვი რომ არავის აღძვროდა, გაგნიძის მიერ წაღებული ორი „მაკაროვი“ სხვა იარაღებით შეცვალეს, რადგან „სველი“ „მაკაროვებით“ ჩადენილი 6 მკვლელობის ადგილას აღმოჩენილი მასრები შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახებოდა და ამ იარაღებს ეძებდნენ.
  მოგვიანებით, უკვე საბჭოეთის დაშლის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში წასულმა „კაგებეს“  ოფიცერმა ამხილა გაგნიძე და თქვა, რომ მის მიერ შემუშავებული სქემით დაქირავებული „ქილერი“ „კაგებესთვის“ არასასურველ ადამიანებს ხოცავდა. თუმცა ამ სიტყვების დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. მოწმეებიც არ ჩანდნენ. იარაღები გაქრა და ეს საქმეც ასე ჩაიფარცხა.
скачать dle 11.3