№48 ხასიათი – სიარულის მანერით
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
ადამიანის სიარულის მანერაზე დაკვირვებით მის შესახებ ბევრი რამის გაგება შეიძლება, თუმცა, ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ იჩქაროთ. წაიკითხეთ ძალიან საინტერესო ტესტი და დააკვირდით თქვენს ნაცნობებს. ნახეთ, გაამართლებს თუ არა ეს, ხოლო ამის შემდეგ გადადით უცნობ ადამიანებზე, ანუ იმათზე, ვინც რეალურად დაგაინტერესებთ და თქვენი ცოდნა მათ მიმართ გამოიყენეთ.
1. შეაფასეთ თუ რამდენად ჩქარა დადის ადამიანი. ჩქარი ნაბიჯით გამოირჩევიან წარმატებული ადამიანები, რომლებმაც იციან როგორ მოიქცნენ და გადაწყვეტილებასაც ჩქარა იღებენ. ნელა დადიან რომანტიკოსები, მეოცნებეკბი, რომლებიც იმდენად არიან ჩაფლულები საკუთარ სამყაროში, რომ იშვითად აანალიზებენ, თუ რა ხდება გარეთ, რეალურ ცხოვრებაში.
2. დააკვირდით, სიარულისას უდევს თუ არა ხელები ჯიბეებში. თუ ეს ასეა, იმის მანიშნებელია, რომ ადამიანი ძალიან მკაცრია. ძლიერ აქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნება. მომთხოვნია გარშემო მყოფების მიმართ და ყოველთვის მიისწრაფის ლიდერობისკენ. ასევე, გაითვალისწინეთ, შესაძლოა, უბრალოდ, სციოდეს და ამიტომ ედოს ჯიბეებში ხელები, მაგრამ თუ ამას ხშირად აკეთებს, შეგიძლიათ, ენდოთ ფსიქოლოგის დასკვნებს.
3. ნერვული, ქაოსური სიარულის მანერით გამოირჩევიან ენერგიული ადამიანები, ექსტრავერტები, რომლებსაც დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეაჩერებთ. ის იმდენად მოძრავია, მაშინვე შეამჩნევთ, თუ როგორ ანაცვლებს ფეხებს ერთმანეთს, ანუ ერთი სული აქვს გზის გასაგრძლებელად. ასეთ ადამიანებს როგორც წესი გრძელი ფეხები და ფართე ზურგი აქვთ.
4. მიაქციეთ ყურადღება „მიაფრატუნებს“ თუ არა ადამიანი ფეხებს. ასეთი სიარულის მანერა აქვთ პესიმისტებს. ეს ადამიანი შეიძლება, მორალურად სუსტიც იყოს, უჭირდეს ან, სულაც, არ შეეძლოს დაბრკოლებების გადალახვა, ამიტომ ნებისმიერი წინააღმდეგობა ზიანს მიაყენებს.
5. მოქანავე, ტალღისებური სიარულის მანერის მქონე ადამიანები გამოირჩევიან კეთილგანწყობით. ზარმაცები და ინფანტილური ადამიანები არიან. შეუძლიათ, შეამჩნიონ სხვა ადამიანების პრობლემები. სიარულისას ხშირად ეჯახებიან სხვებს და როგორც წესი, ასეთ დროს ისინი თავაზიანად იხდიან ბოდიშს.
6. დააკვირდით, როგორი ძალით იქნევს ადამიანი ხელებს სიარულისას. ხელით ასეთი მოძრაობები დამახასითებელია გახსნილი, მიმნდობი ადამიანებისთვის. ხანდახან ძალიან გულუბრყვილოებიც კი არიან. იშვითი ნიჭი აქვთ, გაანდონ საკუთარი საიდუმლოებები პირველივე შემხვედრს – სრულიად უცნობ ადამიანს.