№48 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია

პასუხი: არაჟნის ნიღაბი საკმაოდ კარგია მშრალი და ნორმალური კანისთვის. 2 სუფრის კოვზ არაჟანს შეურიეთ 5-6 თეთრი ყურძნის დასრესილი მარცვალი. კარგად აურიეთ, წაისვით და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ან 2 სუფრის კოვზ არაჟანს დაუმატეთ ცოტა ლიმონის წვენი, აურიეთ, წაისვით და გაიჩერეთ 40 წუთი. კარგია, ასევე, თუ 2 სუფრის კოვზ არაჟანში შეურევთ ნახევარი კვერცხის გულის, A და E ვიტამინის ზეთოვან წვეთებს, კარგად აურევთ და 20-30 წუთი გაიჩერებთ. თუ 2 სუფრის კოვზ არაჟანს შეურევთ 2 სუფრის კოვზ კიტრის წვენს, ეს ნიღაბი კარგია სახისა და დეკოლტეს კანისთვის.