№48 წყლულოვანი კოლიტის მკურნალობა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
წყლულოვანი კოლიტი მსხვილი ნაწლავის ლორწოვანისა და ლორწქვეშა გარსების ანთებითი დაავადებაა. ყველაზე ხშირად ზიანდება რექტალური არე (წყლულოვანი პროქტიტი). ზოგადად, სწორი ნაწლავის დაზიანების გარეშე წყლულოვანი კოლიტი იშვიათია. ქრონიკული ანთების შედეგად ნაწლავის ზედაპირზე იწყება უჯრედების კვდომა, რასაც მოჰყვება წყლულის ჩამოყალიბება. წყლულიდან კი შესაძლებელია, განვითარდეს სისხლდენა ან მოხდეს მისი დაჩირქება. დაავადება ვითარდება ნებისმიერ ასაკში, თუმცა უმეტესად 15-30 წლის ასაკში იჩენს თავს. შედარებით ხშირია ქალებში. წყლულოვანი კოლიტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მედიკოსები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი სტრესია.
დამახასიათებელი სიმპტომები:
* ტკივილი მუცლის არეში;
* სისხლიანი განავალი;
* დიარეა;
* ცხელება;
* რექტალური ტკივილი;
* წონაში კლება;
* საერთო სისუსტე;
* მუცლის ყურყური.
თაფლი ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. მსხვილი ნაწლავის ანთებისა და კოლიტის დროს, სწორედ, თაფლით ნაწლავების წმენდაა ყველაზე ეფექტური. 1 ჭიქა ცივ წყალში გახსენით 1 სადილის კოვზი თაფლი და მიირთვით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. დღის განმავლობაში – სულ 3 ჭიქა. მკურნალობის ხანგრძლივობა, დაახლოებით, ორ კვირას შეადგენს. თაფლი ნაწლავებს შლაკებისა და მავნე ბაქტერიებისაგან წმენდს. ასევე, ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ვიტამინის შეთვისებასა და ჰორმონების გამომუშავებაში. ქრონიკული კოლიტის დროს მიიღეთ თაფლისა და ვაშლის ძმრის ნაზავი. ამ რეცეპტის მომზადება მარტივია: 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი გახსენით 1 ჭიქა წყალში და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. დღეში 3-4 ჭიქა ასეთი ნარევი უნდა მიირთვათ. კურსის ხანგრძლივობა 1-1,5 თვეს შეადგენს. წლის განმავლობაში სასურველია 3-4 ასეთი კურსის ჩატარება.
თუ ავადმყოფი ხშირად უჩივის შეკრულობას, აუცილებელია რაციონში უჯრედისის შემცველი პროდუქტის (ხილის, ბოსტნეულის) წილის გაზრდა. მათი მიღება უმჯობესია გახეხილი ან მოხარშული სახით. თუ შეკრულობის მიზეზი კოლიტით დაზიანებული მსხვილი ნაწლავის მუდმივი სპაზმია, შესაძლოა, პრობლემა მოხსნას სპაზმოლიზურმა პრეპარატებმა (ან ქოლინომიმეტიკებმა), ასევე, კოლიტის ლოკალიზების ადგილას თბილი სათბურის ან კომპრესის დადებამ.
ნაწლავის ატონიის შემთხვევაში ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, ზოგჯერ მასაჟიც. რეკომენდებულია საფაღარათო საშუალებების რაციონალური გამოყენება. მსხვილ ნაწლავში ანთებითი პროცესების ჩაცხრობის შემდეგ ამ ტიპის წამლების მიღება საჭირო აღარ არის.
ქრონიკული კოლიტის სამკურნალოდ აუცილებელია ფიზიოთერაპიული მკურნალობა, მაგალითად, სამკურნალო ტალახის პროცედურები.
ქრონიკული კოლიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ნაწლავური ინფექციებისა და მსხვილი ნაწლავის პარაზიტული დაავადებების დროულ მკურნალობას. აუცილებელია რაციონალური კვება, ჭამის დროს ლუკმის კარგად დაღეჭვა.