კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 „ეს ის არაა, რაც შენ გგონია“

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ ქალის ღალატი ბევრად უფრო საშინელია და სერიოზული.
  „ეს ის არაა, რაც შენ გგონია“ – გაცვეთილი და  ბანალური ფრაზაა, რომელსაც მამაკაცი ღალატის ფაქტზე  გამოჭერის  დროს ამბობს და მას ამის ნამდვილად სჯერა. ბუნებრივია,  ქალების  უმრავლესობისთვის ეს  დიდი ვერაფერი შვებაა, მაგრამ მამაკაცი როდესაც ღალატობს,  ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ფიზიკური ღალატია, რომელსაც  სიყვარულთან არანაირი კავშირი არა აქვს.
  თუ  ქორწინებაში ქალი ბედნიერია, ის არ ღალატობს მეუღლეს. მაგრამ ცოლიანი და ოჯახით ბედნიერი მამაკაცი, არც თუ იშვიათად, თავგადასავალს განზეც დაეძებს. საქმე ისაა, რომ ზოგიერთ მამაკაცს ინტრიგა იმისთვისაც სჭირდება, რომ თავი ახალგაზრდა, სექსუალურ და თავის თავში დარწმუნებულ ადამიანად იგრძნოს.
  ქალი, რომელიც ქმარს ღალატში გამოიჭერს, ემოციურ კითხვას სვამს: „გიყვარს ის ქალი?“ თუ მამაკაცი პასუხობს, რომ მისი ურთიერთობა წმინდა ფიზიკური ხასიათისაა, ის სიმართლეს ამბობს თუნდაც იმიტომ, რომ მას სექსის სიყვარულისგან გარჩევა შეუძლია. ქალის ტვინი კი ისეა მოწყობილი, რომ ამ პასუხის გაგება და აღქმა არ შეუძლია, ამიტომ ქალებს უჭირთ დაჯერება, როცა კაცი ამბობს, რომ ეს კავშირი მისთვის არაფერს ნიშნავს.
  თუ ქალმა უღალატა და ამბობს, რომ ეს მისთვის არაფერს ნიშნავს, დიდი ალბათობით, ტყუის. ქალისთვის ზღვარის გადალახვა, რომელსაც სექსი მოსდევს, სხვა მამაკაცთან ემოციური კავშირის დამყარებას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ მას უნდა თავი იგრძნოს საყვარელ ადამიანად. ზოგიერთი ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ ქალის ღალატი და მამაკაცის ღალატი ერთი და იგივე არ არის. რომ მამაკაცისთვის მთავარია ქალი ხელმისაწვდომი იყოს, მეორე დღეს კი, შესაძლოა, აღარც კი ახსოვდეს, ვისთან გაატარა ღამე.
  მამაკაცის ღალატი შედარებით  „მსუბუქია“.  ხშირად ზერელეა. კაცი არ ანგრევს არც ურთიერთობებს, არც ქორწინებას.
  თუ მამაკაცი გეუბნებათ, რომ ეს ღალატი მისთვის არაფერს ნიშნავს და, საერთოდ, „ეს ის არ არის, რაც გგონიათ“, ერთხელ აუცილებლად დაუჯერეთ. კიდევ  იცოდეთ, რომ თუ თქვენ კაცისთვის  ძვირფასი ხართ, თავის „გასეირნებას“ დაგიმალავთ, რაც ნიშნავს, რომ მას თქვენთან უნდა ყოფნა და გიფრთხილდებათ.

ქორწინების
 რამდენიმე წესი

  დიახ, ქორწინებას აქვს წესები.  ამ  წესების დაცვა შესაძლოა, არ იყოს ბედნიერი ქორწინების გარანტი, თუმცა ურთიერთობის სწორად „დალაგებაში“ ნამდვილად დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:
*  არ დაქორწინდეთ   ოცდაათ   წლამდე – იცით, რატომ?  მერე რომ არ თქვათ, პირველი ქორწინებისას ახალგაზრდა ვიყავი და შეცდომა ამიტომ დავუშვიო. ოჯახი იმპულსებს აყოლილმა არ უნდა შექმნა, თუ საკუთარ გადაწყვეტილებებზე  პასუხისმგებლობის აღება არ შეგიძლია, ჯობია,  საერთოდ  არ დაქორწინდე.
* თუ უკვე დაქორწინებული ხართ, ხშირად დაუთმეთ, პრინციპულ სიტუაციებშიც კი, თუნდაც, ოჯახისადმი პატივისცემის ნიშნად.
* ხშირად გაამხნევეთ ერთმანეთი – ეს მნიშვნელოვანია. ერთად ცხოვრების განმავლობაში  უამრავი დაბრკოლება და სიხარული შეგხვდებათ, მაგრამ იფიქრეთ ასე: ადამიანი, რომელთანაც ცხოვრება მაკავშირებს, ყოველდღე მაბედნიერებს თავისი  არსებობით და სიყვარულით.
* გაახარეთ პარტნიორი პატარ-პატარა სიხარულებით. იმოგზაურეთ. მოინახულეთ საინტერესო ადგილები. ერთად ივახშმეთ. თუ ერთად არ ხართ, გაუგზავნეთ მესიჯი და მოუყევით, როგორ გაატარეთ დღე.
*  მიიღეთ პარტნიორი ისეთი, როგორიცაა რეალურად –  გამხდარი, მსუქანი, მელოტი, თმიანი,  ქერა, შავგვრემანი...  რომ თქვას – „მას ვუყვარვარ და ეს გრძნობა მეც მაბედნიერებს”.
P.S. მთავარია, სწორი ადამიანი იპოვოთ...

პოტენციური
 თანამგზავრი

  ამბობენ, რომ ქალსა და მამაკაცს ურთიერთობისგან განსხვავებული მოლოდინები აქვთ. ქალს იმედი აქვს, რომ შეძლებს იპოვოს ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი. მამაკაცი კი,  თავის მხრივ, ქალებს კატეგორიებად  ჰყოფს – პოტენციურ ცოლებად, ერთი დღის ურთიერთობის ნაცნობად  და საყვარლებად. თანაც, მამაკაცი განსაკუთრებული კრეატიულობით არ გამოირჩევა, ანუ, შესაძლებელია, ყველა კატეგორიასთან ფლირტის ერთი და იგივე მეთოდები  გამოიყენოს. ამიტომ მისი რეალური მიზნების გარკვევა ადვილი არ არის. მამაკაცის ჭეშმარიტ გრძნობებში გასარკვევად უნდა დააკვირდეთ მის ქმედებებს  და არა სიტყვებს.
* შეყვარებული კაცი ვერ და არ მალავს ემოციებს. როცა სასურველ ქალზე ლაპარაკობს, იცვლება – თვალებში  თითქოს ცეცხლი უჩნდება, უფრო ემოციური და აღელვებული ხდება. თუ ქალი მასში მხოლოდ მეგობრულ გრძნობებს იწვევს, მაშინ კაცი სიმშვიდეს ინარჩუნებს და გულგრილადაც კი გამოიყურება. შეყვარებული მამაკაცი კი მოუთმენლად ელის შეხვედრას. ვერ ისვენებს და ნებისმიერი წვრილმანი აბედნიერებს.
* თუ მამაკაცსა და ქალს შორის მხოლოდ მეგობრული ურთიერთობაა, მაშინ მამაკაცი  მასთან გულახდილად ისაუბრებს იმ ქალებზე, რომლებთანაც სიახლოვე უნდა. შეყვარებული მამაკაცი, რომელიც დაინტერესებულია გრძელვადიანი ურთიერთობით,  ლაპარაკობს მომავალ ქორწილზე და ბავშვების ყოლაზე – მინიშნებებით ან მიზანმიმართული კითხვების საშუალებით.
* ურთიერთობის საწყის ეტაპზე მამაკაცი ნათესავებსა და მეგობრებს უმალავს თავის პარტნიორთან ურთიერთობას, ვინაიდან არ არის დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში. ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი ამ ეტაპზე თქვენს თავს მშობლებს გააცნობს. მაგრამ თუ თავის მოსაწონებლად  მეგობრების წრეში მიგიყვანათ, ეს უკვე კარგის ნიშანია. მომავალი მეუღლის  წარდგენას კაცი ჯერ მეგობრებთან, ნაცნობებთან, დებთან,  ძმებთან იწყებს, მშობლებს კი ბოლოს წარუდგენს – ამ დროს  მისი გრძნობები უკვე საკმაოდ გარკვეული და მყარია.
* როცა მამაკაცი სერიოზულად ფიქრობს ქალზე, სხვა ქალებთან ნაკლებად ურთიერთობს. ამას საპირისპირო სქესის მეგობრებიც კი გრძნობენ, რადგან ის მთლიანად შთანთქმულია თავის საყვარელი ადამიანით.
* კაცმა შესაძლოა, არ დაგირეკოთ, დააგვიანოს შეხვედრაზე,  ან საერთოდ არ მოვიდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში – ის არ არის დაინტერესებული თქვენთან ურთიერთობით და საერთოდაც გულგრილია.
скачать dle 11.3