კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ეხმარება თუ არა გათხოვილ ქალს ფლირტი და როგორია სწორი ფლირტი

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  იყო დრო, როცა ფლირტი ხელოვნების სახეობადაც კი ითვლებოდა. უფრო გამოცდილი ქალბატონები ასწავლიდნენ მის მნიშვნელობასა და საჭირო დეტალებს გასათხოვარ გოგონებს. ახლა ბევრი რამ შეიცვალა. გოგონებიცა და ქალებიც უფრო აქტიურები გახდნენ.  ზოგი თვითონ  პატიჟებს მამაკაცს  პაემანზე. ხშირ შემთხვევაში, მამაკაცებს ურჩევნიათ, ქალი პასიურ პერსონაჟად დარჩეს, ურთიერთობა კი თვითონ წარმართონ (ყოველ შემთხვევაში, ეგონოთ მაინც, რომ თვითონ მართავენ სიტუაციას). ზოგადად, ფლირტი ძალიან სასარგებლოა და ხშირად გათხოვილ ქალებსაც კი ეხმარება მეუღლესთან ურთიერთობის გაჯანსაღებაში. ანუ, ფლირტი არათუ საშიში,  დადებითი და აუცილებელიც კია წყვილის ურთიერთობისთვის.
  სოფო (37 წლის): რამდენი რამ არ ვიცით ქალებმა. გვექმნება პრობლემები და ამას ყველას და ყველაფერს ვაბრალებთ, საკუთარი თავის გარდა.
– პრობლემებში, ძირითადად, პარტნიორებთან  ურთიერთობას გულისხმობთ?
– დიახ. თუმცა, ურთიერთობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა ვიჯანსაღებდეთ, რაც შემდგომ პოზიტიურად აისახება ქმართან, შეყვარებულთან ურთიერთობაში. დაკომპლექსებული და განერვიულებული ქალი ვერც სხვას გააბედნიერებს. ცუდია, რომ ჩვენ ამას ვერ ვხვდებით და აზრზე მაშინ მოვდივართ, როცა ურთიერთობა    ზღვარზეა. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, იმასაც კი, რასაც ყოველდღიურობაში ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე. მაგალითად,  ჩვენი პრობლემები მაშინ იწყება, როცა საკუთარი ქალობა გვავიწყდება. ავიღოთ ჩვენი სიარულის მანერა. არ ღირს „თავქუდმოგლეჯილი“ სირბილი, მაშინაც კი, თუ სადმე გაგვიანდებათ. ეს, ძალიან გვცვლის – პრობლემებით, საზრუნავით „დაგრუზული“  ქალი არც სხვა კაცისთვის არის სასურველი და არც  ქმრისთვის – საინტერესო. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უკან რამდენიმე მამაკაცი  მოდის, თქვენი აზრით, გადაწყვეტს თუ არა რომელიმე თქვენს გასაცნობად მოსვლას, თუ დაინახავს, რომ სადღაც გადარეულივით გარბიხართ?
– გათხოვილ ქალს  ხომ არავის გაცნობა არ უნდა.
– ქვეცნობიერად უნდა. ყველა ქალის სურვილია, რომ კაცები ყურადღებას აქცევდნენ. როცა სხვას მოსწონხარ, მოსწონხარ საკუთარ ქმარსაც. ეს ასეა და თავადაც არაერთხელ  დავრწმუნდი. მამაკაცები ხომ მესაკუთრეები არიან. ეგრევე გამოცოცხლდებიან ხოლმე, როგორც კი მათ საკუთრებას ვინმე შეეხება. ფლირტი ძალიან კარგი საშუალებაა მამაკაცის შესაჯანჯღარებლად და მისი ყურადღების  გასააქტიურებლად. მზერის მიპყრობის სწორად შესრულებული მოქმედება ნებისმიერი მამაკაცის ყურადღებას მიიქცევს. უბრალოდ, შეხედეთ მას თვალებში, გაიღიმეთ და ნელ-ნელა გადაიტანეთ თქვენი მზერა მის ტუჩებზე ან კისერზე. მთავარია, რომ ამის შემდეგ თავმდაბლად ჩამოუშვათ თვალები, თითქოს თქვენ არაფერ შუაში ხართ.
– ანუ, ამბობთ, რომ  გათხოვილმა ქალმა სხვა კაცებთან უნდა ითამაშოს და ეს ქმართან ურთიერთობას გაუუმჯობესებს?
– კაცისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია თანამოსაუბრის მოსმენა. ქმარსაც უნდა, რომ ცოლი უსმენდეს. ოღონდ ისე არა, რომ გასაფენ სარეცხზე ფიქრობდეს. ფლირტი მეუღლესთანაც შეიძლება, მაგრამ ნაკლებად ეფექტური იქნება, სანამ ცოტას არ ანერვიულებთ.
– ქმარმა თუ არ ინერვიულა, ურთიერთობა უინტერესო იქნება?
– ასე ერთმნიშვნელოვნად  ვერ ვიტყვი. ურთიერთობა  მუდმივად სამუშაო თემაა.  მაგალითად, ფლირტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ლაპარაკის ხელოვნება. საუბრის დროს უნდა შეარჩიოთ  ისეთი თემები, რომლებიც მისთვის საინტერესო იქნება. არასდროს შეაწყვეტინოთ, პირიქით, შეეცადეთ, განავითაროთ საუბარი. ხომ ვიცით, რომ კაცები ეგოისტები არიან. იმ შემთხვევაში, თუ არ მოგწონთ მოცემული საუბრის მიმდინარეობა, მიეცით მას მიმართულება ისე, რომ სალაპარაკო თემა თქვენი ინტერესის მიხედვით შეიცვალოს. ითამაშეთ და ამით მიიღეთ სიამოვნება.  ძალიან მნიშვნელოვანია ღიმილიც და რაც უფრო იდუმალი, მორიდებული და გულწრფელი იქნება ის, მით უფრო სწრაფად დაინტერესდება მამაკაცი. ძალიან ეფექტურია საყელოს ან ჰალსტუხის შესწორება. ამ მარტივი მოქმედებებით თქვენ არაცნობიერ გავლენას ახდენთ მამაკაცზე, ანიშნებთ მას, რომ დაინტერესებული ხართ მისი პიროვნებით და მზად ხართ იზრუნოთ მასზე.
– კარგად შეგისწავლიათ  ფლირტის ამბები.
– დავინახე, რომ ქმრისთვის უინტერესო ვხდებოდი. ვფიქრობდი, რამე თუ არ მოვიგონე, რამე სიახლე თუ არ შევთავაზე, მიღალატებს-მეთქი. მე არ შემეშინდა ფანტაზიის გამოყენება და არ შეგეშინდეთ თქვენც. წაეთამაშეთ საკუთარ თმას, მაგალითად, შეისწორეთ ვარცხნილობა, თითზე დაიხვიეთ თმა ან უკან ხელით გადაივარცხნეთ. ეს მოქმედებები მამაკაცებში ძლიერ ინტერესს აღძრავს, რაც თქვენთან აქტიურ თამაშში ჩართვას აიძულებს.
– ქმართან იქცეოდით ასე თუ სხვა მამაკაცებთან?
– ქმართანაც და ქმრისგან დაფარულად – სხვებთანაც. თქვენ წარმოიდგინეთ, ამით თავდაჯერებულობა მომემატა, გავხალისდი, შინაგანი ცვლილება გარეგნობაზეც დამეტყო. საკუთარი თავის ფასი მასწავლა. ფლირტი ნამდვილად გამოგადგებათ, თუ უკვე დიდი ხანია, იმტვრევთ თავს იმაზე ფიქრით, როგორ მიიპყროთ ქმრის ყურადღება, რაც თქვენ ძალიან მოგენატრათ. მე კი რამდენიმე საქმიან რჩევას მოგცემთ, როგორ შეასრულოთ ეს ამოცანა უმოკლეს ვადებში. თუმცა დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ქმარი ნამდვილად გინდათ.
– ამაში დარწმუნების მეთოდებიც არსებობს?
 – როგორ არ არსებობს. მაგალითად, თქვენი გულისცემა ხშირდება ყოველ ჯერზე, როცა ის გიახლოვდებათ, მისი  სიახლოვის შემდეგ ჩაისუნთქავთ მის არომატს, ჩუმად აკვირდებით  მძინარეს... ფიქრობთ, რომ ის იდეალური მამაკაცია. თქვენ ეს საქციელი პათოლოგია გგონიათ, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებთ.
– მსგავსი დამოკიდებულება არ არსებობს, არც – ზედმეტად იდეალური მამაკაცი...
– იდეალური ის მხოლოდ ჩვენს წარმოსახვებშია. ამიტომ, თუ ასეთად გინდათ, რომ დარჩეს, უნდა გაისარჯოთ. სახლშიც არ უნდა იყოთ  მოუვლელი და მოჩაჩული. ღიმილი  და კიდევ ღიმილი – ესაა თქვენი მთავარი იარაღი.   როგორც კი  ქმრის ინტერესის არეალში მოექცევით, დაინტერესდით მისი პრობლემებით, იარეთ მასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზე, მოაწყვეთ რომანტიკული საღამოები. გეუბნებით, მიაღწევთ – გამოცდილი მაქვს.  როგორც კი ფლირტით სხვა კაცის ყურადღებას მიიქცევთ, ქმართანაც შეგეცვლებათ ურთიერთობა. თქვენ გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელი უნდა გახდეს.
– ეს როგორ?
– ისევ ფლირტი და ფიზიკური კავშირი – მთავარი ესაა. არ ღირს სისულელეების გამო კამათი და წყენა. უფრო მეტი პოზიტივი, იუმორი და სიმსუბუქე ურთიერთობაში – გახდით მისთვის ქალი-დღესასწაული. კაცებს სწორედ ასეთი ქალები  აინტერესებთ.  

скачать dle 11.3