კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 როგორ გავარჯიშდა ქართული ხასიათი სხვადასხვა დამპყრობელთან მორგებით და როგორ ხდება ერთი და იგივე რამ სხვადასხვა ფონზე კარგიც და ცუდიც

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ისე მოხდა, რომ ქართული ლიბერალიზმი ბოლშევიზმს დაემსგავსა, თავისი აგრესიულობით, სხვის ნაცვლად პასუხისგებით, ძალმომრეობითა და პათოსით, ვინც ჩვენნაირი არ არის, ჩვენი მტერია. ვფიქრობ, ამაში ლომის წილი საბჭოურ წარსულს მიუძღვის და იმასაც, რომ საკუთრივ ჩვენი, ახალი დროის შესაფერი, არც არაფერი გაგვაჩნია. ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად განვიხილავთ ამ უჩვეულო დამთხვევის მიზეზებსა და შედეგებს.
– ლიბერალიზმი რატომ დაემსგავსა ნეობოლშევიზმს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ლიბერალიზმის ტრადიცია და თანამედროვე ლიბერალები ძალიან უადგილოდ იფარებენ ხოლმე ილია ჭავჭავაძეს.
– იმ მდგომარეობაში, რომელშიც აღმოვჩნდით, ველოსიპედების გამოგონება საჭირო არ არის და არც არის სწორი, ამაზე არსებობს ღრმა ფილოსოფიური, სოციოლოგიურ-ფსიქოლოგიური ხედვები.
– ანუ მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის.
– არა, ეს არის საკაცობრიო პრობლემა, რომელსაც მეტ-ნაკლებად მოსდეს კბილი მეცნიერულად და გააზრებულიცაა. შევეცდები, არ ვიყო მხოლოდ სუბიექტური. მაგალითად, თანამედროვე ფიზიკამ მიაგნო იმ მნიშვნელოვან რამეს ფარდობითობის თეორიის სახით, რაც ესადაგება სოციოლოგია-ფსიქოლოგიას და რის მიხედვითაც არ არსებობს კარგი და ცუდი პოლიტიკა, კარგი და ცუდი მსოფლმხედველობა. მაგალითად, სამყარო სხვადასხვანაირია, როდესაც გულივერი იმყოფება ლილიპუტებში და გიგანტებთან. ანუ სიდიდე, მანძილი, კარგია, ცუდია კარგავს თავის მნიშვნელობას, თუ არ არის ფონი. ერთი და იგივე რამ შეიძლება, კარგიც იყოს და ცუდიც, ფონიდან გამომდინარე და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რამაა ლიბერალიზმთან მიმართებაშიც. ლიბერალიზმით, თითქოს ყველაფერი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს და კარგია ის, რასაც ეს მოძღვრება ამბობს. არადა ყველაფერი დამოკიდებულია ფონზე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და სწორედ ჩვენს ფონში უნდა გამოჩნდეს, რა არის კარგი და მისაღები, იმიტომ რომ აბსტრაქტულად კარგი მნიშვნელობას კარგავს სხვადასხვა კულტურაში. ჩვენთან, სამწუხაროდ, მიმბაძველობით, ის, რაც გარკვეულ საზოგადოებაში მიჩნეულია მიღებულად, გადმოაქვთ ჩვენს გარემოში ჩვენი არსებობის გაუთვალისწინებლად, რის გამოც ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ავთენტურობას, კულტურას, მეს და ვლაპარაკობთ რაღაცაზე ამის გაუთვალისწინებლად.
– ვახტანგ გურულმა მიამბო, რუსეთის იმპერიის პერიოდში რამდენიმე წელიწადს მოუსავლიანობა იყო და შიმშილობის დასაძლევად ქართველებმა ტყეში მოკრიფეს ბალახები, გააკეთეს ფხალი და გადარჩნენ, ის ფხალი მიირთვეს რუსეთის აქ განლაგებულმა სამხედროებმაც და ყველას ინფექცია შეეყარა, რის გამოც სრულად გამოცვალეს შემადგენლობა.
– კარგი მაგალითია, თუ როგორ მოქმედებს ქიმიური პროდუქტი ადამიანზე და იგივე ითქმის ფსიქოლოგიურ პროდუქტზე, ფასეულობებზე, ღირებულებებზე, იმიტომ რომ სხვადასხვა კულტურაში სრულიად სხვადასხვანაირად აღიქმება ერთი და იგივე რამ, ფხალის არ იყოს. ეთიკისა და მორალის გარეშე შეუძლებელია პროცესების დანახვა, ფსიქოთერაპიაშიც ესაა წამყვანი, არ შეიძლება, ფსიქოთერაპევტმა რჩევები თავისი თავიდან გამომდინარე მისცეს კლიენტს, თუ რა არის ცუდი ან კარგი, და უნდა გაითვალისწინოს კლიენტის უნიკალობა, ანუ ამ პიროვნებამ თავისი ფონიდან უნდა დაინახოს სამყარო. განვავრცოთ ეს სოციუმსა და პოლიტიკაზე – არ შეიძლება, სხვადასხვა კულტურაში არსებულის მიწოდება, დაძალება საზოგადოებისთვის. რადგან იქ მართლაც შეიძლება, იყოს მისაღები, სასარგებლო და ეთიკური, მაგრამ აქ არა. ისმის კითხვა: რატომ გვაძალებენ ფასეულობებს, რომლებიც სადღაც მისაღებია, სადაც სულ სხვაგვარი ისტორიულ-კულტურული პროცესები მიმდინარეობს? ამ დაძალების ერთ-ერთი არგუმენტი, მაგალითად, დიქტატურულ ქვეყანაში არის ის, რომ ისინი ზუსტად ჩვენნაირები არიან, უბრალოდ, მათ არ აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი ნება და ამიტომ ვაძალებთ. მეორე მხრივ, თუკი ქვეყანაში არის თავისუფლება, მაშინ ასეთი ექსპანსია აზრს კარგავს. როდესაც ევროპამ გადაწყვიტა, რომ ერთ სივრცედ იცხოვროს, ცხადია, ამ შემთხვევაში მასში შემავალ ნაწილებს, ანუ ქვეყნებს მართლაც ერთი ფასეულობები უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ეს პრობლემაც გვაქვს: ვისი ნაწილი ვართ – რუსეთის იმპერიის, პოსტ-საბჭოთა სფეროსი თუ დასავლეთის?! თუკი ვიღაცის ოჯახში შედიხარ, მაშინ უნდა გაითვალისწინო მისი ფასეულობები.
– სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო.
– დიახ, ეს გასათვალისწინებელია. თუ იქ ასეთი კანონით ცხოვრობენ და შენ მათთან ერთად გინდა, იცხოვრო, არ შეგიშვებენ, თუ შენც იმავე კანონებით არ ცხოვრობ.
– საქმეც ესაა, ჩვენ ევროპული ღირებულებები ჰომო-სოვეტიკუსობას დავამსგავსეთ, მამის გამო შვილმა აგოს პასუხი, ქმრის გამო – ცოლმა, შვილის გამო – მშობელმა. რაზეც ვამბობდით, რომ ცუდი იყო, პავლიკ მოროზოვის სინდრომი. და ჩვენი ლიბერალიზმის ლოზუნგად იქცა, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია.
– გარკვეულწილად დაემსგავსა. ჩვენ გვაქვს იმპერიაში ცხოვრებისა და იმპერიასთან მორგების გამოცდილება, რაც გამოიხატა იმით, თუ როგორ ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რაც იმ სივრცეში გვაქვს და საქართველო მართლაც პირველ ადგილას იყო ამ მორგებით. საქართველო სარგებლობდა საბჭოთა სიკეთეებით, მატერიალურით და პოლიტიკურითაც. საბჭოთა სივრცეში ქართველებიც – სტალინი, ბერია, შევარდნაძე, სხვები – იკავებდნენ მაღალ პოსტებს.
– ეპიფანცევს, რუს პოლიტოლოგს, დიდი სტატია აქვს მიძღვნილი ქართველებისადმი, როგორც მიმიკრიის უნარის მქონე ერისადმი. ისინი ერგებოდნენ და ემსგავსებოდნენ ყველა იმპერიას და როდესაც მათ ეგონათ, საბოლოოდ დავიმორჩილეთო, ქართველები მათ ღალატობდნენ და სხვასთან, უფრო უკეთესთან მიდიოდნენო.
– დიახ, ეს გამოცდილება გვაქვს და ამაში ნავარჯიშები ვართ. ვგულისხმობ იმას, რომ ის რამდენიმე იმპერია, რომელთაც ვყავდით დაპყრობილი, იყო ეროვნული სავარჯიშო, როგორ შეიძლება, გადარჩე მათთან ურთიერთობაში, როდესაც მათ თავს ვერ ვაღწევთ. ამ მხრივ, ყველაფერს გადააჭარბა ქართველმა თავადაზნაურობამ. ერთი მხრივ, ეს იყო რუსეთის იმპერიის ხრიკი, რომელმაც დაასაჩუქრა ისინი მამულებით, ხელფასებით, წაიყვანა რუსეთში და აცხოვრა. ამ გარუსებულმა თავადაზნაურობამ კი სრულიად დაივიწყა საქართველო, თავისი პასუხისმგებლობა მის წინაშე და ემსახურებოდნენ რუსეთის იმპერიას. მოერგნენ, მაგრამ, ფაქტობრივად, უარი თქვეს თავიანთ ქართველობაზე. ეს სენი გვახასიათებს. წითელ რუსეთთან როგორ გადათამაშდა, ეს კიდევ სხვა ისტორიაა, შაჰისა თუ სულთნის კარზეც იგივე გამოცდილება იყო და ეს გამოცდილება ამბობს, რომ ეროვნულ სახელმწიფოებრიობას არანაირი ფასი არ ჰქონდა. ადამიანური ცდუნებების თვალსაზრისით რომ შევხედოთ, სხვის სამსახურში მყოფი ჩვენი თავადაზნაურობის ქცევა გასაგებია, ისინი ცვლიდნენ საკუთარ პატრიოტიზმსა და ვალდებულებას პირად კეთილდღეობაზე. ასეთი გარიგება იმდენ ხანს ტრიალებდა, რომ დაგვავიწყდა, რა არის სახელმწიფო. ამიტომ მხოლოდ ინტუიციით ვიცით, რომ ეს უფრო მოგვერგებოდა და ეს გამოცდილება რომ არ გვაქვს, ძალიან მწარედ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. ამიტომ გვიჭირს გამოსავლის ძიება ამა თუ იმ სიტუაციაში და ძალიან ადვილია ასეთ დროს მიმბაძველობა, ხოლო, მეორე მხრივ, ძველი ინერცია. ძველი ინერცია ამბობს, ისევ იმ ფასეულობით ვიცხოვროთ, რაც სასარგებლო იყო საბჭოთა ან მეფის რუსეთის დროს, ან ოსმალეთის იპერიაში, ან სპარსეთის იმპერიაში, ანუ მივბაძოთ სხვებს და ვიცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობენ ისინი. არადა, ორივე არაავთენტურია, ორივე უცხოა ჩვენი ახალი სახელმწიფოებრივი ფორმისთვის.
– ბოლშევიკებს რატომ დაემსგავსნენ დღევანდელი ულტრალიბერალები და, საერთოდაც, ასეთი ორგანული რატომ აღმოჩნდა ბოლშევიზმი ქართული ბუნებისთვის?
– კარგი კითხვაა. რას ნიშნავდა ბოლშევიკობა იმ ეპიქაში? ეს იყო ფაშიზმის მიღმა არსებული მარქსისტული იდეოლოგია, რომელიც გაჩნდა წამყვან ქვეყნებში, მაგრამ იქ კი არა, რუსეთში განხორციელდა. ანუ კომუნიზმის იდეა იქ კი არ გახდა მოსაწონი, სადაც იშვა, არამედ რუსეთში და ჩვენთანაც, როგორც რუსეთის ნაწილში. თუმცა რუსეთმა 70 წლის შემდეგ უარი თქვა ამ იდეოლოგიაზე.
– მაგრამ არსით დარჩა ბოლშევიკური რუსეთის ფედერაცია.
– დიახ, ინერციით იგივე დარჩა, ვერ შეიცვალა. მაგრამ იდეურად უარი თქვეს. იმ პერიოდმა რუსეთი დააზარალა, ისევე, როგორც ჩვენ და მართლაც, რომ გადავხედოთ, რა ხდებოდა ბოლშევიზმისა და კომუნიზმის დროს, ვნახავთ, რომ საზოგადოების საუკეთესო ნაწილი განადგურდა და ძალიან მწარე გასახსენებელია იმდროინდელი გარემო. იგივე ხდება, როდესაც ასეთივე სახით ხდება ახალი იდეების შემოტანა, მაგალითად, ნეოლიბერალიზმის, რომელიც გარკვეულ ქვეყნებში არის მორგებული იმ კულტურას, ჩვენ კი მას ბრმად ვყლაპავთ და ისე ვიწყებთ იმ წესებით ცხოვრებას, თითქოს ჩვენთვის ავთენტური და ბუნებრივია. ბოლშევიზმს იმით ჰგავს ნეოლიბერალიზმი, რომ ისიც ისეთივე ნაძალადევი გადაყლაპვაა, როგორც თავის დროზე ბოლშევიზმის, ყოველგვარი გემოს გასინჯვისა და იმაზე ფიქრის გარეშე – შეგვერგება თუ არა. ანუ ისე კი არ დგას საკითხი, რომ ჩვენი გემოვნებით შევარჩიოთ, არამედ გადავყლაპოთ ის, რაც გარეთაა მიღებული და ამ მხრივ, ძალიან ჰგავს ბოლშევიზმს ნეოლიბერალიზმი. ჩვენ, ერთი მხრივ, არ გვინდა, ვიყოთ რასისტები და ადამიანის უფლებების დამრღვევები და, მეორე მხრივ, არ უნდა ვიყოთ ყალბები. აი, ეს არის სირთულე, ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენი თავი, გემოვნება და კანონმდებლობა. ამ სირთულის გადაჭრაში ხელს გვიშლის, ერთი მხრივ, საბჭოთა გამოცდილება, რომელიც, თუ პირდაპირ გადმოვიტანეთ, ვემსგავსებით ჰომო-სოვეტიკუსს და, მეორე მხრივ, დასავლური ფასეულობების გემოგაუსინჯველად გადაყლაპვა და ვერმონელება. ამდენად, ჩვენს საზოგადოებაში ორი უკიდურესობაა: ნეოლიბერალები, რომლებსაც უნდათ, რომ დაუგემოვნებლად და მოუნელებლად გადაყლაპონ ის, რაც სხვაგან მოიწონეს, ისევე, როგორც ბოლშევიზმი და, მეორე მხრივ, მიბმული ვართ იმ მწარე წარსულს, რომელიც გვეუბნება, რომ არ უნდა შევიცვალოთ და იგივე, ჰომო-სოვეტიკუსის ფასეულობებით ვუყურებდეთ სამყაროს. ორივეს დიდი სიმახინჯე შემოაქვს ჩვენს რეალობაში და ამასთან, ჩვენ გვიჭირს დამოუკიდებელი გემოვნების, ფასეულობის ჩამოყალიბება და ეს ბუნებრივია. აი, ამაშიც გვჭირდება ვარჯიში, რომ ჩვენი შეგრძნებით, განცდითა და ფასეულობით ვიცხოვროთ.

скачать dle 11.3